სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რით მოხიბლეს ბასა ფოცხიშვილი ქართველმა ჯარისკაცებმა
რით მოხიბლეს ბასა ფოცხიშვილი ქართველმა ჯარისკაცებმა

მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ძნე­ლია, ისე­თი დრო და­ამ­თხვიო, როცა საქ­მე არ აქვს, სულ გა­დარ­ბე­ნა­ზეა. ასე­თი დრო ახლა და­უდ­გა, თო­რემ ცოტა ხნის წინ ისე­თი პე­რი­ო­დიც იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შაო სა­ერ­თოდ რომ არ ჰქონ­და, ამი­ტომ ხში­რად სა­ზღვარ­გა­რეთ და­დი­ო­და და ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლიც ქარ­თვე­ლებ­მა თით­ქოს და­ი­ვი­წყეს. ამ­ბობ­დნენ, ბასა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ მო­ერ­გო და ამი­ტომ და­ი­კარ­გაო... მერე თქვეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი კლი­პი უნდა გა­და­ე­ღო, მაგ­რამ კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­დათ და ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­შა­ლაო.

მოკ­ლედ, ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის გარ­შე­მო ბევ­რი კი­თხვა დაგ­როვ­და. ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი ეტა­პია. ახ­ლა­ხან და­ამ­თავ­რა "ევ­რო­ვი­ზი­ის" კლიპ­ზე მუ­შა­ო­ბა და ახლა ქარ­თუ­ლი ნომ­რის სცე­ნოგ­რა­ფი­ა­ზე მუ­შა­ობს. გარ­და ამი­სა, ქარ­თუ­ლი ჯა­რის­თვის გა­და­ი­ღო კლი­პე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ მალე იხი­ლავს. მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც უკვე დიდი ხა­ნია კარ­გი ეტა­პია. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბა­სა­სა და რა­დიო "უც­ნო­ბის" დი­რექ­ტო­რის და ბიზ­ნეს­მე­ნის კოკო კა­პა­ნა­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი გრძელ­დე­ბა...

- დიდი ხა­ნია, ქარ­თულ პრე­სა­ში არ გა­მო­ჩე­ნილ­ხართ, რა ხდე­ბა ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში?

- ბოლო პე­რი­ო­დი და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. "ევ­რო­ვი­ზი­ის" ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის კლი­პი გა­და­ვი­ღე. ძა­ლი­ან მომ­წონს კომ­პო­ზი­ცია და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. "ში­ნის" დიდი ხნის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ, მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე კი ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო. მან თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი­თა და ეშ­ხით მომ­ხიბ­ლა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, ჯა­ზის მომ­ღერ­ლის გა­რეგ­ნო­ბა აქვს და არა პოპ­ვარ­სკვლა­ვის, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს. კომ­პო­ზი­ცია მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლია, კონ­კურ­სის ფორ­მა­ტის­გან გან­სხვავ­დე­ბა. აქ ცო­ცხა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბია. ეთ­ნოც არის, პო­პიც, კლა­სი­კაც და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. იქაც წე­რენ, რომ ამით "ევ­რო­ვი­ზი­ის" ფორ­მა­ტი უფრო გან­ვი­თარ­დე­ბა, რად­გან ამ სიმ­ღე­რამ სი­ახ­ლე და გამ­ბე­და­ო­ბა შე­ი­ტა­ნა. კო­ნი­უნ­ქტუ­რის ნა­სა­ხიც არ არის აქ და ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დავ­თან­ხმდი. მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე კლი­პის გა­და­ღე­ბის­გან, სიმ­ღე­რის ჩა­წე­რის დროს და სცე­ნოგ­რა­ფი­ის რე­პე­ტი­ცი­ე­ბი­სას, რაც უკვე და­ვი­წყეთ.

ახ­ლა­ხან და­ვამ­თავ­რე ქარ­თუ­ლი ჯა­რის ორი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის გა­და­ღე­ბა. მარ­თლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ქარ­თუ­ლი ჯა­რით. ეს არის და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტის და ქარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ჯარი. მო­ვი­ხიბ­ლე ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით. გული გა­მი­ნათ­და, რომ გა­დავ­ხე­დე, ისე­თი ლა­მა­ზე­ბი იდ­გნენ, ისე­თი ვაჟ­კა­ცე­ბი და დახ­ვე­წი­ლე­ბი, რომ გული სით­ბო­თი და სი­ა­მა­ყით ამევ­სო.

- რო­გორც ვიცი, თქვენ გა­ა­კე­თეთ გა­და­ცე­მა "1 წუთი მა­ესტრო­ზე".

- კი, მაკა ასა­თი­ა­ნის იდეა იყო ეს პრო­ექ­ტი. ამ გა­და­ცე­მა­ზე ვი­მუ­შა­ვე. ავა­წყვე პრო­ექ­ტი, სტი­ლის­ტი­კა, ქუ­დე­ბი გა­და­ვი­ღე და ახლა თინა ასა­თი­ა­ნი აკე­თებს ამ გა­და­ცე­მას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად.

- ერთი პე­რი­ო­დი სა­ერ­თოდ არ ჩან­დით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ან­ტი­პა­თი­ით იყა­ვით გან­წყო­ბი­ლი, თქვე­ნი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა? ახლა უფრო გა­გეხ­სნათ გზე­ბი?

- არა, იმე­დი მაქვს, რომ ჩემი გზე­ბი არც ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რაც იყო, იყო, უკვე წარ­სუ­ლია. მათ­ზე მხო­ლოდ მა­შინ ვლა­პა­რა­კობ­დი, როცა იყ­ვნენ და ახლა უკვე უხერ­ხუ­ლია მათ­ზე სა­უ­ბა­რი. ის პე­რი­ო­დი, რაც აქ არ ვჩან­დი, ხან იტა­ლი­ა­ში ვი­ყა­ვი, ხან - აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რად­გან აქ არ ვმუ­შა­ობ­დი.

- მარ­თა­ლია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაკ­ვე­თით სო­ცი­ა­ლუ­რი კლი­პი უნდა გა­და­გე­ღოთ, გა­და­ღე­ბებ­ზე არ და­გე­მორ­ჩი­ლათ, თქვენ უარი თქვით კლი­პის გა­და­ღე­ბა­ზე და კონ­ფლიქ­ტი მო­გი­ვი­დათ?

- არა, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ახლა თქვენ დიდი ხნის ამ­ბავს მე­კი­თხე­ბით და არც მახ­სოვს. ასე, წე­რენ ხოლ­მე სი­სუ­ლე­ლე­ებს და მე არც ვკი­თხუ­ლობ. ეს დიდი ხნის წინ იყო.

- ისევ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გკი­თხავთ. კი­დევ რას უნდა ვე­ლო­დოთ მო­მა­ვალ­ში ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლის­გან?

- ვნა­ხოთ, მერე რა იქ­ნე­ბა. კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" უნდა გა­ვემ­გზავ­რო და გა­ვა­კე­თო სცე­ნოგ­რა­ფია.

- რა ხდე­ბა, თქვე­ნი აზ­რით, დღეს ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა?

- მი­მაჩ­ნია, რომ ამ­ჟა­მად ზო­გა­დად ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი და გა­ყი­ნუ­ლი პე­რი­ო­დია, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, ძა­ლი­ან ახლო მო­მა­ვალ­ში ეს სფე­რო ამოძ­რავ­დე­ბა. ამის გამო გული ძა­ლი­ან მტკი­ვა და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. მე კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­სი, არა­მედ ყვე­ლა ქვეყ­ნის. ქვე­ყა­ნას კულ­ტუ­რით ვა­ფა­სებ. იმე­დია, ისე­თი სი­ახ­ლე­ე­ბი გაჩ­ნდე­ბა, რო­გო­რიც ზო­გა­დად ქარ­თულ კულ­ტუ­რას შე­ე­ფე­რე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რით მოხიბლეს ბასა ფოცხიშვილი ქართველმა ჯარისკაცებმა

რით მოხიბლეს ბასა ფოცხიშვილი ქართველმა ჯარისკაცებმა

მასთან ინტერვიუს ჩაწერა საკმაოდ რთულია. ძნელია, ისეთი დრო დაამთხვიო, როცა საქმე არ აქვს, სულ გადარბენაზეა. ასეთი დრო ახლა დაუდგა, თორემ ცოტა ხნის წინ ისეთი პერიოდიც იყო, საქართველოში სამუშაო საერთოდ რომ არ ჰქონდა, ამიტომ ხშირად საზღვარგარეთ დადიოდა და ბასა ფოცხიშვილიც ქართველებმა თითქოს დაივიწყეს. ამბობდნენ, ბასა წინა ხელისუფლებას ვერ მოერგო და ამიტომ დაიკარგაო... მერე თქვეს, ბიძინა ივანიშვილისთვის სოციალური კლიპი უნდა გადაეღო, მაგრამ კონფლიქტი მოუვიდათ და ყველაფერი ჩაიშალაო.

მოკლედ, ქართველი რეჟისორის გარშემო ბევრი კითხვა დაგროვდა. ახლა მის ცხოვრებაში აქტიური ეტაპია. ახლახან დაამთავრა ''ევროვიზიის'' კლიპზე მუშაობა და ახლა ქართული ნომრის სცენოგრაფიაზე მუშაობს. გარდა ამისა, ქართული ჯარისთვის გადაიღო კლიპები, რომლებსაც საზოგადოება სულ მალე იხილავს. მის პირად ცხოვრებაშიც უკვე დიდი ხანია კარგი ეტაპია. უკვე რამდენიმე წელია ბასასა და რადიო ''უცნობის'' დირექტორის და ბიზნესმენის კოკო კაპანაძის სიყვარულის ამბავი გრძელდება...

- დიდი ხანია, ქართულ პრესაში არ გამოჩენილხართ, რა ხდება ბასა ფოცხიშვილის შემოქმედებაში?

- ბოლო პერიოდი დაკავებული ვიყავი. ''ევროვიზიის'' ქართველი მონაწილეებისთვის კლიპი გადავიღე. ძალიან მომწონს კომპოზიცია და შემსრულებლები. ''შინის'' დიდი ხნის თაყვანისმცემელი ვარ, მარიკო ებრალიძე კი ჩემთვის აღმოჩენა იყო. მან თავისი ინდივიდუალიზმითა და ეშხით მომხიბლა. ძალიან ლამაზია, ჯაზის მომღერლის გარეგნობა აქვს და არა პოპვარსკვლავის, რაც ძალიან მომწონს. კომპოზიცია მაღალმხატვრულია, კონკურსის ფორმატისგან განსხვავდება. აქ ცოცხალი ინსტრუმენტებია. ეთნოც არის, პოპიც, კლასიკაც და ძალიან საინტერესოა. იქაც წერენ, რომ ამით ''ევროვიზიის'' ფორმატი უფრო განვითარდება, რადგან ამ სიმღერამ სიახლე და გამბედაობა შეიტანა. კონიუნქტურის ნასახიც არ არის აქ და ეს იყო მიზეზი, რის გამოც ამ პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე კლიპის გადაღებისგან, სიმღერის ჩაწერის დროს და სცენოგრაფიის რეპეტიციებისას, რაც უკვე დავიწყეთ.

ახლახან დავამთავრე ქართული ჯარის ორი სარეკლამო რგოლის გადაღება. მართლა აღფრთოვანებული ვარ ქართული ჯარით. ეს არის დასავლური სტანდარტის და ქართული სულისკვეთების ჯარი. მოვიხიბლე ქართველი ჯარისკაცების ფიზიკური მონაცემებით, ადამიანური თვისებებით. გული გამინათდა, რომ გადავხედე, ისეთი ლამაზები იდგნენ, ისეთი ვაჟკაცები და დახვეწილები, რომ გული სითბოთი და სიამაყით ამევსო.

- როგორც ვიცი, თქვენ გააკეთეთ გადაცემა ''1 წუთი მაესტროზე''.

- კი, მაკა ასათიანის იდეა იყო ეს პროექტი. ამ გადაცემაზე ვიმუშავე. ავაწყვე პროექტი, სტილისტიკა, ქუდები გადავიღე და ახლა თინა ასათიანი აკეთებს ამ გადაცემას არაჩვეულებრივად.

- ერთი პერიოდი საერთოდ არ ჩანდით, წინა ხელისუფლების მიმართ ანტიპათიით იყავით განწყობილი, თქვენი გააქტიურება ხელისუფლების ცვლილებას ხომ არ უკავშირდება? ახლა უფრო გაგეხსნათ გზები?

- არა, იმედი მაქვს, რომ ჩემი გზები არც ერთ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. რაც იყო, იყო, უკვე წარსულია. მათზე მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობდი, როცა იყვნენ და ახლა უკვე უხერხულია მათზე საუბარი. ის პერიოდი, რაც აქ არ ვჩანდი, ხან იტალიაში ვიყავი, ხან - აზერბაიჯანში, რადგან აქ არ ვმუშაობდი.

- მართალია, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით სოციალური კლიპი უნდა გადაგეღოთ, გადაღებებზე არ დაგემორჩილათ, თქვენ უარი თქვით კლიპის გადაღებაზე და კონფლიქტი მოგივიდათ?

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ახლა თქვენ დიდი ხნის ამბავს მეკითხებით და არც მახსოვს. ასე, წერენ ხოლმე სისულელეებს და მე არც ვკითხულობ. ეს დიდი ხნის წინ იყო.

- ისევ საქმიანობაზე გკითხავთ. კიდევ რას უნდა ველოდოთ მომავალში ბასა ფოცხიშვილისგან?

- ვნახოთ, მერე რა იქნება. კოპენჰაგენში ''ევროვიზიაზე'' უნდა გავემგზავრო და გავაკეთო სცენოგრაფია.

- რა ხდება, თქვენი აზრით, დღეს ქართულ შოუბიზნესში, როგორი ვითარებაა?

- მიმაჩნია, რომ ამჟამად ზოგადად ქართულ კულტურაში გაჩერებული და გაყინული პერიოდია, მაგრამ იმედი მაქვს, ძალიან ახლო მომავალში ეს სფერო ამოძრავდება. ამის გამო გული ძალიან მტკივა და ძალიან ვწუხვარ. მე კულტურა საქართველოს სავიზიტო ბარათად და ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია და არა მარტო საქართველოსი, არამედ ყველა ქვეყნის. ქვეყანას კულტურით ვაფასებ. იმედია, ისეთი სიახლეები გაჩნდება, როგორიც ზოგადად ქართულ კულტურას შეეფერება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება