სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მურატ ილდირიმი - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი
მურატ ილდირიმი - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი

თბი­ლისს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, იუ­ნეს­კო-ს კე­თი­ლი ნე­ბის ელჩი მუ­რატ ილ­დი­რი­მი სტუმ­რობს. რო­გორც მსა­ხი­ობ­მა სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში" გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და.

მუ­რატ ილ­დი­რიმ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია, "დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დის" წევ­რებ­თან ერ­თად გა­მარ­თა.

"მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ ასეთ კე­თილ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბით. მინ­და, მეც მხარ­ში და­გიდ­გეთ. აქე­დან ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ვარ. რა თქმა უნდა, მარ­ტო ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბით, მაგ­რამ თუ ერ­თად დავ­დგე­ბით, მათ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ვუმ­სუ­ბუ­ქებთ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს რო­ლიც – ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მწი­ფო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მხო­ლოდ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებს მუ­შა­ო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ", - მი­მარ­თა თურ­ქმა მსა­ხი­ობ­მა "დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის ფონ­დის" წევ­რებს.

ამას­თან, მუ­რატ ილ­დი­რი­მის თქმით, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ქარ­თულ ფონ­დებ­თან მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი. ამი­ე­რი­დან ხში­რად ჩა­მო­ვალ, მით უმე­ტეს, რომ თქვე­ნი ქვე­ყა­ნა შორს არაა, თუმ­ცა ასეც რომ არ იყოს, მა­ინც ჩა­მო­ვალ და ბავ­შვებს და­ვეხ­მა­რე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა.

მუ­რატ ილ­დი­რი­მი 16:00 სა­ათ­ზე, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ლე­ი­კე­მი­ი­თა და სო­ლი­დუ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს მო­ი­ნა­ხუ­ლებს.

მსა­ხი­ო­ბი თურ­ქეთ­ში 29 აპ­რილს გა­ემ­გზავ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მურატ ილდირიმი - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი

მურატ ილდირიმი - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი

თბილისს ცნობილი თურქი მსახიობი, იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩი მურატ ილდირიმი სტუმრობს. როგორც მსახიობმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მეზობელ ქვეყანაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდა.

მურატ ილდირიმმა პრესკონფერენცია ჟურნალისტების საქველმოქმედო ორგანიზაცია, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" წევრებთან ერთად გამართა.

"მადლობას გიხდით, რომ ასეთ კეთილ საქმეს ემსახურებით. მინდა, მეც მხარში დაგიდგეთ. აქედან ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სანახავად მივდივარ. რა თქმა უნდა, მარტო ვერაფერს გავხდებით, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, მათ მდგომარეობას შევუმსუბუქებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც – ბუნებრივია, სახელმწიფო გადაწყვეტილებების გარეშე მხოლოდ საქველმოქმედო ფონდებს მუშაობა გაუჭირდებათ", - მიმართა თურქმა მსახიობმა "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" წევრებს.

ამასთან, მურატ ილდირიმის თქმით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ქართულ ფონდებთან მისი თანამშრომლობა გაგრძელდება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი. ამიერიდან ხშირად ჩამოვალ, მით უმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა შორს არაა, თუმცა ასეც რომ არ იყოს, მაინც ჩამოვალ და ბავშვებს დავეხმარები", - აღნიშნა მსახიობმა.

მურატ ილდირიმი 16:00 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს მოინახულებს.

მსახიობი თურქეთში 29 აპრილს გაემგზავრება.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება