"თითი მოაჭრა, ყური, ხელები, ტერფები ხანჯლით დაუსერა" - ახალგაზრდა ქალი ვაკეში ყოფილმა მეუღლემ სასტიკად დაასახიჩრა

 "თითი მოაჭრა, ყური, ხელები, ტერფები ხანჯლით დაუსერა" - ახალგაზრდა ქალი ვაკეში ყოფილმა მეუღლემ სასტიკად დაასახიჩრა

22 აპრილს, ვაკის პარკის წინ, ახალგაზრდა მამაკაცმა ქალი ხანჯლით დაჭრა. დაჭრილი ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შსს იუწყება, დამნაშავის ვინაობა დადგენილია და ამჟამად მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდოდ, დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, ამ ინფორმაციის თანახმად 31 წლის ს.ა-ს საკუთარ სახლთან ყოფილი მეუღლე დახვდა და ხანჯლით დაჭრა. სხვა დეტალები უცნობია.

"ქალს გადახსნილი აქვს წვივი, შემავალი ჭრილობა აღენიშნება ტერფებში, დასერილი აქვს ყვრიმალები, ყური, ხელები, კეფა, მარჯვენა ხელის თითი კი მოჭრილი აქვს. გარდა ამისა, ს.ა-ს დაზიანებული აქვს ფეხის ძვალი", - აცნობეს ექიმებმა "ამბები.გე"-ს. ს.ა. ორი ვაჟის დედაა.

ნანა ფიცხელაური, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია