ვერძი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგი დღეა სამოსის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შესაძენად. აი, ტექნიკისა და ელექტროსაგნების შეძენას კი მოერიდეთ.
კურო
იდეებითა და შემოქმედებითი გეგმებით დატვირთული დღე გაგითენდათ. ეცადეთ, ახალი საქმეები მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით მოაგვაროთ. სხვათა შორის, დღეს რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ.
ტყუპი
ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი მარტივად შეძლებთ თავის დაძვრენას. მაგრამ პირად ცხოვრებაში გაცილებით რთულადაა საქმე, ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ.
კირჩხიბი
შეიძლება მთელი დღე საოჯახო საქმეებსა და ნათესავების პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ. თუმცა, საღამოს ახლობელი ადამიანისგან მიღებული სიურპრიზი ყველა დაღლილობას დაგავიწყებთ.
ლომი
გაუფრთხილდით საკუთარ ნერვებს და მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს. დაისვენეთ. საყვარელი ადამიანი აიყოლიეთ და კულტურული ღონისძიება მოიწყვეთ.
ქალწული
ცვლილებების დღეა. შეიძლება მეტად საინტერესო, თუმცა, ერთი შეხედვით რთული საქმე შემოგთავაზონ. ნუ იჩქარებთ უარის თქმას.
იხილეთ სრულად