სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ მოიმატა ადამიანებში აგრესიამ და შეიძლება თუ არა მისი მართვა - "გაჩერდი, თორემ გცემ!"
რატომ მოიმატა ადამიანებში აგრესიამ და შეიძლება თუ არა მისი მართვა - "გაჩერდი, თორემ გცემ!"

არა­ფე­რია იმა­ში ახა­ლი, თუ ვი­ტყვით, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში აგ­რე­სი­ამ საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა. ადა­მი­ა­ნე­ბი აგე­სი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ ყველ­გან: ქუ­ჩა­ში, ოჯახ­ში, ეკ­რან­ზე, პარ­ლა­მენ­ტში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, ამ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნის ას­პა­რე­ზი საკ­მა­ოდ ვრცე­ლია...

ბოლო დროს ბოღ­მა სა­ო­ცა­რი სიმ­ძაფ­რით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­ი­შა­ლა. ერ­თმა­ნეთს ისე ლან­ძღა­ვენ, თვალ­საც არ და­ა­ხამ­ხა­მე­ბენ... ასე რომ, მა­მე­ბის თა­ო­ბის საყ­ვა­რელ­მა ფრა­ზამ: წინა კაცი უკა­ნა კა­ცის ხი­დი­აო - ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და, - ახლა წინა კაც­მა უკა­ნას ხიდი შე­იძ­ლე­ბა ისე ჩა­უ­ტე­ხოს, არც კი და­ფიქ­რდეს, რომ მის­მა ნამ­სხვრე­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც და­ა­ზი­ა­ნოს...

ამ მტკივ­ნე­ულ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ფსი­ქო­ლო­გი ნინო ქვა­რი­ა­ნი მო­ვიწ­ვი­ეთ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა იწ­ვევს გა­რე­მო­ში ასე­თი დო­ზით აგ­რე­სი­ის მო­ჭარ­ბე­ბას?

- ერ­თია, რა წარ­მო­ად­გენს აგ­რე­სი­ის წყა­როს და მე­ო­რეა, რო­დე­საც ამის გა­მოვ­ლე­ნა სო­ცი­უმ­ში ხდე­ბა. აგ­რე­სი­ის მუხტმა გა­რე­მო­ში მარ­თლაც მო­ი­მა­ტა და ამას თა­ვი­სი ახ­სნა აქვს...

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფორ­მა­ცი­ე­ბის ცვლა ყო­ველ­თვის ახა­ლი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, ცხოვ­რე­ბის წეს­თან შე­გუ­ე­ბას იწ­ვევს, რაც ერ­თგვა­რი სტრე­სია. ვი­ცით, რომ ამის ნი­ა­დაგ­ზე ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­კარ­გუ­ლი თა­ო­ბე­ბის ცნე­ბაც კი გაჩ­ნდა. არა­ფერს ვამ­ბობ მძი­მე სო­ცი­ა­ლურ ფონ­სა და უმუ­შევ­რო­ბა­ზე... ადა­მი­ან­ში აგ­რე­სია მა­შინ გროვ­დე­ბა, რო­დე­საც ის არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია, სა­კუ­თარ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ადა­ნა­შა­უ­ლებს გა­რე­მოს, ან კონ­ფლიქ­ტურ გა­რე­მო­ში უწევს ცხოვ­რე­ბა და ა.შ.

მოკ­ლედ, სა­დაც იზ­რდე­ბა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა, იქ აგ­რე­სია ყო­ველ­თვის იმა­ტებს. ამი­ტომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რა ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე იზ­რდე­ბი­ან თა­ო­ბე­ბი. სრულ­ფა­სო­ვან ოჯახ­სა თუ გა­რე­მო­ში აღ­ზრდი­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვს, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ აგ­რე­სი­უ­ლი და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი იყოს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აგ­რე­სი­უ­ლო­ბის დო­ნეს უსას­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დიც ცვლის, ახა­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხე­ბის გა­ჩე­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, იც­ვლე­ბა აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი დო­ზით იფ­რქვე­ვა ბოღ­მა, ამა­საც თა­ვი­სი ახ­სნა აქვს. ეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მაა, ადა­მი­ანს ობი­ექტთან პი­რის­პირ კონ­ტაქ­ტი არ აქვს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, სრუ­ლი­ად უც­ნობ პი­როვ­ნე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია დამ­ყა­როს და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არც ელო­დე­ბა ად­რე­სა­ტის­გან სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როდ, თვით­ცენ­ზუ­რაც ნაკ­ლე­ბია, სწო­რედ ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სი­ტყვი­ე­რი აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით მწვა­ვეა. და­მერ­წმუ­ნეთ, რომ ად­რე­სა­ტებ­თან პი­რის­პირ მყო­ფე­ბი ამ ლექ­სი­კით სა­უ­ბარს უმე­ტეს­წი­ლად არც და­უშ­ვე­ბენ და ვერც გა­ბე­და­ვენ, თუნ­დაც სა­პა­სუ­ხო ფი­ზი­კუ­რი აგ­რე­სი­ის ში­შით.…

- ფი­ზი­კუ­რი აგ­რე­სია ახ­სე­ნეთ და ცნო­ბი­ლია, რომ აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვის სხვა­დას­ხვა ფორ­მა არ­სე­ბობს...

- დიახ, აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვის სხვა­დას­ხვა ფორ­მა არ­სე­ბობს, ფი­ზი­კუ­რი, ვერ­ბა­ლუ­რი (სი­ტყვი­ე­რი), თვით­და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, აუ­ტო­აგ­რე­სია, ირი­ბი აგ­რე­სია და ა.შ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, აგ­რე­სი­უ­ლი ენერ­გი­ის მარ­თვა სა­ჭი­როა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა­ში აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვის რო­მე­ლი ფორ­მაა წამ­ყვა­ნი, დიდ­წი­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გა­რე­მო­ში, რო­გორ სო­ცი­უმ­ში გა­ი­ზარ­და. არ­სე­ბობს ტერ­მი­ნი - ქცე­ვის მო­დე­ლი­რე­ბა. დიახ, ბავ­შვი ოჯახ­ში ისე­თი ტი­პის ქცე­ვებს ით­ვი­სებს, რა­საც ხე­დავს. თუ მის მიერ პო­ზი­ტი­უ­რი თუ უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის გა­მო­ხატ­ვა ხდე­ბა, ამას ისე­ვე აკე­თებს, რო­გორც ოჯახ­ში ხე­დავს. ამი­ტომ, უფ­რო­სებ­მა, ვი­საც ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა აბა­რია (დედ-მამა, ბე­ბია-ბა­ბუა, პე­და­გო­გი და ა.შ.) მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლონ არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი ქცე­ვა, ლექ­სი­კაც კი. მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი ფრა­ზე­ბი: "გა­ჩერ­დი, თო­რემ გცემ," "თავი არ გა­მა­ლახ­ვი­ნო,". მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი ლექ­სი­კა აღ­ზრდის დროს ბავ­შვებ­თან არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

- აბა, რა ვქნათ?

- სა­სურ­ვე­ლია ვე­ცა­დოთ, ბავშს ავუხ­სნათ და გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რა არის მის საქ­ცი­ელ­ში ცუდი და უკი­დუ­რეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ სი­ტყვა - "დას­ჯა". ის ზო­გა­დი სი­ტყვაა და ბავ­შვი თა­ვი­სი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ი­თაც დებს მას­ში რა­ღაც ში­ნა­არ­სებს. მა­გა­ლი­თად, მისი დას­ჯა შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუ არ მის­ცემ სა­ხა­ტავ ალ­ბომს, შე­იძ­ლე­ბა არ გა­უშ­ვა სა­დღაც... და ა.შ.

ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­ში რო­გორც გი­თხა­რით, აგ­რე­სი­ას უმე­ტე­სად არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­ლე­ნენ, რომ­ლებ­მაც ობი­ექ­ტუ­რი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო თა­ვი­სი ად­გი­ლის პოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვერ შეძ­ლეს; მათ შო­რის არი­ან უშე­მო­სავ­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რო­მელ­თაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი ბა­ზი­სუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ. ამი­ტომ, რთუ­ლია, მათ მოს­თხო­ვო, არ იყ­ვნენ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი.

- კი, მაგ­რამ ის ხომ ადა­მი­ანს სი­ტყვით აყე­ნებს ტკი­ვილს? სულ­ხან-სა­ბას იგავ-არა­კი­სა ("ენით და­კო­დი­ლი") არ იყოს, ადა­მი­ანს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა (რო­მე­ლიც მი­ა­ყე­ნეს) ხომ არ ავი­წყდე­ბა?..

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასეა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა ხომ არ გა­მო­ხა­ტავს აგ­რე­სი­ას? ამი­თაც შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, თუ რო­გო­რი კა­ტე­გო­რი­ის ტი­პა­ჟე­ბი არი­ან, ვინც აგ­რე­სი­უ­ლი, უცენ­ზუ­რო წე­რის ლექ­სი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ისი­ნი თა­ვად და­ფიქ­რდე­ბი­ან, უფრო მე­ტიც, შე­წუხ­დე­ბი­ან, რა­ტომ იქ­ცე­ვი­ან ასე და მიხ­ვდე­ბი­ან, პრობ­ლე­მა მათ­ში­ცაა.…

- აქ ალ­ბათ მა­ვა­ნი იტყის, როცა სათ­ქმე­ლია, არ უნდა ით­ქვას?

- არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმა: "არ უნდა გა­მო­ხა­ტავ­დე აგ­რე­სი­ას, მაგ­რამ გან­ცდა იმი­სა, რომ სი­სი­ნი შე­გიძ­ლია, უნდა გა­აც­ნო გა­რე­მოც­ვას". ნუ შე­მე­ხე­ბი, თო­რემ თავ­დაც­ვა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მუდ­მი­ვად თავ­დაც­ვის, ან თავ­დას­ხმის რე­ჟიმ­ში ვიყო. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა­ღაც ფორ­მით აგ­რე­სია უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს.

- ისიც ცნო­ბი­ლი, რომ ადა­მი­ან­მა გაბ­რა­ზე­ბა უნდა გა­მო­ხა­ტოს, "ორ­თქლი გა­მო­უშ­ვას", რომ შემ­დეგ მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ამ უარ­ყო­ფით­მა მუხტმა ცუდი გავ­ლე­ნა არ იქო­ნი­ოს...

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ხა­ტოს, მაგ­რამ აქ ფორ­მებ­ზეა ლა­პა­რა­კი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რო­გორც წესი, ვერ აკონ­ტრო­ლებს სა­კუ­თარ ქცე­ვას, მათ შო­რის სი­ტყვებ­საც. თუ თა­ვის თავს გაბ­რა­ზე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ შე­ხე­დავს, შე­საძ­ლოა, არც მო­ე­წო­ნის, ინა­ნოს კი­დეც, რა­ტომ მო­იქ­ცა ასე. ამი­ტომ ამის სა­პი­რის­პი­როდ, ასე­თი მე­თო­დი არ­სე­ბობს, ვიდ­რე აგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტავს, და­ი­წყოს კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზი, რა­ტომ არის გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, რა არის ამის გა­მოწ­ვე­ვი მი­ზე­ზი. საკ­მა­რი­სია ამა­ზე გა­და­ერ­თოს, აგ­რე­სი­უ­ლი მუხ­ტი თან­და­თან მცირ­დე­ბა, უარ­ყო­ფითI ენერ­გია გარ­და­იქ­მნე­ბა სხვა ტი­პის ენერ­გი­ად, ასე­ვე ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია გაბ­რა­ზე­ბის მო­მენ­ტში წე­რი­ლი მის­წე­რო მას, ვინც შენი რის­ხვის ობი­ექ­ტია.

- რა წე­რი­ლი?

- რისი თქმაც გინ­და იმ პი­როვ­ნე­ბა­ზე, უნდა და­წე­რო (რა თქმა უნდა, ის წე­რი­ლი არ უნდა გა­უგ­ზავ­ნო, უნდა და­ხიო) და იმა­ვეს თქმას 5-10 წუ­თის შემ­დეგ შე­ე­ცა­დო. აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ისე მძფ­რად და ისე­თი­ვე სი­ტყვე­ბით ვე­ღარ და­წერ... ვიდ­რე იტყვი, სა­სურ­ვე­ლია ღრმად ამო­ი­სუნ­თქო, ჩა­ი­სუნ­თქო, ანუ ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ასეთ აქ­ტი­ვო­ბა ეფექ­ტუ­რია; ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გან­რის­ხე­ბუ­ლია, მხო­ლოდ ცუდს ფიქ­რობს ად­რე­სატ­ზე, ერთი სული აქვს, "მი­ა­ხა­ლოს". საკ­მა­რი­სია, დრო გა­ვი­დეს, გული მო­ულ­ბეს და სუ­რა­თი იც­ვლე­ბა.

- ზოგი ფსი­ქო­ლო­გი ადა­მინს ამ დროს სხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბას ურ­ჩევს...

- სა­სურ­ვე­ლია იმ დროს ადა­მი­ან­მა სხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა და­ი­წყოს, ვარ­ჯი­ში, თუნ­დაც სახ­ლის და­ლა­გე­ბა.…მთა­ვა­რია, მო­ა­ხერ­ხოს კონ­ცენ­ტრი­რე­ბა სხვაგ­ვარ აქ­ტი­ვო­ბა­ზე, ამ დროს უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია აუ­ცი­ლებ­ლად გარ­და­იქ­მნე­ბა სხვა სა­ხის ენერ­გი­ად.

- ამას ჰქვია აგ­რე­სი­ის მარ­თვა?

- დიახ, ეს მე­თო­დი ფსი­ქო­თე­რა­პი­ულ პრაქ­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­სი­ის მარ­თვა და ამის გარ­და დაკ­ვირ­ვე­ბა იმა­ზე, თუ რა­ტომ ვარ აგ­რე­სი­უ­ლი? ისე ხომ არ ხდე­ბა, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­იღ­ვი­ძა ადა­მი­ან­მა და გახ­და ასე­თი? რა­ღა­ცე­ბი თან­და­თან გროვ­დე­ბა და მერე პი­როვ­ნე­ბა სა­კუ­თარ ქცე­ვას ვე­ღარ აკონ­ტრო­ლობს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ჩა­რე­ვა გარ­და­უ­ვა­ლი ხდე­ბა. ამი­ტომ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ სა­კუ­თა­რი ქცე­ვე­ბი და მისი მი­ზე­ზე­ბი. სა­ჭი­როა, სწო­რად დავ­სა­ხოთ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბი.

მოკ­ლედ, შეგ­ვიძ­ლია, ვა­ბა­ლან­სოთ, რომ არც სხვას ვავ­ნოთ და არც - სა­კუ­თარ თავს. აგ­რე­სია არის ადა­მი­ა­ნის თან­და­ყო­ლი­ლი უნა­რი, რო­მე­ლიც თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის სჭირ­დე­ბა. ვე­ლურ სამ­ყა­რო­შიც აგ­რე­სია არე­გუ­ლი­რებს ბუ­ნებ­რივ გა­დარ­ჩე­ვის პრინ­ციპ­საც, რა­ღაც ამ­გვა­რი ტი­პის ქცე­ვე­ბი ჩვენც გვი­წევს სო­ცი­უმ­ში, მაგ­რამ ჩვენ იმი­ტომ ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ამ აგ­რე­სი­უ­ლი ენერ­გი­ის პო­ზი­ტი­ურ, სა­სარ­გებ­ლო ენერ­გი­ად გარ­დაქ­მნა შევ­ძლოთ და ინ­სტიქ­ტე­ბის ანა­ბა­რა არ დავ­რჩეთ.

ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ერთ რამ არის კი­დევ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: თუ ინ­დი­ვი­დი ისეთ გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც მას ვი­ღაც ჩაგ­რავს, თუნ­დაც სამ­სა­ხურ­ში, ოჯახ­ში, საკ­მა­რი­სია მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, დათ­რგუ­ნოს, და­ჩაგ­როს სხვა ადა­მი­ა­ნი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, იმა­ვეს აკე­თე­ბენ. რა თქმა უნდა, ეს არას­წო­რი ქცე­ვაა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, აგ­რე­სი­ას ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­აც ახა­სი­ა­თებს.

უარ­ყო­ფი­თი მუხ­ტი ვი­ღა­ცას­თან უნდა გა­მო­ხა­ტო, მაგ­რამ იმ დროს უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რამ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლია ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა. აგ­რე­სია, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნის­თვის თან­და­ყო­ლი­ლი უნა­რია. ამი­ტომ მისი გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა პი­როვ­ნე­ბას ისე­ვე აქვს, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლის, პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ის. მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ზრდას­რუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მო­წი­ფუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ, რაც არ არის და­მან­გრე­ვე­ლი და სა­ზი­ა­ნო მათი გა­რე­მოს­თვის და არც მათ­თვის (რო­გორც წესი, აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვა­დაც ხში­რად ხდე­ბი­ან აგ­რე­სი­ის ობი­ექ­ტე­ბი). ასე რომ, პი­როვ­ნე­ბის ზრდას­რუ­ლო­ბა­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ფსი­ქო­ლო­გე­ბი ყო­ველ­თვის ხაზს ვუს­ვამთ, ბი­ო­ლო­გი­ურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ასაკს. ზრდას­რუ­ლი, მო­წი­ფუ­ლი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არა­სო­დეს გა­მო­ხა­ტავს აგ­რე­სი­ას ისე­თი ფორ­მით, რო­მე­ლიც სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბა მის­თვის და გა­რე­სამ­ყა­როს­თვის.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ მოიმატა ადამიანებში აგრესიამ და შეიძლება თუ არა მისი მართვა - "გაჩერდი, თორემ გცემ!"

რატომ მოიმატა ადამიანებში აგრესიამ და შეიძლება თუ არა მისი მართვა - "გაჩერდი, თორემ გცემ!"

არაფერია იმაში ახალი, თუ ვიტყვით, რომ XXI საუკუნეში აგრესიამ საგრძნობლად მოიმატა. ადამიანები აგესიას გამოხატავენ ყველგან: ქუჩაში, ოჯახში, ეკრანზე, პარლამენტში, სოციალურ ქსელში, პრაქტიკულად, ამ უარყოფითი ემოციის გამოვლენის ასპარეზი საკმაოდ ვრცელია...

ბოლო დროს ბოღმა საოცარი სიმძაფრით სოციალურ ქსელშიც გაიშალა. ერთმანეთს ისე ლანძღავენ, თვალსაც არ დაახამხამებენ... ასე რომ, მამების თაობის საყვარელმა ფრაზამ: წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო - ტრანსფორმაცია განიცადა, - ახლა წინა კაცმა უკანას ხიდი შეიძლება ისე ჩაუტეხოს, არც კი დაფიქრდეს, რომ მისმა ნამსხვრევებმა შეიძლება თავადაც დააზიანოს...

ამ მტკივნეულ თემაზე სასაუბროდ ფსიქოლოგი ნინო ქვარიანი მოვიწვიეთ.

- როგორ ფიქრობთ, რა იწვევს გარემოში ასეთი დოზით აგრესიის მოჭარბებას?

- ერთია, რა წარმოადგენს აგრესიის წყაროს და მეორეა, როდესაც ამის გამოვლენა სოციუმში ხდება. აგრესიის მუხტმა გარემოში მართლაც მოიმატა და ამას თავისი ახსნა აქვს...

საზოგადოებრივი ფორმაციების ცვლა ყოველთვის ახალი უნარების გამოვლენას, ცხოვრების წესთან შეგუებას იწვევს, რაც ერთგვარი სტრესია. ვიცით, რომ ამის ნიადაგზე ჩვენს საზოგადოებაში დაკარგული თაობების ცნებაც კი გაჩნდა. არაფერს ვამბობ მძიმე სოციალურ ფონსა და უმუშევრობაზე... ადამიანში აგრესია მაშინ გროვდება, როდესაც ის არარეალიზებულია, საკუთარ წარუმატებლობაში მუდმივად ადანაშაულებს გარემოს, ან კონფლიქტურ გარემოში უწევს ცხოვრება და ა.შ.

მოკლედ, სადაც იზრდება მსგავსი კატეგორიის ადამიანთა რაოდენობა, იქ აგრესია ყოველთვის იმატებს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რა ფასეულობებზე იზრდებიან თაობები. სრულფასოვან ოჯახსა თუ გარემოში აღზრდილი პიროვნება, რომელსაც ასაკის შესაბამისი წარმატებები აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აგრესიული და გაბოროტებული იყოს.

რასაკვირველია, საზოგადოებაში აგრესიულობის დონეს უსასრულო ინფორმაციის ნაკადიც ცვლის, ახალი საკომუნიკაციო არხების გაჩენა, შესაბამისად, იცვლება აგრესიის გამოხატვის ფორმებიც. რაც შეეხება იმას, რომ სოციალურ ქსელში დიდი დოზით იფრქვევა ბოღმა, ამასაც თავისი ახსნა აქვს. ეს კომუნიკაციის განსხვავებული ფორმაა, ადამიანს ობიექტთან პირისპირ კონტაქტი არ აქვს, რაც საშუალებას იძლევა, სრულიად უცნობ პიროვნებასთან კომუნიკაცია დამყაროს და ხშირ შემთხვევაში, არც ელოდება ადრესატისგან საპასუხო რეაქციას. სამწუხაროდ, თვითცენზურაც ნაკლებია, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ სოციალურ ქსელში სიტყვიერი აგრესიის გამოხატვის ფორმები გაცილებით მწვავეა. დამერწმუნეთ, რომ ადრესატებთან პირისპირ მყოფები ამ ლექსიკით საუბარს უმეტესწილად არც დაუშვებენ და ვერც გაბედავენ, თუნდაც საპასუხო ფიზიკური აგრესიის შიშით.…

- ფიზიკური აგრესია ახსენეთ და ცნობილია, რომ აგრესიის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა არსებობს...

- დიახ, აგრესიის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა არსებობს, ფიზიკური, ვერბალური (სიტყვიერი), თვითდადანაშაულება, აუტოაგრესია, ირიბი აგრესია და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, აგრესიული ენერგიის მართვა საჭიროა. რაც შეეხება იმას, ადამიანის ქცევაში აგრესიის გამოხატვის რომელი ფორმაა წამყვანი, დიდწილადაა დამოკიდებული, როგორ გარემოში, როგორ სოციუმში გაიზარდა. არსებობს ტერმინი - ქცევის მოდელირება. დიახ, ბავშვი ოჯახში ისეთი ტიპის ქცევებს ითვისებს, რასაც ხედავს. თუ მის მიერ პოზიტიური თუ უარყოფითი ენერგიის გამოხატვა ხდება, ამას ისევე აკეთებს, როგორც ოჯახში ხედავს. ამიტომ, უფროსებმა, ვისაც ბავშვების აღზრდა აბარია (დედ-მამა, ბებია-ბაბუა, პედაგოგი და ა.შ.) მაქსიმალურად უნდა გააკონტროლონ არა მარტო საკუთარი ქცევა, ლექსიკაც კი. მიუღებელია ასეთი ფრაზები: "გაჩერდი, თორემ გცემ," "თავი არ გამალახვინო,". მნიშვნელოვანია მსგავსი ლექსიკა აღზრდის დროს ბავშვებთან არ გამოვიყენოთ.

- აბა, რა ვქნათ?

- სასურველია ვეცადოთ, ბავშს ავუხსნათ და გავაგებინოთ, რა არის მის საქციელში ცუდი და უკიდურეს სიტუაციაში გამოვიყენოთ სიტყვა - "დასჯა". ის ზოგადი სიტყვაა და ბავშვი თავისი ინტერპრეტაციითაც დებს მასში რაღაც შინაარსებს. მაგალითად, მისი დასჯა შეიძლება იყოს, თუ არ მისცემ სახატავ ალბომს, შეიძლება არ გაუშვა სადღაც... და ა.შ.

ზრდასრულ ადამიანებში როგორც გითხარით, აგრესიას უმეტესად არარეალიზებული ადამიანები ავლენენ, რომლებმაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო თავისი ადგილის პოვნა საზოგადოებაში ვერ შეძლეს; მათ შორის არიან უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანებიც, რომელთაც ელემენტარული ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება არ აქვთ. ამიტომ, რთულია, მათ მოსთხოვო, არ იყვნენ აგრესიულები.

- კი, მაგრამ ის ხომ ადამიანს სიტყვით აყენებს ტკივილს? სულხან-საბას იგავ-არაკისა ("ენით დაკოდილი") არ იყოს, ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა (რომელიც მიაყენეს) ხომ არ ავიწყდება?..

- რასაკვირველია, ასეა. სოციალურ ქსელში უამრავი კატეგორიის ადამიანია ჩართული, მაგრამ ყველა ხომ არ გამოხატავს აგრესიას? ამითაც შეგვიძლია დავასკვნათ, თუ როგორი კატეგორიის ტიპაჟები არიან, ვინც აგრესიული, უცენზურო წერის ლექსიკით გამოირჩევიან. კარგი იქნება თუ ისინი თავად დაფიქრდებიან, უფრო მეტიც, შეწუხდებიან, რატომ იქცევიან ასე და მიხვდებიან, პრობლემა მათშიცაა.…

- აქ ალბათ მავანი იტყის, როცა სათქმელია, არ უნდა ითქვას?

- არსებობს ასეთი გამოთქმა: "არ უნდა გამოხატავდე აგრესიას, მაგრამ განცდა იმისა, რომ სისინი შეგიძლია, უნდა გააცნო გარემოცვას". ნუ შემეხები, თორემ თავდაცვა შემიძლია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად თავდაცვის, ან თავდასხმის რეჟიმში ვიყო. საჭიროების შემთხვევაში, რაღაც ფორმით აგრესია უნდა გამოიხატოს.

- ისიც ცნობილი, რომ ადამიანმა გაბრაზება უნდა გამოხატოს, ''ორთქლი გამოუშვას'', რომ შემდეგ მის ჯანმრთელობაზე ამ უარყოფითმა მუხტმა ცუდი გავლენა არ იქონიოს...

- აუცილებლად უნდა გამოხატოს, მაგრამ აქ ფორმებზეა ლაპარაკი. როდესაც ადამიანი გაბრაზებულია, როგორც წესი, ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, მათ შორის სიტყვებსაც. თუ თავის თავს გაბრაზებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეხედავს, შესაძლოა, არც მოეწონის, ინანოს კიდეც, რატომ მოიქცა ასე. ამიტომ ამის საპირისპიროდ, ასეთი მეთოდი არსებობს, ვიდრე აგრესიას გამოხატავს, დაიწყოს კრიტიკული ანალიზი, რატომ არის გაბრაზებული, რა მოხდა რეალურად, რა არის ამის გამოწვევი მიზეზი. საკმარისია ამაზე გადაერთოს, აგრესიული მუხტი თანდათან მცირდება, უარყოფითI ენერგია გარდაიქმნება სხვა ტიპის ენერგიად, ასევე ეფექტური მეთოდია გაბრაზების მომენტში წერილი მისწერო მას, ვინც შენი რისხვის ობიექტია.

- რა წერილი?

- რისი თქმაც გინდა იმ პიროვნებაზე, უნდა დაწერო (რა თქმა უნდა, ის წერილი არ უნდა გაუგზავნო, უნდა დახიო) და იმავეს თქმას 5-10 წუთის შემდეგ შეეცადო. აღმოჩნდება, რომ ისე მძფრად და ისეთივე სიტყვებით ვეღარ დაწერ... ვიდრე იტყვი, სასურველია ღრმად ამოისუნთქო, ჩაისუნთქო, ანუ ერთი წუთის განმავლობაში ასეთ აქტივობა ეფექტურია; ყველასთვის ცნობილია, როდესაც ადამიანი განრისხებულია, მხოლოდ ცუდს ფიქრობს ადრესატზე, ერთი სული აქვს, "მიახალოს". საკმარისია, დრო გავიდეს, გული მოულბეს და სურათი იცვლება.

- ზოგი ფსიქოლოგი ადამინს ამ დროს სხვა ტიპის აქტივობას ურჩევს...

- სასურველია იმ დროს ადამიანმა სხვა ტიპის აქტივობა დაიწყოს, ვარჯიში, თუნდაც სახლის დალაგება.…მთავარია, მოახერხოს კონცენტრირება სხვაგვარ აქტივობაზე, ამ დროს უარყოფითი ენერგია აუცილებლად გარდაიქმნება სხვა სახის ენერგიად.

- ამას ჰქვია აგრესიის მართვა?

- დიახ, ეს მეთოდი ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება. შეიძლება აგრესიის მართვა და ამის გარდა დაკვირვება იმაზე, თუ რატომ ვარ აგრესიული? ისე ხომ არ ხდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა ადამიანმა და გახდა ასეთი? რაღაცები თანდათან გროვდება და მერე პიროვნება საკუთარ ქცევას ვეღარ აკონტროლობს. პროფესიონალის ჩარევა გარდაუვალი ხდება. ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ საკუთარი ქცევები და მისი მიზეზები. საჭიროა, სწორად დავსახოთ პრობლემის გადაჭრის გზები.

მოკლედ, შეგვიძლია, ვაბალანსოთ, რომ არც სხვას ვავნოთ და არც - საკუთარ თავს. აგრესია არის ადამიანის თანდაყოლილი უნარი, რომელიც თვითგადარჩენისთვის სჭირდება. ველურ სამყაროშიც აგრესია არეგულირებს ბუნებრივ გადარჩევის პრინციპსაც, რაღაც ამგვარი ტიპის ქცევები ჩვენც გვიწევს სოციუმში, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ ადამიანები, რომ ამ აგრესიული ენერგიის პოზიტიურ, სასარგებლო ენერგიად გარდაქმნა შევძლოთ და ინსტიქტების ანაბარა არ დავრჩეთ.

ამ თემაზე საუბრისას ერთ რამ არის კიდევ გასათვალისწინებელი: თუ ინდივიდი ისეთ გარემოში იმყოფება, სადაც მას ვიღაც ჩაგრავს, თუნდაც სამსახურში, ოჯახში, საკმარისია მიეცეს საშუალება, დათრგუნოს, დაჩაგროს სხვა ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, იმავეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს არასწორი ქცევაა, მაგრამ სამწუხაროდ, აგრესიას ჯაჭვური რეაქციაც ახასიათებს.

უარყოფითი მუხტი ვიღაცასთან უნდა გამოხატო, მაგრამ იმ დროს უნდა გააცნობიერო, რამდენად მტკივნეულია ამ მდგომარეობაში ყოფნა. აგრესია, როგორც სიყვარული, ადამიანისთვის თანდაყოლილი უნარია. ამიტომ მისი გამოხატვის უფლება პიროვნებას ისევე აქვს, როგორც სიყვარულის, პოზიტიური ენერგიის. მაგრამ ვიმეორებ, ზრდასრული ფსიქოლოგიურად მოწიფული ადამიანები ამ ყველაფერს სხვანაირად გამოხატავენ, რაც არ არის დამანგრეველი და საზიანო მათი გარემოსთვის და არც მათთვის (როგორც წესი, აგრესიული ადამიანები თავადაც ხშირად ხდებიან აგრესიის ობიექტები). ასე რომ, პიროვნების ზრდასრულობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ფსიქოლოგები ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ასაკს. ზრდასრული, მოწიფული, რეალიზებული ადამიანი არასოდეს გამოხატავს აგრესიას ისეთი ფორმით, რომელიც საზიანო იქნება მისთვის და გარესამყაროსთვის.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია