"წამოწოლილი რომ ფულებს აკეთებდა, ეგ აეკრძალა" - მამა ელიზბარი დედა პარასკევაზე

"წამოწოლილი რომ ფულებს აკეთებდა, ეგ აეკრძალა" - მამა ელიზბარი დედა პარასკევაზე

მას შემდეგ, რაც დედა პარასკევამ სამთავროს დედათა მონასტერი დატოვა, არაერთი შეფასებები გაკეთდა, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირებისგან.

Ambebi.ge-სთან ინტერვიუში სამთავროს მონასტრის მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ განაცხადა, რომ დედა პარასკევა არავის გაუგდია, და რომ ის დასასვენებლად წავიდა (იხ. "დედა პარასკევა არავის გაუგდია" - არქიმანდრიტის პირველი კომენტარი და Ambebi.ge-ს ექსკლუზივი სამთავროს მონასტრიდან).

ამ თემასთან დაკავშირებით "ალიას" ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის დიაკონი, მამა ელიზბარ დეკანოიძე ესაუბრა. ამონარიდი ინტევიუდან:

- შემთხვევით ვსარგებლობ და დედა პარასკევაზეც უნდა გკითხოთ, რა მოხდა?

- არავის არსაიდან არ გაუგდია, პატარა სახლი რომ ჰქონდა და, წამოწოლილი რომ ფულებს აკეთებდა, ეგ აეკრძალა, და სწორადაც აუკრძალეს. მონაზვნობა მისთვის არავის ჩამოურთმევია, უბრალოდ, მიუთითეს, აი, კელია და როგორც სხვა მონაზონი ცხოვრობს, ისე იცხოვრეო. ეს ეწყინა, რა თქმა უნდა. დედა პარასკევას სულ პატივს ვცემდი და ვცემ, მაგრამ ამ ბოლო დროს რა დაემართა, ვერ გავიგე, ესაა ეშმაკის ბრძოლა. ამ კეთილშობილ ადამიანსაც კი შეუჩნდა და სისულელეებს აკეთებინებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია