"მარტო იმას ვდარდობთ, თავს რომ იკლავდა, ხელი რატომ აუკანკალდა" - კაცი, რომლის სიკვდილსაც მთელი ეზო ნატრობს!

 "მარტო იმას ვდარდობთ, თავს რომ იკლავდა, ხელი რატომ აუკანკალდა" - კაცი, რომლის სიკვდილსაც მთელი ეზო ნატრობს!

ჩემს შეკითხვაზე, იცნობდა თუ არა მკვლელობაში ბრალდებულ ჯ.ჟ-ს, აი, ასეთი შეკითხვა დამიბრუნა პასუხად შემთხვევის ადგილზე მცხოვრებმა ქალბატონმა: - კიდევ არ ჩაძაღლდა ეგ ცოდვიანი, რა აცოცხლებს ამდენხანს?! მის შეკითხვას მე რა თქმა უნდა, პასუხი ვერ გავეცი, - როდის გარდაიცვლება 78 წლის მამინაცვალი, რომელმაც 20 წლის გერი ანა პ. რევოლვერის ერთი გასროლით მოკლა, განგების ნებაა; ჯერჯერობით გერის მკვლელობაში ბრალდებული 78 წლის მოხუცი ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში წევს და სასუნთქ აპარატზეა მიერთებული. გარდაცვლილი გოგონა კი მის მშობლიურ სოფელში გადაასვენა ბებიამ და დეიდამ.

თ. შ; მეზობელი:

- თუ ვინმე შემედავა, რატომ ნატრობ მაგ კაცის სიკვდილსო, მე იმას მოვკლავ და დავჯდები მერე ციხეში. მაგ ცხოველმა რაც ჩაიდინა, სახელი არ ჰქვია! იმ საცოდავ გოგოს მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა და ამან და ყველაფერი თავისი გარყვნილებითა და ერთი ტყვიით მოუსპო! - მითხრა ქალბატონმა. ამასობაში შემოსწრებულმა მეზობელმაც ჩვენი საუბრის თემა შეიტყო და ისიც აღელდა…

რ. ბ.:

- ეს რა უბედურება გავიგეთ! იმ საცოდავ გოგოს აქ ყველა ვიცნობდით და ერთ დღეს სუდარაგადაფარებული არ გამოასვენეს იმ ნაძირალას სახლიდან! არადა, თავად გავაფრთხილე, ნუ ცხოვრობ მაგ ნაძირალასთან დედაშენი მაგან შეიწირა, მაგან ჩამოახრჩობინა თავი და შენ რატომ არ გეშინია-მეთქი?!

- ანუ გარდაცვლილი გოგონას დედამ თავი ჩამოიხრჩო?

- დიახ, 3 წლის წინ. ეს უბედურება ასე ერთბაშად კი არ მომხდარა, მზადდებოდა, ეს ბინძური კაცი ამზადებდა. მაგისგან მეტს რას უნდა გამოელოდეს ადამიანი, - რაც თავი გვახსოვს, მუდამ ქორფა გოგოები მოყავდა სახლში, გარყვნილს! ჩვენ კი ვხედავდით ამ უბედურებას, მაგრამ არასრულწლოვანი არც ერთი არ იყო და სად უნდა გვეჩივლა? ბინა ჰქონდა ამ ნაძირალას და ეტყობა, ამით იტყუებდა საცოდავ ქალაქში ჩამოსულ გოგოებს, - ჯერ ალბათ ეუბნებოდა, მოგაქირავებო, მერე იჩვევდა და აუბედურებდა… მაგის ბოლო გოგოს მუცელი რომ დაეტყო, სულ ცემით წაიყვანა ექიმთან, ჯერ მუცელი მოაშლევინა და მერე სახლიდან გააგდო! უბედური ანას დედაც ასე ჰყავდა შეტყუებული, - თავად მოგვიყვა იმ საწყალმა, - ეგ 58 წლის იყო, მე 20 წლის, როცა დავფეხმძიმდი, როცა მითხრა, - მუცელი მოიშალე, ნუ გგონია, ცოლად წაგიყვან, ცოლი და შვილი სახლში მყავსო, მუცელი არ მოვიშალე, ბიჭი გავაჩინე და მეორედ გავთხოვდიო. იმ ქმართან გოგო მეყოლა, მერე დავშორდით და რადგან მშობლებთან მისასვლელი პირი არ მქონდა, ისევ ამას მივაკითხე, რადგან ცოლ-შვილი უკვე სახლიდან გაყრილი ჰყავდა, მითხრა - თუ გინდა, ჩემთან იცხოვრეო. ვიფიქრე, შვილი მაინც მაგისგან მყავს, მე და ჩემს შვილებს თავშესაფარი მაინც გვექნებაო და დავრჩიო… აი, ამისთანა "თავშესაფრით" დაღუპა საწყალმა შვილებიც და თავისი თავიც.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია