სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფები
ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფები

"გოია"

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ნორ­ვე­გი­ულ სატ­ვირ­თო გემ "გო­ი­ას" გერ­მა­ნე­ლე­ბი ტვირ­თის და პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის გა­და­ტა­ნის­თვის იყე­ნებ­დნენ. 1945 წლის 16 აპ­რილს გემი ლტოლ­ვილ­თა და დაჭ­რილ­თა ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის მო­რიგ რე­ისს ას­რუ­ლებ­და. ბორტზე მყოფ მგზავ­რთა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა დღემ­დე უც­ნო­ბია. მათი სა­ვა­რა­უ­დო რა­ო­დე­ნო­ბა 6,000-დან 7,000-მდე მერ­ყე­ობს.

ეს­კორ­ტის ხო­მალ­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "გოია" საბ­ჭო­თა წყალ­ქვე­შა ნა­ვი­დან გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ტორ­პე­დო­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და. გემი 20 წთ-ში ჩა­ი­ძი­რა. გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ 178-მა ადა­მი­ან­მა შეძ­ლო.

"ვილ­გელმ გუსტლო­ვი"

ხუთ­გემ­ბა­ნი­ა­ნი საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რი გერ­მა­ნი­ის სი­ა­მა­ყედ ით­ვლე­ბო­და. 1937 წელს მისი წყალ­ში ჩაშ­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ადოლფ ჰიტ­ლე­რი ეს­წრე­ბო­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში, გემს ჰოს­პი­ტა­ლის, მცუ­რა­ვი ყა­ზარ­მის, ბო­ლოს კი ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის იყე­ნებ­დნენ. 1945 წლის 30 იან­ვარს, ეს­კორ­ტის ხო­მალ­დე­ბის თან­ხლე­ბით, პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ გდი­ნი­დან გა­მო­სულ­მა "ვილ­გელმ გუსტლოვ­მა" გეზი გერ­მა­ნი­ის­კენ აიღო.

საბ­ჭო­თა წყალ­ქვე­შა ნავ­მა С-13, გერ­მა­ნუ­ლი ფლო­ტის სი­ა­მა­ყე 3 ტორ­პე­დო­თი ჩა­ძი­რა. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 5,300-დან 9,300-მდე ადა­მი­ანს ით­ვლის.

JUNYO MARU

ამ სა­ვაჭ­რო გე­მებს ია­პო­ნე­ლე­ბი ტყვე ჯა­რის­კა­ცე­ბის და მუ­შე­ბის გა­დაყ­ვა­ნის­თვის იყე­ნებ­დნენ. აუ­ტა­ნე­ლი პი­რო­ბე­ბის გამო, მათ "ჯო­ჯო­ხე­თის გე­მებს" ეძახ­დნენ. ომის პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კულ­მა და ბრი­ტა­ნულ­მა წყალ­ქვე­შა ნა­ვებ­მა 9 ასე­თი გემი ჩა­ძი­რეს. ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი შემ­თხვე­ვა 1944 წლის 18 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. Junyo Maru-ს ბორტზე 4,2 ათა­სი მუშა და 2,3 ათა­სი ამე­რი­კე­ლი, ავ­სტრა­ლი­ე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე იმ­ყო­ფე­ბო­და. გემი ბრი­ტა­ნულ­მა წყალ­ქვე­შა ნავ­მა Tradewind-მა ჩა­ძი­რა. გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ 880-მა ადა­მი­ან­მა შეს­ძლო.

"არ­მე­ნია"

ლე­ნინ­გრად­ში აგე­ბუ­ლი სამ­გზავ­რო გემი ოდე­სა-ბა­თუ­მის ხაზ­ზე კურ­სი­რებ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, მას და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­უც­ვა­ლეს და "არ­მე­ნია" სა­ნი­ტა­რუ­ლი გემი გახ­და. ოდე­სის თავ­დაც­ვი­სას, გე­მით ქა­ლა­ქი­დან 16 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს. 1941 წლის 6 ნო­ემ­ბერს ბორტზე 4,5-დან 7 ათა­სამ­დე (სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით) ადა­მი­ა­ნის აყ­ვა­ნის შემ­დეგ, "არ­მე­ნია" სე­ვას­ტო­პო­ლი­დან გა­მო­ვი­და და იალ­ტის გავ­ლით გეზი ტუ­აპ­სეს­კენ აიღო.

ღია ზღვა­ში გემი გერ­მა­ნუ­ლი ავი­ა­ცი­ის მსხვერ­პლი გახ­და და 5 წუთ­ში ჩა­ი­ძი­რა. გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ 8 ადა­მი­ან­მა შეს­ძლო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შავ ზღვა­ში ჩა­ძი­რუ­ლი "არ­მე­ნი­ის" ზუს­ტი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი დღემ­დე უც­ნო­ბია.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ Russian7.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფები

ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფები

"გოია"

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნორვეგიულ სატვირთო გემ "გოიას" გერმანელები ტვირთის და პირადი შემადგენლობის გადატანისთვის იყენებდნენ. 1945 წლის 16 აპრილს გემი ლტოლვილთა და დაჭრილთა ევაკუაციისთვის მორიგ რეისს ასრულებდა. ბორტზე მყოფ მგზავრთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. მათი სავარაუდო რაოდენობა 6,000-დან 7,000-მდე მერყეობს.

ესკორტის ხომალდების მიუხედავად, "გოია" საბჭოთა წყალქვეშა ნავიდან გამოშვებული ტორპედოების მსხვერპლი გახდა. გემი 20 წთ-ში ჩაიძირა. გადარჩენა მხოლოდ 178-მა ადამიანმა შეძლო.

"ვილგელმ გუსტლოვი"

ხუთგემბანიანი საკრუიზო ლაინერი გერმანიის სიამაყედ ითვლებოდა. 1937 წელს მისი წყალში ჩაშვების ცერემონიას ადოლფ ჰიტლერი ესწრებოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გემს ჰოსპიტალის, მცურავი ყაზარმის, ბოლოს კი ხალხის ევაკუაციისთვის იყენებდნენ. 1945 წლის 30 იანვარს, ესკორტის ხომალდების თანხლებით, პოლონეთის ქალაქ გდინიდან გამოსულმა "ვილგელმ გუსტლოვმა" გეზი გერმანიისკენ აიღო.

საბჭოთა წყალქვეშა ნავმა С-13, გერმანული ფლოტის სიამაყე 3 ტორპედოთი ჩაძირა. სხვადასხვა მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 5,300-დან 9,300-მდე ადამიანს ითვლის.

JUNYO MARU

ამ სავაჭრო გემებს იაპონელები ტყვე ჯარისკაცების და მუშების გადაყვანისთვის იყენებდნენ. აუტანელი პირობების გამო, მათ "ჯოჯოხეთის გემებს" ეძახდნენ. ომის პერიოდში ამერიკულმა და ბრიტანულმა წყალქვეშა ნავებმა 9 ასეთი გემი ჩაძირეს. ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 1944 წლის 18 სექტემბერს მოხდა. Junyo Maru-ს ბორტზე 4,2 ათასი მუშა და 2,3 ათასი ამერიკელი, ავსტრალიელი და ბრიტანელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. გემი ბრიტანულმა წყალქვეშა ნავმა Tradewind-მა ჩაძირა. გადარჩენა მხოლოდ 880-მა ადამიანმა შესძლო.

"არმენია"

ლენინგრადში აგებული სამგზავრო გემი ოდესა-ბათუმის ხაზზე კურსირებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მას დანიშნულება შეუცვალეს და "არმენია" სანიტარული გემი გახდა. ოდესის თავდაცვისას, გემით ქალაქიდან 16 ათასი ადამიანი გამოიყვანეს. 1941 წლის 6 ნოემბერს ბორტზე 4,5-დან 7 ათასამდე (სხვადასხვა მონაცემებით) ადამიანის აყვანის შემდეგ, "არმენია" სევასტოპოლიდან გამოვიდა და იალტის გავლით გეზი ტუაპსესკენ აიღო.

ღია ზღვაში გემი გერმანული ავიაციის მსხვერპლი გახდა და 5 წუთში ჩაიძირა. გადარჩენა მხოლოდ 8 ადამიანმა შესძლო. აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში ჩაძირული "არმენიის" ზუსტი კოორდინატები დღემდე უცნობია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ Russian7.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა