სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გოგოს ვუყვიროდი და მაშინ დამარტყეს" - პოლიციის უფროსის მძღოლის ნაამბობი
"გოგოს ვუყვიროდი და მაშინ დამარტყეს" - პოლიციის უფროსის მძღოლის ნაამბობი

გო­რის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის ფაქ­ტზე, რო­მე­ლიც 2013 წლის 22 დე­კემ­ბერს მოხ­და, სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­სამ­რთლო პრო­ცეს­ზე მთა­ვარ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი, მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მძღო­ლი და ამ­ჟა­მად გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს მეჯვრის­ხე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რი, 27 წლის გი­ორ­გი ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი და­ი­კი­თხა. ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა აღი­ა­რა, რომ რეს­ტორ­ნის წინ ის მას შემ­დეგ სცე­მეს, რო­დე­საც რეს­ტორ­ნი­დან გა­მო­სულ გო­გო­ნას ხმა­მაღ­ლა უყ­ვი­რო­და და ეჩხუ­ბე­ბო­და.

"რეს­ტო­რან­ში და­ახ­ლო­ე­ბით 9 სა­ათ­ზე დავ­სხე­დით. ამ დროს ესე­ნიც შე­მო­ვიდ­ნენ. ცოტა ხან­ში და­მი­ძა­ხეს, რად­გან ერთ-ერთ მათ­განს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი და ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. დავ­ლო­ცე კი­დეც. 11 სა­ა­თის­თვის წას­ვლას ვა­პი­რებ­დი. ადრე მინ­დო­და წას­ვლა, რად­გან მე­ო­რე დღეს და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და. მე და ჩემი მე­გო­ბა­რი (იგუ­ლის­ხმა თა­ნა­მე­სუფ­რე) ვა­სილ ბუ­თხუ­ზი გა­რეთ გა­მო­ვე­დით. შე­სას­ვლე­ლი კა­რე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 მეტრში ვი­დე­ქით. ამ დროს ეს გოგო გა­მო­ვი­და და პირ­და­პირ და­მე­ჯა­ხა. მე ვუ­თხა­რი, ნელა გა­ი­ა­რე-თქო. ის კი პირ­და­პირ გი­ნე­ბა­ზე გა­და­ვი­და, შე ძაღ­ლოო და ეგეთ რა­ღა­ცე­ებს მე­უბ­ნე­ბო­და. მოგ­ვიხ­და ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი, ვკა­მა­თობ­დით მე და ის გოგო. ფაქ­ტი­უ­რად, ვჩხუ­ბობ­დით სი­ტყვი­ე­რად. მე­უბ­ნე­ბო­და, ეხლა ნახე რა მო­გი­ვა, ჩემი ქმა­რი გა­მო­ვაო. ამ დროს გა­მო­ვიდ­ნენ ეს ბი­ჭე­ბი, სა­ხის არე­ში დარ­ტყმა ვიგ­რძე­ნი და გა­ვი­თი­შე. გო­ნე­ბა­ზე რომ მო­ვე­დი, უკვე "სა­მე­ბას" მა­ღა­ზი­ას­თან ვი­ყა­ვი და ვგრძნობ­დი, რომ მირ­ტყამ­დნენ. მერე გაგ­ვაშ­ვე­ლეს თუ დაგ­ვა­შო­რეს, გზის პირ­ზე ბორ­დი­ურ­ზე დავ­ჯე­ქი და პო­ლი­ცი­ელ გა­ბი­ნაშ­ვილს და­ვუ­რე­კე (გა­ბი­ნაშ­ვი­ლი - პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია). ერთ წუთ­ში მო­ვიდ­ნენ პი­კა­პე­ბით და წა­მიყ­ვა­ნეს. და­ვი­ნა­ხე, რომ ის ბი­ჭე­ბი გზის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ და იგი­ნე­ბოდ­ნენ. რო­გორ მოხ­და მათი და­კა­ვე­ბა, მე არ ვიცი", - გა­ნა­ცხა­და ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გი­ორ­გი ჩერ­ქე­ზიშ­ვილს კი­დევ ერთ, სხვა რეს­ტო­რან­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბიც გა­უხ­სე­ნეს, თუმ­ცა თა­ვად აცხა­დებს, რომ ის არ არის კონ­ფლიქ­ტუ­რი პი­როვ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გოგოს ვუყვიროდი და მაშინ დამარტყეს" - პოლიციის უფროსის მძღოლის ნაამბობი

"გოგოს ვუყვიროდი და მაშინ დამარტყეს" - პოლიციის უფროსის მძღოლის ნაამბობი

გორის ცენტრში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე, რომელიც 2013 წლის 22 დეკემბერს მოხდა, სასამართლო სხდომები ამჟამად მიმდინარეობს. სასამრთლო პროცესზე მთავარ დაზარალებულად ცნობილი, მაშინდელი პოლიციის უფროსის მძღოლი და ამჟამად გორის შს სამმართველოს მეჯვრისხევის განყოფილების უბნის ინსპექტორი, 27 წლის გიორგი ჩერქეზიშვილი დაიკითხა. ჩერქეზიშვილმა აღიარა, რომ რესტორნის წინ ის მას შემდეგ სცემეს, როდესაც რესტორნიდან გამოსულ გოგონას ხმამაღლა უყვიროდა და ეჩხუბებოდა.

"რესტორანში დაახლოებით 9 საათზე დავსხედით. ამ დროს ესენიც შემოვიდნენ. ცოტა ხანში დამიძახეს, რადგან ერთ-ერთ მათგანს ბავშვობიდან ვიცნობდი და ჩემი მეგობარი იყო. დავლოცე კიდეც. 11 საათისთვის წასვლას ვაპირებდი. ადრე მინდოდა წასვლა, რადგან მეორე დღეს დაბადების დღე მქონდა. მე და ჩემი მეგობარი (იგულისხმა თანამესუფრე) ვასილ ბუთხუზი გარეთ გამოვედით. შესასვლელი კარებიდან დაახლოებით 3 მეტრში ვიდექით. ამ დროს ეს გოგო გამოვიდა და პირდაპირ დამეჯახა. მე ვუთხარი, ნელა გაიარე-თქო. ის კი პირდაპირ გინებაზე გადავიდა, შე ძაღლოო და ეგეთ რაღაცეებს მეუბნებოდა. მოგვიხდა ხმამაღალი საუბარი, ვკამათობდით მე და ის გოგო. ფაქტიურად, ვჩხუბობდით სიტყვიერად. მეუბნებოდა, ეხლა ნახე რა მოგივა, ჩემი ქმარი გამოვაო. ამ დროს გამოვიდნენ ეს ბიჭები, სახის არეში დარტყმა ვიგრძენი და გავითიშე. გონებაზე რომ მოვედი, უკვე "სამებას" მაღაზიასთან ვიყავი და ვგრძნობდი, რომ მირტყამდნენ. მერე გაგვაშველეს თუ დაგვაშორეს, გზის პირზე ბორდიურზე დავჯექი და პოლიციელ გაბინაშვილს დავურეკე (გაბინაშვილი - პოლიციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელია). ერთ წუთში მოვიდნენ პიკაპებით და წამიყვანეს. დავინახე, რომ ის ბიჭები გზის მეორე მხარეს გადავიდნენ და იგინებოდნენ. როგორ მოხდა მათი დაკავება, მე არ ვიცი", - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

სასამართლო პროცესზე გიორგი ჩერქეზიშვილს კიდევ ერთ, სხვა რესტორანში მომხდარი ჩხუბიც გაუხსენეს, თუმცა თავად  აცხადებს, რომ ის არ არის კონფლიქტური პიროვნება.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ