ევროკავშირი აღიარებს კიევის უფლებას, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ძალისმიერი ზომები გამოიყენოს.
"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრესმდივანმა მაიკლ მანმა განაცხადა.
"ჩვენ სრულიად ვენდობით უკრაინის ხელისუფლებას. ვაღიარებთ უკრაინის უფლებას, დაიცვას ქვეყნის მთლიანობა და სუვერენიტეტი", – განაცხადა მანმა აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა ასრულებს თავის ვალდებულებებს, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში აიღო.
მომზადებულია pravda.com.ua-ს მიხედვით.