"არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის სხდომათა დარბაზს" - ნათია ფანჯიკიძე

"არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის სხდომათა დარბაზს" - ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სასულიერო პირებს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო აკრიტიკებს.

"სადაც და როცა მე ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, თანაც კარგად ვიცი და მით უფრო კარგად ვიცი მათზე, ვისაც იგივე არ უსწავლია, არ უკეთებია, არ უგრძვნია.... ვერ მივცემ ჩარევის უფლებას ვერავის ამ პროფესიის გარეთ. სამაგიეროდ არც მე ვუვარდები სხვა პროფესიის ხალხს და წითელი "პასტით" არ ვუსწორებ რვეულებს.

რა საჭიროა, რომ ყოველი ელემენტარული სამუშაო დღე და გადაწყვეტილება რევოლუციურ და დრამატულ რეჟიმში მიმდინარეობდეს?

რატომ ვერ მიჯნავს ჩვენი ფსიქიკა ერთმანეთისგან მარტივ კატეგორიებს? ის,რომ ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია და ნებისმიერის თავის გატეხვა და მკვლელობა ან ჩაგვრა ერთნაირად ისჯება, ეს რომ არ ნიშნავს იმას, რომ ან რწმენა, ან ორიენტაცია უნდა შევიცვალოთ, ამ ხაზის გავლება ასე რთული საკითხია, თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ განცალკევებას?

ძალიან მეზარება ხოლმე ასეთ სიტუაციებში აზრის გამოთქმა, ჩემთვის მირჩევნია ყვავილები დავრგო, ვიდრე ბოლს გამოუშვებს ყველა მხარე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ სტატუსის დაწერა. არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის სხდომათა დარბაზს, სულ დაკარგა თავის ხიბლი და მაგიურობა, ისევე რაღაცნაირად გამოიყურებოდა, აი, როგორც პოლიტიკოსები და მათი ცოლები ვართ ხოლმე ეკლესიაში პროტოკოლურად ერთად დამწკრივებულები და ხალხი გვაშაყირებს.

სამაგიეროდ არც მე არავის არ ვეუცხოები იმ პატარა ეკლესიაში, სადაც სიარული მიყვარს და ჩემი მოძღვრის კაბაც ჯადოსნურად გამოიყურება იქ, საკმეველის სურნელის მფრქვეველი.

ყველა ადამიანი იქ ჩანს განსაკუთრებული და სასიამოვნო, სადაც მისი ადგილია. როგორც კი სხვა, არათავის ადგილას გადაინაცვლებს, თითქოს რაღაცას კარგავს, ყველაზე მნიშვნელოვანს.

სინამდვილეში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, სექტემბერში კი მაპის საკითხის განხილვა ახლოვდება და ეს და ამაზე ბევრად დიდი ისტერია აუცილებელია მტრებისთვის. ამიტომაც არის, რომ რა ვნებათაღელვა გვაქვს ატეხილი და რაზე, მკაფიოდ ესეც კი არ ვიცით. ბუნდოვანება აუცილებელია, რომ კარგად მომწიფდეს არეულობის საფუძველი. მე ასე მარტივად ვხედავ ამას", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

რა წერია "ანტიდისკრიმინაციულ კანონში" - იხილეთ კანონპროექტის სრული ვერსია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს