სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პენტაგონი - რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეიჭრა
პენტაგონი - რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეიჭრა

პენ­ტა­გო­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში არა­ერ­თხელ შე­იჭ­რა. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" იუ­წყე­ბა.

"უკა­ნას­კნე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი არა­ერ­თხელ შე­ვი­და უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში", - ამის შე­სა­ხებ პენ­ტა­გო­ნის პრესმდი­ვან­მა სტი­ვენ უო­რენ­მა გა­ნა­ცხა­და. თუმ­ცა, სხვა დე­ტა­ლე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ამას­თან, პენ­ტა­გო­ნი რუ­სეთს მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის.

სტი­ვენ უო­რე­ნის გან­ცხა­დე­ბით, პენ­ტა­გონ­მა თხოვ­ნით მი­მარ­თა რუ­სულ მხა­რეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თუ­ლი­ყო აშშ-ის თავ­დაც­ვის მდი­ვან ჩაკ ჰე­გელ­სა და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სერ­გეი შო­ი­გუს შო­რის, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.

"რუ­სულ მხა­რეს მკა­ფი­ოდ გან­ვუ­ცხა­დეთ, რომ ჩაკ ჰე­ი­გე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს არის მზად სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის­თვის, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია", - აღ­ნიშ­ნა სტი­ვენ უო­რენ­მა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი წა­მო­ი­წყო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პენტაგონი - რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეიჭრა

პენტაგონი - რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეიჭრა

პენტაგონის განცხადებით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეიჭრა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

"უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსული თვითმფრინავი არაერთხელ შევიდა უკრაინის საჰაერო სივრცეში", - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა სტივენ უორენმა განაცხადა. თუმცა, სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, პენტაგონი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის.

სტივენ უორენის განცხადებით, პენტაგონმა თხოვნით მიმართა რუსულ მხარეს სატელეფონო საუბარი გამართულიყო აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეგელსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის, თუმცა პასუხი არ მიუღია.

"რუსულ მხარეს მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ ჩაკ ჰეიგელი ნებისმიერ დროს არის მზად სატელეფონო საუბრისთვის, თუმცა პასუხი არ მიგვიღია", - აღნიშნა სტივენ უორენმა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედრო წვრთნები წამოიწყო.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა