სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
11 საშიში ინფექციური დაავადება, რომლისგანაც უნდა დაიცვათ თქვენი ბავშვი - საქართველოში იმუნიზაციის კვირეული ჩატარდება
11 საშიში ინფექციური დაავადება, რომლისგანაც უნდა დაიცვათ თქვენი ბავშვი - საქართველოში იმუნიზაციის კვირეული ჩატარდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტარ­დე­ბა ევ­რო­პის იმუ­ნი­ზა­ცი­ის კვი­რე­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით - "აცე­რი და და­ი­ცა­ვი".

კვი­რე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­რი­ნა ჯაშ­მა გა­ნა­ცხა­და, დღეს სა­ქარ­თვე­ლო უერ­თდე­ბა ევ­რო­პის 53 ქვე­ყა­ნას, სა­დაც ტარ­დე­ბა ევ­რო­პის იმუ­ნი­ზა­ცი­ის კვი­რე­უ­ლი. კვი­რე­უ­ლის მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნოს იმუ­ნი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა და შე­ი­ცავს მო­წო­დე­ბას მშობ­ლე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის, დრო­უ­ლად და სრულ­ყო­ფი­ლად მო­ახ­დი­ნონ იმუ­ნი­ზა­ცი­ის კა­ლენ­დრით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აც­რე­ბი 14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში.

მა­რი­ნა ჯაშ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში 6%-ით გა­უმ­ჯო­ბეს­და იმ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც იმუ­ნი­ზა­ცია ჩა­უ­ტარ­და. დღე­ის­თვის სა­ხელ­მწი­ფო იმუ­ნი­ზა­ცი­ას 11 ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ახორ­ცი­ე­ლებს. ჯა­შის თქმით, სა­სურ­ვე­ლია, რომ ამ 11 სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­ზე 95%-იანი მოც­ვა იყოს.

თა­ვის მხრივ, შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ამის­თვის პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლებ­მა უნდა გა­და­ხე­დონ ბავ­შვის კა­ლენ­დარს და შე­ა­მოწ­მონ, აქვს თუ არა ბავ­შვს 11 სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი 17 აცრა. ამით ბავ­შვი სრუ­ლად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ამ სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ზე წლი­უ­რად 6-7 მლნ ლარს ხარ­ჯავს. ამ­დე­ნად, 11 სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბა­ზე იმუ­ნი­ზა­ცია უფა­სოა და ვაქ­ცი­ნა­ცი­აც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი ვაქ­ცი­ნე­ბით ხდე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბიც იგი­ვე მწარ­მო­ებ­ლე­ბის მიერ არის წარ­მო­ე­ბუ­ლი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­ძე­ნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბია.

გამ­ყრე­ლი­ძემ ხაზი გა­უს­ვა, რომ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს ორ ინ­ფექ­ცი­ას, კერ­ძოდ, წი­თე­ლა­სა და პო­ლი­ო­მი­ე­ლიტს, რათა ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი სა­ბო­ლო­ოდ შემ­ცირ­დეს.

შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე ით­ქვა, რომ აც­რე­ბის ეროვ­ნულ კა­ლენ­დარს წელს მე-12 აცრა და­ე­მა­ტა. კერ­ძოდ, პნევ­მო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, რაც ბავ­შვებს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის და­ა­ვა­დე­ბი­სა­გან და­ი­ცავს. გა­სულ წელს კი და­ი­ნერ­გა რი­ტა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­ში დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვებს ამ­ცი­რებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა იმუ­ნი­ზა­ცი­ის თე­მის გა­შუ­ქე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­ვე მხარ­დამ­ჭე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა და მათ სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცა. ასე­ვე, ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო სა­ინ­ფორ­მა­ციო კლი­პე­ბი, "აცე­რი და და­ი­ცა­ვი", რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ქეთა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ანა­ტო­ლი ბო­ი­სა, კოტე ტუ­ღუ­ში და სხვე­ბი. ისი­ნი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მა­გა­ლით­ზე სხვებ­საც ანა­ლო­გი­უ­რი ქმე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

11 საშიში ინფექციური დაავადება, რომლისგანაც უნდა დაიცვათ თქვენი ბავშვი - საქართველოში იმუნიზაციის კვირეული ჩატარდება

11 საშიში ინფექციური დაავადება, რომლისგანაც უნდა დაიცვათ თქვენი ბავშვი - საქართველოში იმუნიზაციის კვირეული ჩატარდება

საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული სახელწოდებით - "აცერი და დაიცავი".

კვირეულთან დაკავშირებით დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ჯაშმა განაცხადა, დღეს საქართველო უერთდება ევროპის 53 ქვეყანას, სადაც ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული. კვირეულის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს იმუნიზაციის მნიშვნელობა და შეიცავს მოწოდებას მშობლებისა და სამედიცინო პერსონალისათვის, დროულად და სრულყოფილად მოახდინონ იმუნიზაციის კალენდრით გათვალისწინებული აცრები 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მარინა ჯაშმა აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით ქვეყანაში 6%-ით გაუმჯობესდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც იმუნიზაცია ჩაუტარდა. დღეისთვის სახელმწიფო იმუნიზაციას 11 ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ახორციელებს. ჯაშის თქმით, სასურველია, რომ ამ 11 საშიშ ინფექციურ დაავადებაზე 95%-იანი მოცვა იყოს.

თავის მხრივ, შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამისთვის პირველ რიგში მშობლებმა უნდა გადახედონ ბავშვის კალენდარს და შეამოწმონ, აქვს თუ არა ბავშვს 11 საშიშ ინფექციაზე გაკეთებული 17 აცრა. ამით ბავშვი სრულად იქნება დაცული ამ საშიში დაავადებებისაგან.

ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფო ვაქცინაციის პროცესზე წლიურად 6-7 მლნ ლარს ხარჯავს. ამდენად, 11 საშიშ დაავადებაზე იმუნიზაცია უფასოა და ვაქცინაციაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდირებული ხარისხიანი ვაქცინებით ხდება.

მისივე განმარტებით, კერძო კომპანიების მიერ შემოტანილი ვაქცინებიც იგივე მწარმოებლების მიერ არის წარმოებული, როგორც სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინებია.

გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორ ინფექციას, კერძოდ, წითელასა და პოლიომიელიტს, რათა ამ დაავადებების გავრცელების რისკი საბოლოოდ შემცირდეს.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ აცრების ეროვნულ კალენდარს წელს მე-12 აცრა დაემატა. კერძოდ, პნევმოკოკური ინფექციის გამოწვევის საწინააღმდეგო, რაც ბავშვებს ფილტვების ანთების დაავადებისაგან დაიცავს. გასულ წელს კი დაინერგა რიტავირუსული ინფექციის წინააღმდეგ მიმართული ვაქცინა, რომელიც ბავშვებში დიარეული დაავადებების შემთხვევებს ამცირებს.

ღონისძიების დასასრულს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იმუნიზაციის თემის გაშუქებით დაინტერესებული მედიასაშუალებები, ასევე მხარდამჭერი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დააჯილდოვა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე, ნაჩვენები იყო საინფორმაციო კლიპები, "აცერი და დაიცავი", რომელშიც მონაწილეობენ: ქეთა ლორთქიფანიძე, ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში და სხვები. ისინი საკუთარი შვილების ვაქცინაციის მაგალითზე სხვებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია