სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მარნეულელი მკითხავის ოჯახი სასაფლაოდან წამოღებულ უძველეს ქვას შეეწირა?
მარნეულელი მკითხავის ოჯახი სასაფლაოდან წამოღებულ უძველეს ქვას შეეწირა?

მარ­ნე­უ­ლის რ-ნის სო­ფელ ბა­ი­დარ­ში, სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. დღემ­დე და­უდ­გე­ნელ­მა პირ­მა (თუ პი­რებ­მა) შუ­ა­ღა­მი­სას, ოთხსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ამო­წყვი­ტა.

ვა­გირ იმა­მა­ლი­ე­ვი სო­ფელ­ში უღა­რი­ბეს ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბო­და. მისი სახ­ლი, ავა­რი­უ­ლი და ძვე­ლისძვე­ლი, მე­ზობ­ლე­ბის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის გვერ­დით მარ­თლაც უბად­რუ­კად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ორ ოთახს ხის პა­ტა­რა შუ­შა­ბან­დი აქვს მი­შე­ნე­ბუ­ლი, ეზო შე­უ­ღო­ბა­ვია, გზის მხა­რეს მავ­თუ­ლის მე­სე­რია გავ­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას გა­წყვე­ტი­ლია და მი­წა­ზე აგ­დია.

28 მა­ისს იმა­მა­ლი­ე­ვი, მისი ცოლი და ორი შვი­ლი მე­ზობ­ლებ­მა ტყვი­ე­ბით გან­გმი­რუ­ლე­ბი იპო­ვეს. ოთხი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, როცა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს...

ვიწ­რო ოთახ­ში გვერ­დიგ­ვერდ მდგარ ორ რკი­ნის სა­წოლ­ზე იწ­ვნენ: 36 წლის ვა­გირ იმა­მა­ლი­ე­ვი, მისი შვი­ლე­ბი - 12 წლის ამი­ლი და 10 წლის ამი­ლა, ხოლო დი­ა­სახ­ლი­სი ია­ტაკ­ზე შე­მო­სას­ვლელ კარ­თან იწვა. გვა­მე­ბი სის­ხლში ცუ­რავ­და... როცა ბი­ნა­ში მე­ზობ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ, მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტი­დან უკვე იმ­დე­ნი დრო იყო გა­სუ­ლი, რომ დამ­ნა­შა­ვე თა­ვი­სუფ­ლად მო­ა­ხერ­ხებ­და მი­მალ­ვას.

ვის შე­ეძ­ლო ჩა­ე­დი­ნა ასე­თი სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი? რა მი­ზე­ზით უნდა მო­ეკ­ლათ ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი? რა არის და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი? გა­მო­ძი­ე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტივ­ზე მუ­შა­ობს. მაგ­რამ სხვა ვერ­სი­ე­ბიც არ­სე­ბობს. თი­თო­ე­ულ მათ­განს აქვს ლო­გი­კუ­რი ახ­სნა და არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, მით უმე­ტეს, რომ არა მარ­ტო და­ნა­შა­უ­ლი, არა­მედ თა­ვად გარ­დაც­ვლი­ლი იმა­მა­ლი­ე­ვის პი­როვ­ნე­ბაც ბუ­რუ­სით იყო მო­სი­ლი.

სო­ფელ ბა­ი­დარ­ში დაკ­რძალ­ვის დღეს ჩა­ვე­დით. სო­ფელ­მა სა­ერ­თო ძა­ლე­ბით აუგო წესი ოთხ მიც­ვა­ლე­ბულს. მე­ზობ­ლე­ბი ჯერ ისევ იმა­მა­ლი­ე­ვის ეზო­ში ტრი­ა­ლებ­დნენ, როცა და­ნა­შა­უ­ლის ვერ­სი­ე­ბის გარ­კვე­ვას შე­ვე­ცა­დეთ.

- ვინ იყო იმა­მა­ლი­ე­ვი, რა იცით თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა მის შე­სა­ხებ?

ვა­ქირ იმა­მა­ლი­ე­ვი, და­ღუ­პუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან კე­თი­ლი კაცი იყო. სო­ფელ­ში მის­გან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არა­ვის უნა­ხავს. ცუდი არა­ვის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ამი­ტო­მაც მათ დაკ­რძალ­ვა­ზე უცხო ხალ­ხიც კი ტი­რო­და... ასეთ რა­მეს ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. პირ­ველ­მა მე შე­ვი­ტყვე ამ სა­ში­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ. დი­ლის რვა სა­ათ­ზე მო­ვე­დი, რა­ღაც ცუდი მიგ­რძნო გულ­მა... ფან­ჯა­რა შე­ვამ­ტვრიე და ოთხა­ში ისე შე­ვი­ხე­დე... ძრო­ხა ჰყავ­დათ. სა­ცო­და­ვი ბღა­ო­და სა­ბძელ­ში. სა­ბა­ლა­ხოდ რა­ტომ არა­ვინ გა­მო­იყ­ვა­ნა, მივ­ხვდი, რა­ღაც მოხ­და... ბავ­შვებს არც გა­უღ­ვი­ძი­ათ, ისე ჩა­ხო­ცეს. მგო­ნი, არც კაცს გა­უ­გია, რო­გორ მოკ­ლეს. ქალი კი სა­წო­ლი­დან გად­მო­ფორ­თხე­ბუ­ლა და კა­რამ­დე მი­სუ­ლა ფორ­თხვით. ალ­ბათ, საშ­ვე­ლად მე­ზობ­ლე­ბის­თვის უნ­დო­და და­ე­ძა­ხა... კარ­თან­ვე ეგდო მკვდა­რი. ია­ტა­კი სულ სის­ხლით იყო მოს­ვრი­ლი. კედ­ლე­ბი, რო­გორც ხე­დავთ, და­ცხრი­ლუ­ლია.

მუ­რად სულ­თა­ნო­ვი:

- მორ­წმუ­ნე კაცი იყო. არ სვამ­და, არ ეწე­ო­და... ამ ათი წლის წინ სიზ­მა­რი ნახა: ვი­ღა­ცა ეუბ­ნე­ბო­და – სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე ქვა დევს, წა­მო­ი­ღე და შენს ეზო­ში დადე – წმინ­და კაცი ხარო... სიზ­მა­რი რომ გვი­ამ­ბო, ვი­ფიქ­რეთ, რომ ხუმ­რობ­და, მაგ­რამ ისე­თი მორ­წმუ­ნე გახ­ლდათ, რომ მალე მის ნათ­ქვამ­ში ეჭვი აღარ შეგ­ვპარ­ვია. თა­ნაც ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ სა­საფ­ლა­ო­ზე მარ­თლაც, იდო უც­ნა­უ­რი ქვა, რო­მელ­ზეც "ყუ­რა­ნი­დან" წარ­წე­რა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ ქვის ქვეშ ასე­ვე წმინ­და კაცი გა­ნის­ვე­ნებ­და... ერთი სი­ტყვით, ქვის ამ­ბა­ვი სო­ფელ­ში ლე­გენ­დად და­დი­ო­და. იმა­მა­ლი­ევ­მა ქვა თა­ვის ეზო­ში მო­ი­ტა­ნა. სამ­ლოც­ვე­ლო ნიშა აა­შე­ნა და ქვა შიგ მო­ა­თავ­სა. იმ დღი­დან, ეს ად­გი­ლი ჩვენ­თვის წმინ­და ად­გი­ლად იქცა. სამ­ლოც­ვე­ლოს­თან, ბრო­წე­უ­ლის ხეზე თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ქსო­ვი­ლის ვიწ­რო ნაჭ­რებს ამაგ­რებ­დნენ; თუ ვინ­მეს რა­ი­მე ნატ­ვრა ჰქონ­და, აქ მო­დი­ო­და, ხეზე ამ ნა­ჭერს გაკ­ვან­ძავ­და და სურ­ვილს ჩა­უთ­ქვამ­და; როცა აუს­რულ­დე­ბო­და, ისევ მო­ვი­დო­და და გაკ­ვან­ძულ ნა­ჭერს გახ­სნი­და, თან სამ­ლოც­ვე­ლო­ში ფულს დებ­და... ალ­ბათ, ყვე­ლა­ნი ერთხელ მა­ინც ვართ აქ მო­სუ­ლე­ბი - თუნ­დაც, წმინ­და ქვის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. ნუთუ, ამ ქვამ მო­უ­ტა­ნა ოჯახს ამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა?!

- იმა­მა­ლი­ე­ვი მკი­თხა­ობ­და კი­დეც?

რუს­ლან ის­მა­ი­ლო­ვი:

- არა. უბ­რა­ლოდ, მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო. ჩვენ მისი გვწამ­და, მე მჯე­რო­და, რომ თუ აქ მო­ვი­დო­დი და სურ­ვილს ჩა­ვუთ­ქვამ­დი, აუ­ცი­ლებ­ლად შე­მის­რულ­დე­ბო­და. თუ შორ გზა­ზე მივ­დი­ო­დი, ვი­ტყო­დი- ოღონდ კარ­გად მო­ვი­ა­რო და ფულს შევ­წი­რავ სა­ლო­ცავს-მეთ­ქი. ამას რომ ვი­ტყო­დი, ვი­ცო­დი - აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გი გზა მექ­ნე­ბო­და...

მუ­რად სულ­თა­ნო­ვი:

- გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი კაცი გახ­ლდათ. როცა ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით, ის იდგა და გვის­მენ­და, სა­უ­ბარ­ში არას­დროს ჩა­ე­რე­ო­და. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავ­და, რომ კარ­გად არ ვიც­ნობ­დით. მისი წი­ნაპ­რე­ბიც ამ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ, ვა­გირ იმა­მა­ლი­ე­ვი ჩვენ თვალ­წინ და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ვიცი, რომ შე­ეძ­ლო, "ყუ­რა­ნის" სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის ეთ­ქვა - გა­უ­მარ­თლებ­და თუ არა ცხოვ­რე­ბა­ში, რა ელო­და. რო­გო­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი შეხ­ვდე­ბო­და და ა.შ. ცოლ-ქმა­რი, ორი­ვე სა­ოც­რად მშვი­დი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. არა­ვის არ ეტყოდ­ნენ აუგ სი­ტყვას... ზოგ­ჯერ ვა­გირ­თან სამ­კი­თხა­ოდ თბი­ლი­სი­დან, რუს­თა­ვი­დან და მარ­ნე­უ­ლი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. ზოგი ლარს უტო­ვებ­და,ზოგი - ორ ლარს. მკი­თხა­ო­ბა­ში დიდ ფულს ვინ მის­ცემ­და?! ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ის ვერ­სია გავ­რცელ­და, თით­ქოს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო მოკ­ლეს. ჩვენ­თვის ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძნე­ლია. ფაქ­ტია, რომ უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­დნენ - ე.ი. მკი­თხა­ო­ბა­ში ბევრ ფულს არ იღებ­და. მისი ცოლი დღე და ღამე მინ­დორ­ში მუ­შა­ობ­და. თოხ­ნი­და, ბა­რავ­და. ქმარ-შვი­ლიც ეხ­მა­რე­ბო­და. 21 წლი­სე­ბი და­ქორ­წინ­დნენ. მას შემ­დეგ მათი ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვა არა­ვის გა­უ­გო­ნია. კარ­გი შვი­ლე­ბი აღ­ზარ­დეს. ბავ­შვე­ბი ჩემს შვი­ლებ­თან მე­გობ­რობ­დნენ. ძა­ლი­ან კარ­გად სწვა­ლობ­დნენ. მხი­ა­რუ­ლი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ.

- მკი­თხა­ო­ბის გარ­და, ჯა­დო­საც ხომ არ აკე­თებ­და?

ვა­ქირ იმა­მა­ლი­ე­ვი:

- მას მო­მავ­ლის "ამოც­ნო­ბა" შე­ეძ­ლო. უმე­ტე­სად ამ­ბობ­და: ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გექ­ნე­ბა­თო. სხვა არა­ფე­რი ვი­ცით... რამ­დენ­ჯერ­მე ორი ლარი მეც დავ­დე წმინ­და ქვას­თან, თან ვთქვი: თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მექ­ნე­ბა, ფულს კი­დევ მო­ვი­ტან-მეთ­ქი. მე მჯე­რო­და და ამას ჩემი რწმე­ნის გამო ვა­კე­თებ­დი. ზოგ­ჯერ თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც და­მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ისე­თი ხალ­ხი აკი­თხავ­და, რო­მელ­საც ემ­ჩნე­ო­და, ბევ­რი ფული რომ არ ჰქონ­და და ცხა­დია, ბევ­რს ვერც სამ­კი­თხა­ოდ გა­და­იხ­დიდ­ნენ.

- თუ გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე, რომ მკვლე­ლო­ბა მის რო­მე­ლი­მე გა­ნა­წყე­ნე­ბულ კლი­ენტს შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­ე­დი­ნა?

- მა­შინ ბავ­შვებს რა­ღას ერ­ჩო­და?! ბავ­შვე­ბი ხომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან. ან მის­მა ცოლ­მა რა და­ა­შა­ვა?! ის სი­ტყვაძ­ვი­რი, უთ­ქმე­ლი ქალი იყო. არც თა­ვი­სი გა­ჭირ­ვე­ბით აბეზ­რებ­და თავს ვინ­მეს და არც სი­ხა­რულს უზი­ა­რებ­და. მარ­თა­ლია, იმა­მა­ლი­ე­ვის ეზოს ღობე არა აქვს შე­მორ­ტყმუ­ლი, მაგ­რამ ეს ოჯა­ხი მა­ინც კარ­ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და. ერ­თა­დერ­თი, რაც და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, "ყუ­რანს" კი­თხუ­ლობ­და და თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან კონ­ტაქტს გა­ურ­ბო­და...

- როცა ამ სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეთ, რა იფიქ­რეთ? რის გამო შე­იძ­ლე­ბო­და, იმა­მა­ლი­ე­ვის ოჯა­ხი ამო­ე­წყვი­ტათ? იქ­ნებ, ვინ­მეს კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­და?

- არა. ამას­თან იმ­დე­ნი ხალ­ხი არ მო­დი­ო­და, რომ ვინ­მეს შე­ხარ­ბე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ჩემ­თან სტუმ­რად თუ მო­ვი­დო­და ვინ­მე, მას ვე­ტყო­დი - ჩვენს სო­ფელ­ში მორ­წმუ­ნე კაცი ცხოვ­რობს, მო­მავ­ლის "ამოც­ნო­ბა" შე­უძ­ლია-მეთ­ქი. ასე იქ­ცე­ოდ­ნენ მე­ზობ­ლე­ბიც. ხმა გავ­რცელ­და, ერ­თმა მე­ო­რეს უთხრა, მე­ო­რემ - მე­სა­მეს, ასე თან­და­თან ამ ეზოს სულ უფრო მეტი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი აკი­თხავ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი, მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ საგ­რძნობ­ლად იკლო. არ ვიცი, რა იყო ამის მი­ზე­ზი. ალ­ბათ, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მი­სით კმა­ყო­ფი­ლე­ბი არ რჩე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, რა­საც იყტო­და, ის აუ­ცი­ლებ­ლად ახ­დე­ბო­და.

მუ­რად სულ­თა­ნო­ვი:

- მარ­ნე­ულ­ში ცნო­ბი­ლი მკურ­ნა­ლიც ცხოვ­რობს. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ იმა­მა­ლი­ე­ვი მას უწევ­და კონ­კუ­რენ­ცი­ას, ტყუ­ი­ლია. ჰა­სა­ნას­თან ბა­თუ­მი­და­ნაც კი ჩა­მო­დი­ან. იმის სახ­ლთან როცა არ უნდა მიხ­ვი­დეთ, ყო­ველ­თვის რიგი დგას. აქ კი კვი­რა­ში სამი უცხო ადა­მი­ა­ნი თუ გა­მოჩ­ნდე­ბო­და – ეს იყო და ეს.

ვერ­სია მარ­თლაც, ბევ­რია. რო­გორც მე­ზობ­ლებ­მა გაგ­ვიმ­ხი­ლეს, მა­თაც ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ ამ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვის დად­გე­ნა. ორი კაცი თუ ერ­თად დგას, ე.ი. ამ მკვლე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­სო, - გვი­თხრეს, მაგ­რამ ეჭვი ვე­რა­ფერ­ზე და ვე­რა­ვის­ზე ვერ მი­აქვთ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მეტ ეჭვს სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დუ­მი­ლი და უმოქ­მე­დო­ბა ბა­დებს. დაგ­ვრჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ისი­ნი რა­ღა­ცას მა­ლა­ვენ. იმა­მა­ლი­ე­ვის სახ­ლი­დან, რო­მე­ლიც კა­პი­ტა­ლურ ნა­გე­ბო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მე­ზობ­ლებს ყვი­რი­ლის ხმაც უნდა გა­ე­გო­ნათ, არა­თუ სრო­ლის. თა­ნაც, იმა­მა­ლი­ე­ვე­ბის ეზოს­თან ახ­ლოს რამ­დე­ნი­მე სახ­ლი დგას, რო­მელ­თა პატ­რო­ნებს, რო­გო­რი ღრმა ძი­ლი­თაც არ უნდა სძი­ნე­ბო­დათ, მა­ინც უნდა გა­ე­გო­ნათ ავ­ტო­მა­ტის ჯერი. სა­კი­თხა­ვია, რა­ტომ არ გა­მო­ი­ძა­ხეს პო­ლი­ცია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში? უც­ნა­უ­რია - ძრო­ხა არ გა­მო­იყ­ვა­ნეს სა­ბა­ლა­ხოდ და ამი­ტომ და­ვეჭ­ვდით - რამე ხომ არ მოხ­დაო?.. მე­ზობ­ლებს შემტვრე­უ­ლი კარი მა­ინც უნდა და­ე­ნა­ხათ - თავ­დამ­სხმელ­მა ხომ ხის კარი შე­ამ­ტვრია, სახ­ლში რომ შე­ეღ­წია. მტვრე­ვის ხმას ალ­ბათ, ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი იმა­მა­ლი­ე­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც გა­ი­გო­ნებ­დნენ და ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი კა­ცის და­ნახ­ვი­სას, კი­ვი­ლით საშ­ვე­ლა­დაც მო­უხ­მობ­დნენ მე­ზობ­ლებს... ჩნდე­ბა კი­დევ ერთი კი­თხვა: იქ­ნებ, მსგავ­სი რამ სხვა დრო­საც მომ­ხდა­რა იმა­მა­ლი­ე­ვის ოჯახ­ში? იქ­ნებ, უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ენ­ტი სხვა დრო­საც მო­ვარ­დნი­ლა სა­ჩხუბ­რად და პრე­ტენ­ზი­ე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად? იქ­ნებ მე­ზობ­ლებ­მა ყვი­რი­ლის ხმა ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბა­დაც ჩათ­ვა­ლეს?... ყვი­რილს კი ამ­ჯე­რად, ავ­ტო­მა­ტის ჯერი მოჰ­ყვა...

ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ მარ­ნე­ულ­ში ვი­ღაც მკი­თხა­ვი კაცი ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ჯა­დო­ე­ბის გა­კე­თე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თბი­ლი­სე­ლი ნა­თელ­მხილ­ვე­ლე­ბი ხში­რად ავ­რცე­ლებ­დნენ. ბევ­რი მათ­გა­ნის­გან გა­მი­გო­ნია: მარ­ნე­ულ­ში კაცი ისეთ ჯა­დოს აკე­თებს, რომ ქვას გა­ა­პობ­სო... იქ­ნებ, ეს კაცი სწო­რედ გარ­დაც­ვლი­ლი იმა­მა­ლი­ე­ვი იყო? მის­გან ჯა­დოს კე­თე­ბის ამ­ბავს მე­ზობ­ლე­ბი ვერ ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი რამ მა­თაც სმე­ნი­ათ. ასე რომ, შე­საძ­ლოა, სი­მარ­თლე სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა იცოდ­ნენ. მაგ­რამ სა­ეჭ­ვოა, რომ ის მალე გა­მომ­ზე­ურ­დეს...

ვა­გირ იმა­მა­ლი­ე­ვის სახ­ლში და­ბი­ნა­ვე­ბას ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს. რო­გორც მის­მა ნა­თე­სავ­მა ვა­ქირ იმა­მა­ლი­ევ­მა გვი­თხრა, იქ მარ­ტო უპატ­რო­ნო ბავ­შვი თუ შე­ა­ფა­რებს თავს, თუმ­ცა, ასე­თი ბავ­შვი სო­ფელს ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჰყავს... თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ვერ ამ­ბო­ბენ, რა ბედი ეწე­ვა იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ სა­ლო­ცავ ად­გილს; ჯერ არ იცი­ან, შეძ­ლე­ბენ თუ არა ოდეს­მე იქ სა­კუ­თა­რი ნატ­ვრის სათ­ქმე­ლად მის­ვლას. ფაქ­ტია, რომ არა­ბულ­წარ­წე­რი­ან­მა ამ ძვე­ლისძველ­მა ჩუ­ქურ­თმი­ან­მა ქვამ ოჯახს დიდი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა...

ლელა ჭან­კო­ტა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#23 3.06.2004

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მარნეულელი მკითხავის ოჯახი სასაფლაოდან წამოღებულ უძველეს ქვას შეეწირა?

მარნეულელი მკითხავის ოჯახი სასაფლაოდან წამოღებულ უძველეს ქვას შეეწირა?

მარნეულის რ-ნის სოფელ ბაიდარში, საზარელი მკვლელობა მოხდა. დღემდე დაუდგენელმა პირმა (თუ პირებმა) შუაღამისას, ოთხსულიანი ოჯახი ამოწყვიტა.

ვაგირ იმამალიევი სოფელში უღარიბეს ადამიანად ითვლებოდა. მისი სახლი, ავარიული და ძველისძველი, მეზობლების ორსართულიანი სახლების გვერდით მართლაც უბადრუკად გამოიყურება. ორ ოთახს ხის პატარა შუშაბანდი აქვს მიშენებული, ეზო შეუღობავია, გზის მხარეს მავთულის მესერია გავლებული, რომელიც რამდენიმე ადგილას გაწყვეტილია და მიწაზე აგდია.

28 მაისს იმამალიევი, მისი ცოლი და ორი შვილი მეზობლებმა ტყვიებით განგმირულები იპოვეს. ოთხივე გარდაცვლილი იყო, როცა პოლიცია გამოიძახეს...

ვიწრო ოთახში გვერდიგვერდ მდგარ ორ რკინის საწოლზე იწვნენ: 36 წლის ვაგირ იმამალიევი, მისი შვილები - 12 წლის ამილი და 10 წლის ამილა, ხოლო დიასახლისი იატაკზე შემოსასვლელ კართან იწვა. გვამები სისხლში ცურავდა... როცა ბინაში მეზობლები შევიდნენ, მკვლელობის მომენტიდან უკვე იმდენი დრო იყო გასული, რომ დამნაშავე თავისუფლად მოახერხებდა მიმალვას.

ვის შეეძლო ჩაედინა ასეთი საზარელი დანაშაული? რა მიზეზით უნდა მოეკლათ ორი მცირეწლოვანი ბავშვი? რა არის დანაშაულის მოტივი? გამოძიება შურისძიების მოტივზე მუშაობს. მაგრამ სხვა ვერსიებიც არსებობს. თითოეულ მათგანს აქვს ლოგიკური ახსნა და არსებობის უფლება, მით უმეტეს, რომ არა მარტო დანაშაული, არამედ თავად გარდაცვლილი იმამალიევის პიროვნებაც ბურუსით იყო მოსილი.

სოფელ ბაიდარში დაკრძალვის დღეს ჩავედით. სოფელმა საერთო ძალებით აუგო წესი ოთხ მიცვალებულს. მეზობლები ჯერ ისევ იმამალიევის ეზოში ტრიალებდნენ, როცა დანაშაულის ვერსიების გარკვევას შევეცადეთ.

- ვინ იყო იმამალიევი, რა იცით თანასოფლელებმა მის შესახებ?

ვაქირ იმამალიევი, დაღუპულის ბიძაშვილი:

- ძალიან კეთილი კაცი იყო. სოფელში მისგან განაწყენებული ადამიანი არავის უნახავს. ცუდი არავისთვის არაფერი გაუკეთებია. ამიტომაც მათ დაკრძალვაზე უცხო ხალხიც კი ტიროდა... ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. პირველმა მე შევიტყვე ამ საშინელების შესახებ. დილის რვა საათზე მოვედი, რაღაც ცუდი მიგრძნო გულმა... ფანჯარა შევამტვრიე და ოთხაში ისე შევიხედე... ძროხა ჰყავდათ. საცოდავი ბღაოდა საბძელში. საბალახოდ რატომ არავინ გამოიყვანა, მივხვდი, რაღაც მოხდა... ბავშვებს არც გაუღვიძიათ, ისე ჩახოცეს. მგონი, არც კაცს გაუგია, როგორ მოკლეს. ქალი კი საწოლიდან გადმოფორთხებულა და კარამდე მისულა ფორთხვით. ალბათ, საშველად მეზობლებისთვის უნდოდა დაეძახა... კართანვე ეგდო მკვდარი. იატაკი სულ სისხლით იყო მოსვრილი. კედლები, როგორც ხედავთ, დაცხრილულია.

მურად სულთანოვი:

- მორწმუნე კაცი იყო. არ სვამდა, არ ეწეოდა... ამ ათი წლის წინ სიზმარი ნახა: ვიღაცა ეუბნებოდა – სოფლის სასაფლაოზე ქვა დევს, წამოიღე და შენს ეზოში დადე – წმინდა კაცი ხარო... სიზმარი რომ გვიამბო, ვიფიქრეთ, რომ ხუმრობდა, მაგრამ ისეთი მორწმუნე გახლდათ, რომ მალე მის ნათქვამში ეჭვი აღარ შეგვპარვია. თანაც ყველამ ვიცოდით, რომ სასაფლაოზე მართლაც, იდო უცნაური ქვა, რომელზეც "ყურანიდან" წარწერა იყო გაკეთებული. გადმოცემით ვიცი, რომ ქვის ქვეშ ასევე წმინდა კაცი განისვენებდა... ერთი სიტყვით, ქვის ამბავი სოფელში ლეგენდად დადიოდა. იმამალიევმა ქვა თავის ეზოში მოიტანა. სამლოცველო ნიშა ააშენა და ქვა შიგ მოათავსა. იმ დღიდან, ეს ადგილი ჩვენთვის წმინდა ადგილად იქცა. სამლოცველოსთან, ბროწეულის ხეზე თანასოფლელები ქსოვილის ვიწრო ნაჭრებს ამაგრებდნენ; თუ ვინმეს რაიმე ნატვრა ჰქონდა, აქ მოდიოდა, ხეზე ამ ნაჭერს გაკვანძავდა და სურვილს ჩაუთქვამდა; როცა აუსრულდებოდა, ისევ მოვიდოდა და გაკვანძულ ნაჭერს გახსნიდა, თან სამლოცველოში ფულს დებდა... ალბათ, ყველანი ერთხელ მაინც ვართ აქ მოსულები - თუნდაც, წმინდა ქვის მოსანახულებლად. ნუთუ, ამ ქვამ მოუტანა ოჯახს ამხელა უბედურება?!

- იმამალიევი მკითხაობდა კიდეც?

რუსლან ისმაილოვი:

- არა. უბრალოდ, მორწმუნე ადამიანი იყო. ჩვენ მისი გვწამდა, მე მჯეროდა, რომ თუ აქ მოვიდოდი და სურვილს ჩავუთქვამდი, აუცილებლად შემისრულდებოდა. თუ შორ გზაზე მივდიოდი, ვიტყოდი- ოღონდ კარგად მოვიარო და ფულს შევწირავ სალოცავს-მეთქი. ამას რომ ვიტყოდი, ვიცოდი - აუცილებლად კარგი გზა მექნებოდა...

მურად სულთანოვი:

- გულჩათხრობილი კაცი გახლდათ. როცა ჩვენ ვსაუბრობდით, ის იდგა და გვისმენდა, საუბარში არასდროს ჩაერეოდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ კარგად არ ვიცნობდით. მისი წინაპრებიც ამ სახლში ცხოვრობდნენ, ვაგირ იმამალიევი ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ვიცი, რომ შეეძლო, "ყურანის" საშუალებით ადამიანისთვის ეთქვა - გაუმართლებდა თუ არა ცხოვრებაში, რა ელოდა. როგორი წინააღმდეგობები შეხვდებოდა და ა.შ. ცოლ-ქმარი, ორივე საოცრად მშვიდი ბუნების ადამიანები იყვნენ. არავის არ ეტყოდნენ აუგ სიტყვას... ზოგჯერ ვაგირთან სამკითხაოდ თბილისიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან ჩამოდიოდნენ. ზოგი ლარს უტოვებდა,ზოგი - ორ ლარს. მკითხაობაში დიდ ფულს ვინ მისცემდა?! ყველაზე მეტად სწორედ ის ვერსია გავრცელდა, თითქოს თავისი საქმიანობის გამო მოკლეს. ჩვენთვის ამაზე საუბარი ძნელია. ფაქტია, რომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ - ე.ი. მკითხაობაში ბევრ ფულს არ იღებდა. მისი ცოლი დღე და ღამე მინდორში მუშაობდა. თოხნიდა, ბარავდა. ქმარ-შვილიც ეხმარებოდა. 21 წლისები დაქორწინდნენ. მას შემდეგ მათი ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონია. კარგი შვილები აღზარდეს. ბავშვები ჩემს შვილებთან მეგობრობდნენ. ძალიან კარგად სწვალობდნენ. მხიარული, ზრდილობიანი ბავშვები იყვნენ.

- მკითხაობის გარდა, ჯადოსაც ხომ არ აკეთებდა?

ვაქირ იმამალიევი:

- მას მომავლის "ამოცნობა" შეეძლო. უმეტესად ამბობდა: ყველაფერი კარგად გექნებათო. სხვა არაფერი ვიცით... რამდენჯერმე ორი ლარი მეც დავდე წმინდა ქვასთან, თან ვთქვი: თუ ყველაფერი კარგად მექნება, ფულს კიდევ მოვიტან-მეთქი. მე მჯეროდა და ამას ჩემი რწმენის გამო ვაკეთებდი. ზოგჯერ თბილისიდან ჩამოსული ადამიანებიც დამინახავს, მაგრამ ისეთი ხალხი აკითხავდა, რომელსაც ემჩნეოდა, ბევრი ფული რომ არ ჰქონდა და ცხადია, ბევრს ვერც სამკითხაოდ გადაიხდიდნენ.

- თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ მკვლელობა მის რომელიმე განაწყენებულ კლიენტს შეიძლებოდა ჩაედინა?

- მაშინ ბავშვებს რაღას ერჩოდა?! ბავშვები ხომ უდანაშაულოები არიან. ან მისმა ცოლმა რა დააშავა?! ის სიტყვაძვირი, უთქმელი ქალი იყო. არც თავისი გაჭირვებით აბეზრებდა თავს ვინმეს და არც სიხარულს უზიარებდა. მართალია, იმამალიევის ეზოს ღობე არა აქვს შემორტყმული, მაგრამ ეს ოჯახი მაინც კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, "ყურანს" კითხულობდა და თანასოფლელებთან კონტაქტს გაურბოდა...

- როცა ამ საზარელი მკვლელობის შესახებ შეიტყვეთ, რა იფიქრეთ? რის გამო შეიძლებოდა, იმამალიევის ოჯახი ამოეწყვიტათ? იქნებ, ვინმეს კონკურენციას უწევდა?

- არა. ამასთან იმდენი ხალხი არ მოდიოდა, რომ ვინმეს შეხარბებოდა. უბრალოდ, ჩემთან სტუმრად თუ მოვიდოდა ვინმე, მას ვეტყოდი - ჩვენს სოფელში მორწმუნე კაცი ცხოვრობს, მომავლის "ამოცნობა" შეუძლია-მეთქი. ასე იქცეოდნენ მეზობლებიც. ხმა გავრცელდა, ერთმა მეორეს უთხრა, მეორემ - მესამეს, ასე თანდათან ამ ეზოს სულ უფრო მეტი უცნობი ადამიანი აკითხავდა. ბოლო პერიოდში კი, მათმა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. ალბათ, უცხო ადამიანები მისით კმაყოფილები არ რჩებოდნენ. თუმცა, რასაც იყტოდა, ის აუცილებლად ახდებოდა.

მურად სულთანოვი:

- მარნეულში ცნობილი მკურნალიც ცხოვრობს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ იმამალიევი მას უწევდა კონკურენციას, ტყუილია. ჰასანასთან ბათუმიდანაც კი ჩამოდიან. იმის სახლთან როცა არ უნდა მიხვიდეთ, ყოველთვის რიგი დგას. აქ კი კვირაში სამი უცხო ადამიანი თუ გამოჩნდებოდა – ეს იყო და ეს.

ვერსია მართლაც, ბევრია. როგორც მეზობლებმა გაგვიმხილეს, მათაც ძალიან აინტერესებთ ამ მკვლელობის მოტივის დადგენა. ორი კაცი თუ ერთად დგას, ე.ი. ამ მკვლელობაზე ლაპარაკობსო, - გვითხრეს, მაგრამ ეჭვი ვერაფერზე და ვერავისზე ვერ მიაქვთ. თუმცა, ყველაზე მეტ ეჭვს სწორედ ამ ადამიანების დუმილი და უმოქმედობა ბადებს. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი რაღაცას მალავენ. იმამალიევის სახლიდან, რომელიც კაპიტალურ ნაგებობას არ წარმოადგენს, მეზობლებს ყვირილის ხმაც უნდა გაეგონათ, არათუ სროლის. თანაც, იმამალიევების ეზოსთან ახლოს რამდენიმე სახლი დგას, რომელთა პატრონებს, როგორი ღრმა ძილითაც არ უნდა სძინებოდათ, მაინც უნდა გაეგონათ ავტომატის ჯერი. საკითხავია, რატომ არ გამოიძახეს პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში? უცნაურია - ძროხა არ გამოიყვანეს საბალახოდ და ამიტომ დავეჭვდით - რამე ხომ არ მოხდაო?.. მეზობლებს შემტვრეული კარი მაინც უნდა დაენახათ - თავდამსხმელმა ხომ ხის კარი შეამტვრია, სახლში რომ შეეღწია. მტვრევის ხმას ალბათ, ჩაძინებული იმამალიევის ოჯახის წევრებიც გაიგონებდნენ და ავტომატიანი კაცის დანახვისას, კივილით საშველადაც მოუხმობდნენ მეზობლებს... ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: იქნებ, მსგავსი რამ სხვა დროსაც მომხდარა იმამალიევის ოჯახში? იქნებ, უკმაყოფილო კლიენტი სხვა დროსაც მოვარდნილა საჩხუბრად და პრეტენზიების გამოსახატავად? იქნებ მეზობლებმა ყვირილის ხმა ჩვეულებრივ ამბადაც ჩათვალეს?... ყვირილს კი ამჯერად, ავტომატის ჯერი მოჰყვა...

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულში ვიღაც მკითხავი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ჯადოების გაკეთებით იყო დაკავებული, თბილისელი ნათელმხილველები ხშირად ავრცელებდნენ. ბევრი მათგანისგან გამიგონია: მარნეულში კაცი ისეთ ჯადოს აკეთებს, რომ ქვას გააპობსო... იქნებ, ეს კაცი სწორედ გარდაცვლილი იმამალიევი იყო? მისგან ჯადოს კეთების ამბავს მეზობლები ვერ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ასეთი რამ მათაც სმენიათ. ასე რომ, შესაძლოა, სიმართლე სწორედ ამ ადამიანებმა იცოდნენ. მაგრამ საეჭვოა, რომ ის მალე გამომზეურდეს...

ვაგირ იმამალიევის სახლში დაბინავებას ვერავინ გაბედავს. როგორც მისმა ნათესავმა ვაქირ იმამალიევმა გვითხრა, იქ მარტო უპატრონო ბავშვი თუ შეაფარებს თავს, თუმცა, ასეთი ბავშვი სოფელს ჯერჯერობით არ ჰყავს... თანასოფლელები ვერ ამბობენ, რა ბედი ეწევა იდუმალებით მოცულ სალოცავ ადგილს; ჯერ არ იციან, შეძლებენ თუ არა ოდესმე იქ საკუთარი ნატვრის სათქმელად მისვლას. ფაქტია, რომ არაბულწარწერიანმა ამ ძველისძველმა ჩუქურთმიანმა ქვამ ოჯახს დიდი უბედურება მოუტანა...

ლელა ჭანკოტაძე

ჟურნალი "გზა"

#23 3.06.2004

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია