ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტი აღარ იქნება

ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტი აღარ იქნება

ანტიდისკრიმინაციული პროექტიდან შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტი ამოიღეს. საუბარია კანონპროექტის მეორე მუხლის მეხუთე პუნქტზე , რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს იმ პირთა შევიწროება, რომელთა მიმართ არსებობს მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი, ღირსების შემლახავი ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი გარემო.

როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განმარტა, საკომიტეტო სხდომაზე გამოითქვა შენიშვნა, რომ აღნიშნული პუნქტი არის მეტისმეტად ბუნდოვანი და იძლევა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტირების საშუალებას. დეპუტატის თქმით, კანონის განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიცვალოს აღნიშნული პუნქტის ფორმულირება ან ამოღებული იყო კანონპროექტიდან.

ანალოგიური განმარტება გააკეთა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ. მისი თქმით, აღნიშნული პუნქტით განჭვრეტადობის თვალსაზრისით იქმნება პრობლემა, რადგან პირობითია, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მტრულ და შიშის მომგვრელ გარემოდ. "ეს კანონმდებლობაში ძნელად განსაჭვრეტია. გამომდინარე იქიდან, რომ არ ყოფილიყო ორაზროვანი გაგება, მიზანშეწონილად ჩაითვალა, პროექტიდან მისი ამოღება", - განაცხადა თადუმაძემ.

სესიაზე ანტიდისკრიმინაციული პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა