სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს , ელექტრომომარაგების შეზღუდვა ნაძალადევის, დიდუბის, ისნის, საბურთალოს, ჩუღურეთის, გლდანის, მთაწმინდისა და სამგორის რაიონის რამდენიმე ქუჩას შეეხება.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის, ასკურავას, ალილუევის, თვალჭრელიძის, ჩოხატაურის, ხიმშიაშვილის, ჩოდრიშვილის, კიკნაძის, მანჯგალაძის, ოლგა კონსკაიას და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის და ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა დიღმის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს შეეხებათ.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჟონეთის, კიკეთის, ბეღლეთის და კაიშაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III და IV კვარტლების, შატილის, გამრეკელის, ძოწენიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას I კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის და ბაქოს ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონშ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ჩიტაძის, ძმები ზუბალაშვილების, ზურაბ ჟვანიას და ბესიკის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გოგებაშვილის, მაყაშვილის, გუნიას, კერესელიძის, ხოშტარიას და ბარნოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აეროპორტის I ქუჩის და I ჩიხის, ქვემო ალექსეევკის დასახლების I, II, III, IVდა V ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.