საქართველოში წვიმიანი ამინდები გაგრძელდება

საქართველოში წვიმიანი ამინდები გაგრძელდება

რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი, წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. დაბლობში ჰაერის ტემპერატურა იქნება 18-23 გრადუსი, მთაში _ 15-20 გრადუსი, მაღალმთაში კი 11-16 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ჰაერის ტემპერატურა იქნება 13-18 გრადუსი, მთაში – 12-17 გრადუსი, მაღალმთაში _ 8-13 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, იქროლებს 8-13 მეტრწამში ქარი, ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსი იქნება.

ქვეყნის უმეტეს რაიონებში შემდეგი რამდენიმე დღე ასევე არამდგრადი, ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი. კერძოდ, 28 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და შესაძლებელია სეტყვაც. გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში. თბილისში 28 აპრილის ღამეს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, დღისით კი უნალექო ამინდი.

28 აპრილს, ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც და მთაში 18-23 გრადუსი, მაღალმთაში კი 10-15 გრადუსი იქნება.

28 აპრილს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 26-31 გრადუსი, სანაპირო რაიონებში _ 19-24 გრადუსი, მთაში _ 22-27 გრადუსი; მაღალმთაში 19-24 გრადუსი, თბილისში ღამით _ 11 გრადუსი, ხოლო დღისით _ 20 გრადუსი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია