ანტიდისკრიმინაციულ პროექტს "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის" ცნება დაემატა

ანტიდისკრიმინაციულ პროექტს "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის" ცნება დაემატა

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტს "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის" პუნქტი ემატება. მმართველმა გუნდმა ამ მიმართულებით პროექტის მეორე მუხლის მეორე პუნქტის კორექტირების გადაწყვეტილება მიიღო.

კანონპროექტის ეს ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირ დისკრიმინაციად კი მიჩნეულია ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, რომელიმე ნიშნის გამო, პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმულ მიზანს და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

აღნიშნული მუხლის ბოლო ნაწილში ხდება ჩამატება ფრაზის - "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა, როცა ქმედებას გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება".

როგორც ამ ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განმარტა, აღნიშნულ ცნებას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" იცნობს და საზოგადოებრივი ზნეობის დარღვევის ქმედება ადმინისტრაციულ სახდელს ექვემდებარება. "ამით არანაირად არ ხდება ახალი ცნების შემოღება", – აღნიშნა თადუმაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა