გოგონების ჩხუბი რუსთავში - მოზარდებმა ქუჩაში ერთმანეთს სცემეს

გოგონების ჩხუბი რუსთავში - მოზარდებმა ქუჩაში ერთმანეთს სცემეს

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით გოგონებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთს ხელი დაუზიანდა, მეორეს კი, წინასწარი ინფორმაციით, თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს დაზიანება მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების განცხადებით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ინციდენტის მონაწილეები, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციაში წუხელვე დაკითხეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ