სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"10 ლარი მივეცი ციხის კონტროლიორს და იუკადრისა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ოლეგ მელნიკოვის დედასთან
"10 ლარი მივეცი ციხის კონტროლიორს და იუკადრისა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ოლეგ მელნიკოვის დედასთან

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერ­და: "ოლეგს ჰყავს 80 წლის დედა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ე.წ. პე­რე­დაჩ­ზე იყო მო­სუ­ლი ტან­საც­მე­ლე­ბის შე­საგ­ზავ­ნად. ვი­ღაც ბიჭი მი­ვი­და მას­თან და უთხრა, ათი ლარი მი­ე­ცი კონ­ტრო­ლი­ორს და ური­გოდ შე­გა­ტა­რე­ბე­ნო. ეს ქალი არის 80 წლის და რა თქმა უნდა, უჭირ­და გრძელ რიგ­ში და­ლო­დე­ბა. ამო­ი­ღო ათი ლარი და მი­ა­წო­და კონ­ტრო­ლი­ორს. ამ დროს და­ი­ჭი­რეს და საქ­მე აღუძ­რეს ქრთა­მის მი­ცე­მა­ზე. ეს არ არის ზე­წო­ლა, როცა 80 წლის დე­დას ასეთ რა­მეს მო­უ­წყო­ბენ და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს აღუძ­რა­ვენ?" ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ჩვენ ოლეგ მელ­ნი­კო­ვის დე­დას, მად­ლე­ნა მელ­ნი­კო­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით.

- პრო­კუ­რა­ტუ­რამ მარ­თლა წა­გი­ყე­ნათ ბრა­ლი ქრთა­მის მი­ცე­მის­თვის?

- მეე? (იცი­ნის). რო­დე­საც პირ­ვე­ლად მი­ვე­დი ოლეგ­თან ცი­ხე­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­მეხ­მარ­ნენ "პე­რე­და­ჩის" გა­და­ცე­მა­ში. ხომ იცით, ჩვე­ნი ძვე­ლე­ბუ­რი წესი - ასე კარ­გად რომ მო­მექ­ცნენ, მად­ლო­ბის გა­დახ­და მინ­დო­და და ვი­ფიქ­რე, 10 ლარს მივ­ცემ-მეთ­ქი. დი­დის ამ­ბით და­მიბ­რუ­ნეს ფული და გა­მიკ­ვირ­და. რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში იჯდა ოლე­გი, იქ პრობ­ლე­მა არ იყო, პი­რი­ქით, ამა­ნათს როცა იბა­რებ­დნენ, ფულს თვი­თონ თხო­უ­ლობ­დნენ. უკ­რა­ი­ნა­ში ცი­ხე­ში არც მივ­დი­ო­დი, იქ ისე­თი რი­გე­ბი იყო, ჩემი რძლის ახ­ლო­ბელს ვა­ტან­დი ამა­ნათს. ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დე, არ ვი­ცო­დი, რომ თან­ხა არ უნდა შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა-მეთ­ქი. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მო­ვი­და ჩემ­თან და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა და­მა­წე­რი­ნა, რა და რო­გორ იყო. ამით დამ­თავ­რდა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ეს მოხ­და სექ­ტემ­ბერ­ში. ახლა წა­მი­ყე­ნეს ბრა­ლი? არ ვიცი, ჯერ ჩე­მამ­დე არა­ვინ მო­სუ­ლა, არც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ვუ­ბა­რე­ბი­ვარ ვინ­მეს. პირ­ვე­ლად თქვენ­გან მეს­მის. ალ­ბათ ზე­წო­ლაა ისე­თი ჩემ­ზე და ყვე­ლა­ზე... არ ვიცი, რა­შია საქ­მე.

74 წლის ვარ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა დრო­ში ვარ გაზ­რდი­ლი და მე­გო­ნა, ახ­ლაც ასე იყო. გა­და­ვე­ცი 10 ლარი კონ­ტრო­ლი­ორს, იუ­კად­რი­სა და მი­თხრა, არა, არ შე­იძ­ლე­ბაო. ამის­თვის ბო­დი­შიც მო­ვი­ხა­დე. სულ ეს იყო.

- ოლეგს თუ ნა­ხუ­ლობთ?

- არ მაქვს მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ მიშ­ვე­ბენ მას­თან პა­ე­მან­ზე. ალ­ბათ, არ უნ­დათ, რომ ვნა­ხო.

- თუ იცით, რა­ტომ მის­ცა ოლეგ­მა აცი­ლე­ბა თა­ვის ად­ვო­კა­ტებს?

- ვიცი, რომ მის­ცა, მაგ­რამ რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

- თქვე­ნი შვი­ლის­თვის წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­ზე რას იტყვით?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ბლე­ფი, მო­გო­ნი­ლია. პო­ლი­ცი­ე­ლი, აზა­რაშ­ვი­ლი, ვისი ცე­მის გა­მოც გა­მო­უ­ტა­ნეს ოლეგს გა­ნა­ჩე­ნი, ჩემს შვილს ცხოვ­რე­ბა­ში არ უნა­ხავს. არც იცის, ვინ არის და რა­ტომ, რის­თვის წა­უ­ყე­ნეს ასე­თი სას­ჯე­ლი - 3,9 წელი? მა­შინ, მეც ჩამ­სვან ცი­ხე­ში, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩავ­ჯდე­ბი. მეც გა­მო­მი­ჩე­ნენ ალ­ბათ, მი­ზეზს. ოლეგს ახლა სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი, ვი­ღაც ვარ­ლა­მი იცავს.

- აპი­რებს ოლე­გი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას?

- არა­ფე­რი არ ვიცი.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი, ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"10 ლარი მივეცი ციხის კონტროლიორს და იუკადრისა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ოლეგ მელნიკოვის დედასთან

"10 ლარი მივეცი ციხის კონტროლიორს და იუკადრისა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ოლეგ მელნიკოვის დედასთან

რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერდა: "ოლეგს ჰყავს 80 წლის დედა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ე.წ. პერედაჩზე იყო მოსული ტანსაცმელების შესაგზავნად. ვიღაც ბიჭი მივიდა მასთან და უთხრა, ათი ლარი მიეცი კონტროლიორს და ურიგოდ შეგატარებენო. ეს ქალი არის 80 წლის და რა თქმა უნდა, უჭირდა გრძელ რიგში დალოდება. ამოიღო ათი ლარი და მიაწოდა კონტროლიორს. ამ დროს დაიჭირეს და საქმე აღუძრეს ქრთამის მიცემაზე. ეს არ არის ზეწოლა, როცა 80 წლის დედას ასეთ რამეს მოუწყობენ და სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ?" ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ოლეგ მელნიკოვის დედას, მადლენა მელნიკოვას დავუკავშირდით.

- პროკურატურამ მართლა წაგიყენათ ბრალი ქრთამის მიცემისთვის?

- მეე? (იცინის). როდესაც პირველად მივედი ოლეგთან ციხეში, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები დამეხმარნენ "პერედაჩის" გადაცემაში. ხომ იცით, ჩვენი ძველებური წესი - ასე კარგად რომ მომექცნენ, მადლობის გადახდა მინდოდა და ვიფიქრე, 10 ლარს მივცემ-მეთქი. დიდის ამბით დამიბრუნეს ფული და გამიკვირდა. როდესაც უკრაინაში იჯდა ოლეგი, იქ პრობლემა არ იყო, პირიქით, ამანათს როცა იბარებდნენ, ფულს თვითონ თხოულობდნენ. უკრაინაში ციხეში არც მივდიოდი, იქ ისეთი რიგები იყო, ჩემი რძლის ახლობელს ვატანდი ამანათს. ბოდიში მოვიხადე, არ ვიცოდი, რომ თანხა არ უნდა შემეთავაზებინა-მეთქი. გამომძიებელი მოვიდა ჩემთან და ახსნა-განმარტება დამაწერინა, რა და როგორ იყო. ამით დამთავრდა ეს ყველაფერი. ეს მოხდა სექტემბერში. ახლა წამიყენეს ბრალი? არ ვიცი, ჯერ ჩემამდე არავინ მოსულა, არც პროკურატურაში დავუბარებივარ ვინმეს. პირველად თქვენგან მესმის. ალბათ ზეწოლაა ისეთი ჩემზე და ყველაზე... არ ვიცი, რაშია საქმე.

74 წლის ვარ. მოგეხსენებათ, რა დროში ვარ გაზრდილი და მეგონა, ახლაც ასე იყო. გადავეცი 10 ლარი კონტროლიორს, იუკადრისა და მითხრა, არა, არ შეიძლებაო. ამისთვის ბოდიშიც მოვიხადე. სულ ეს იყო.

- ოლეგს თუ ნახულობთ?

- არ მაქვს მისი ნახვის საშუალება, ჯერჯერობით არ მიშვებენ მასთან პაემანზე. ალბათ, არ უნდათ, რომ ვნახო.

- თუ იცით, რატომ მისცა ოლეგმა აცილება თავის ადვოკატებს?

- ვიცი, რომ მისცა, მაგრამ რატომ გააკეთა ეს, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

- თქვენი შვილისთვის წაყენებულ ბრალზე რას იტყვით?

- ეს ყველაფერი არის ბლეფი, მოგონილია. პოლიციელი, აზარაშვილი, ვისი ცემის გამოც გამოუტანეს ოლეგს განაჩენი, ჩემს შვილს ცხოვრებაში არ უნახავს. არც იცის, ვინ არის და რატომ, რისთვის წაუყენეს ასეთი სასჯელი - 3,9 წელი? მაშინ, მეც ჩამსვან ციხეში, დიდი სიამოვნებით ჩავჯდები. მეც გამომიჩენენ ალბათ, მიზეზს. ოლეგს ახლა სახაზინო ადვოკატი, ვიღაც ვარლამი იცავს.

- აპირებს ოლეგი გამოძიებასთან თანამშრომლობას?

- არაფერი არ ვიცი.

ნანა ფიცხელაური, ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ