სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საგზაო ნიშნებს არავინ ვუყურებთ, მაგრამ რადგან წესია, უნდა გაკეთდეს"
"საგზაო ნიშნებს არავინ ვუყურებთ, მაგრამ რადგან წესია, უნდა გაკეთდეს"

გურ­ჯა­ან­ში, სამ ქუ­ჩა­ზე იან­ვარ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ ხე­ლოვ­ნურ უს­წორ­მას­წო­რო­ებ­თან საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი ჯე­რაც არ და­უდ­გამთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა 3200 ლარი გა­მო­ყო, თუმ­ცა ტენ­დე­რი ჩა­ი­შა­ლა.

"ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა "ბუ­გა­რო­კებ­თან" საგ­ზაო, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის დად­გმა. ამ ეტაპ­ზე სურ­ვი­ლი არც ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ არ გა­მოთ­ქვა. თუკი ტენ­დე­რი მე­ო­რედ გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დე­გაც ჩა­იშ­ლე­ბა, თან­ხას და­ვა­მა­ტებთ. მძღო­ლე­ბი პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვა­მენ, რომ "ბუ­გა­როკს" ვერ ხე­და­ვენ და პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ, ამ დროს კარ­გად ვი­ცით, რომ ნი­შანს არა­ვინ ვუ­ყუ­რებთ, მაგ­რამ რად­გან წე­სია, უნდა გა­კეთ­დეს. თა­ვის დრო­ზე იმი­ტომ არ მოხ­და ყვი­თე­ლი "შე­მა­ფერ­ხებ­ლის" გა­კე­თე­ბა, რომ ეს დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი," - გან­მარ­ტავს გურ­ჯა­ა­ნის გამ­გე­ბე­ლი ემ­ზარ ჯი­ქუ­რაშ­ვი­ლი.

გამ­გებ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვთ მძღო­ლებს. მათი თქმით, ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ას­ფალ­ტის "შე­მა­ფერ­ხებ­ლე­ბი" შე­უმ­ჩნე­ვე­ლია, რა­საც საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბა ემა­ტე­ბა და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იქ­მნე­ბა.

"ეგ "ბუ­გა­რო­კე­ბი" სულ მო­სა­შო­რე­ბე­ლია. გარ­ჩე­ვა დღი­სი­თაც ჭირს, ღა­მით კი შე­იძ­ლე­ბა სხვა მან­ქა­ნის შუქ­მა შე­მო­გა­ნა­თოს, ვერ შე­ნიშ­ნო და მან­ქა­ნა და­ამ­ტვრიო. ყვი­თე­ლი ბუ­გა­რო­კე­ბი უნდა გა­ა­კე­თონ ან საგ­ზაო ნი­შა­ნი უნდა იყოს, ყუ­რა­დღე­ბას მა­ინც მი­აქ­ცევ­და კაცი. ვინც მაგ გზა­ზე ხში­რად დავ­დი­ვართ, ჩვენ კი ვი­ცით, მაგ­რამ ზოგ­ჯერ სიბ­ნე­ლე­ში, ჩვენც ვერ ვარ­ჩევთ და უცხო რო­გორ უნდა მიხ­ვდეს, რომ "ბუ­გა­რო­კია?", - ამ­ბო­ბენ მძღო­ლე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სპექტრი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საგზაო ნიშნებს არავინ ვუყურებთ, მაგრამ რადგან წესია, უნდა გაკეთდეს"

"საგზაო ნიშნებს არავინ ვუყურებთ, მაგრამ რადგან წესია, უნდა გაკეთდეს"

გურჯაანში, სამ ქუჩაზე იანვარში დამონტაჟებულ ხელოვნურ უსწორმასწოროებთან საგზაო ნიშნები ჯერაც არ დაუდგამთ. აღნიშნული სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტმა 3200 ლარი გამოყო, თუმცა ტენდერი ჩაიშალა.

"ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაა "ბუგაროკებთან" საგზაო, გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმა. ამ ეტაპზე სურვილი არც ერთმა კომპანიამ არ გამოთქვა. თუკი ტენდერი მეორედ გამოცხადების შემდეგაც ჩაიშლება, თანხას დავამატებთ. მძღოლები პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ "ბუგაროკს" ვერ ხედავენ და პრობლემები ექმნებათ, ამ დროს კარგად ვიცით, რომ ნიშანს არავინ ვუყურებთ, მაგრამ რადგან წესია, უნდა გაკეთდეს. თავის დროზე იმიტომ არ მოხდა ყვითელი "შემაფერხებლის" გაკეთება, რომ ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული," - განმარტავს გურჯაანის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი.

გამგებლისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ მძღოლებს. მათი თქმით, ქალაქში არსებული ასფალტის "შემაფერხებლები" შეუმჩნეველია, რასაც საგზაო ნიშნების არარსებობა ემატება და გარკვეული პრობლემები იქმნება.

"ეგ "ბუგაროკები" სულ მოსაშორებელია. გარჩევა დღისითაც ჭირს, ღამით კი შეიძლება სხვა მანქანის შუქმა შემოგანათოს, ვერ შენიშნო და მანქანა დაამტვრიო. ყვითელი ბუგაროკები უნდა გააკეთონ ან საგზაო ნიშანი უნდა იყოს, ყურადღებას მაინც მიაქცევდა კაცი. ვინც მაგ გზაზე ხშირად დავდივართ, ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ზოგჯერ სიბნელეში, ჩვენც ვერ ვარჩევთ და უცხო როგორ უნდა მიხვდეს, რომ "ბუგაროკია?", - ამბობენ მძღოლები.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა