სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბათუმის პორტი საფრთხის წინაშეა - ტალგატ ბაიტაზიევის საქმეს პროკურატურა იძიებს
ბათუმის პორტი საფრთხის წინაშეა - ტალგატ ბაიტაზიევის საქმეს პროკურატურა იძიებს

"ბიზ­ნეს­მე­ნი", რო­მე­ლიც ნავ­თო­ბის სკან­დალ­შია გახ­ვე­უ­ლი და სე­პა­რა­ტის­ტულ რე­ჟი­მებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს

2012 წლის დე­კემ­ბრის თვი­დან ბა­თუ­მის პორ­ტს ახა­ლი მმარ­თვე­ლი ჰყავს - ტალ­გატ ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში არა­ერთ სკან­დალ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი, ამას ხელი არ შე­უშ­ლია მის­თვის ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტი ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ, რო­გო­რიც პორ­ტია. მისი და­ნიშ­ვნი­დან სულ მალე ბა­თუ­მის პორ­ტში, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, პრობ­ლე­მე­ბი და­ი­წყო. ბა­ი­ტა­ზი­ევ­მა თა­ვი­სი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა და პორ­ტი­დან ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის გან­დევ­ნას შე­უდ­გა. სა­მა­გი­ე­როდ, შექ­მნა ახა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა უკა­ნაც, სარ­წმუ­ნო წყა­როს ცნო­ბით, თა­ვი­სი შვი­ლის მე­გობ­რე­ბი დგა­ნან.

რუ­სულ და მოლ­დო­ვურ ინ­ტერ­ნეტ სა­ი­ტებ­ზე ად­ვი­ლად მო­ძებ­ნით ინ­ფორ­მა­ცი­ას ბა­ი­ტა­ზი­ე­ვის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე დნესტრის­პი­რე­თის არა­ღი­ა­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­ში. მისი და შვჩუ­კის მე­გობ­რო­ბა­ზე ბევ­რი იწე­რე­ბა და არც თა­ვად მა­ლა­ვენ სიმ­პა­ტი­ებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "Новости приднестровья" იუ­წყე­ბა, შარ­შან ბა­ი­ტა­ზი­ევ­მა დნესტრის­პი­რეთ­ში 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია და­ა­ბან­და და შევ­ჩუკს და­პირ­და, რომ კი­დევ 8 მი­ლი­ონს და­ხარ­ჯავ­და. ყა­ზა­ხი ბიზ­ნეს­მე­ნი სლო­ბო­ძე­ის­კში დიდი წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტის მფლო­ბე­ლია. მოლ­დო­ვუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ცნო­ბით, ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი დნესტრის­პი­რეთ­ში სა­ბან­კო სექ­ტორ­შიც საქ­მი­ა­ნობს და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბანკს ფლობს.

ბა­თუ­მის პორ­ტის მმარ­თვე­ლი ყა­ზა­ხე­თის სა­ნავ­თო­ბო სკან­დალ­ში ერთ-ერთი მთა­ვარ პერ­სო­ნად ფი­გუ­რი­რებს, რის შე­სა­ხე­ბაც ყა­ზა­ხურ პრე­სა­ში არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა.

Taszhargan.info -ს ცნო­ბით, სკან­და­ლი 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო. ძებ­ნა გა­მო­ცხად­და ერთ-ერთი დიდი რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბო­და 35 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნა. დამ­ნა­შა­ვე­თა ჯგუფ­მა სა­ხელ­მწი­ფოს 71 მი­ლი­არ­დი ტენ­გეს (100 ტენ­გე - 1 ლარი) ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთი წევ­რი ბა­თუ­მის პორ­ტის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ტალ­გატ ბა­ი­ტა­ზი­ე­ვია, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის პორ­ტის დი­რექ­ტო­რად პორ­ტის მმარ­თველ­მა კომ­პა­ნი­ამ "ყა­ზტრან­სო­ილ­მა" 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ნიშ­ნა.

ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი ატი­რა­უს რე­გი­ონ­ში ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და. სწო­რედ ამ რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დებ­და ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა. ბან­დის წევ­რე­ბი ქმნიდ­ნენ კომ­პა­ნი­ებს, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. მსგავ­სი კომ­პა­ნი­ე­ბის შექ­მნა­სა და შავი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ბა­თუ­მის პორ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

ყა­ზა­ხურ პრე­სა­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ატი­რა­უს ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის ტოპ მე­ნე­ჯე­რე­ბი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ კომ­პა­ნი­ებს ლო­ბი­რებ­დნენ. სტა­ტია Forbes.Kazakhstan-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სა­უ­ბა­რია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხის გა­თეთ­რე­ბის სქე­მა­ზე. ეს სწო­რედ ის ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნაა, რო­მელ­საც ტალ­გატ ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი ბა­თუ­მის პორ­ტის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ვნამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Thenews-ის ცნო­ბით, სქე­მა რომ­ლი­თაც კრი­მი­ნა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ ზედ­მი­წევ­ნით მარ­ტი­ვი იყო: და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მე­წარ­მე­ე­ბის თქმით, აღ­ნიშ­ნულ სქე­მა­ში მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი იყო ქარ­ხნის ყო­ფი­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, შემ­დგომ კი ატი­რა­უს ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე რუ­ფატ ხურ­ჟა­ლა­კო­ვი. ბა­ი­ტა­ზი­ე­ვის მა­შინ­დე­ლი მო­ად­გი­ლე ითან­ხმებ­და მცი­რე ტრე­ი­დე­რებს, რომ­ლებ­საც არ ჰქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა და დიდი კა­პი­ტა­ლი, რომ ეთა­ნამ­შრომ­ლათ ახ­ლად­შექ­მნილ კომ­პა­ნი­ებ­თან და არა პირ­და­პირ ქარ­ხა­ნას­თან. მკაც­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ე­წყოთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­თან. არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ტრე­ი­დე­რე­ბი პარტნი­ო­რე­ბის­გან იღებ­დნენ ავანსს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს კი უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში სა­ნა­ხევ­როდ ას­რუ­ლებ­დნენ.

კომ­პა­ნი­ე­ბის ზა­რა­ლი თვი­დან თვემ­დე იზ­რდე­ბო­და, მათი ფული კი ქარ­ხნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ჯი­ბე­ში ინაც­ვლებ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­მარ­თათ. აქ კი გა­ირ­კვა, რომ მო­პა­სუ­ხე მხა­რის ან­გა­რი­შე­ბი ცა­რი­ე­ლი იყო და თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და.

ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი სქე­მის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბის შემ­დეგ, ქარ­ხნის ექს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ტალ­გატ ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ჩვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში - ბა­თუ­მის პორ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტზე მო­ავ­ლი­ნეს. ბა­ი­ტა­ზი­ე­ვის "თა­ნა­მო­აზ­რე" კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი კი და­ა­წი­ნა­უ­რეს და გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მა დღე­საც მუ­შა­ობს და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი იზ­რდე­ბა... ყა­ზა­ხე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

Forbes.Kazakhstan-ი იუ­წყე­ბა, რომ ყა­ზა­ხე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ატი­რა­უს რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა ნავ­თო­ბით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას ეწე­ო­და და ეს საქ­მი­ა­ნო­ბაც იმ სა­წარ­მოს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. საქ­მე აღ­ძრუ­ლია 200 000 ტონა ნავ­თო­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. აქე­დან 33 000 ტონა ქვეყ­ნის შიგ­ნით გა­ი­ყი­და, ხოლო 168 ათა­სი ტონა ნავ­თო­ბი, ყო­ველ­გვა­რი აღ­რი­ცხვის გა­რე­შე, ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ყა­ზა­ხე­თი­დან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა არ ეხე­ბა ბა­ი­ტა­ზი­ე­ვის ბა­თუ­მის პორ­ტის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს. და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლია იმ დროს, რო­დე­საც პორ­ტის ამ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი ატი­რა­უ­ში ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და.

თუმ­ცა, ბა­ი­ტა­ზი­ევ­მა ბა­თუ­მის პორ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად ერ­თწ­ლი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ა­ხერ­ხა პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა სა­წარ­მოს­თვის. მის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სარ­ჩე­ლია შე­ტა­ნი­ლი.

ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნალ­მა BICT-მა, უკვე შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი ლონ­დო­ნის სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო. ანა­ლო­გი­უ­რი სარ­ჩე­ლი შე­ვი­და ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში პორ­ტის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნია "ტრან­სის­ტე­მის­გა­ნაც". ორი­ვე კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აცხა­დებს, რომ ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი უხე­შად არ­ღვევს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებს და მას­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გი ყოვ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

სა­მა­გი­ე­როდ, ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი ქმნის ახალ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლი­თაც ცდი­ლობს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე გა­დამ­ზი­და­ვე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლოს, რი­თაც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის ბა­თუ­მის პორ­ტს. სარ­წმუ­ნო წყა­როს ცნო­ბით, ახალ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის უკან ბა­ი­ტა­ზი­ე­ვის შვი­ლე­ბის მე­გობ­რე­ბი დგა­ნან. მისი შვი­ლე­ბი თა­ვი­ანთ მე­გობ­რებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რომ ზრუ­ნა­ვენ, ეს უკ­რა­ი­ნულ პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­და­ნაც ჩანს...

ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი - ბა­ი­ტა­ზი­ე­ვე­ბის ოჯა­ხის სი­სუს­ტე

Taszhargan.info-ს ჟურ­ნა­ლის­ტის დე­ნის ყა­რა­მა­ნო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი გა­მო­ძი­ე­ბას კვიპ­როს­ში ემა­ლე­ბა. მისი მო­საზ­რე­ბით, სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი, რომ ის იშ­ვი­ა­თად ჩა­დის ბა­თუმ­ში და სა­ერ­თოდ არ ჩნდე­ბა სამ­შობ­ლო­ში. ბა­თუ­მის პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მათ დი­რექ­ტო­რი არ უნა­ხავთ. ზოგი ამ­ბობს, რომ ნა­ნა­ხი აქვთ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კორ­ტე­ჟი, რო­მე­ლიც ბა­ი­ტა­ზი­ევს ეკუთ­ვნის.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში ორი უძ­ვირ­ფა­სე­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მოჩ­ნდა. უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დიდ­ხანს ეძებ­დნენ Ferrari F12 Berlinetta Mansory-ს და Mercedes-Benz G Mansory Gronos-ს მფლო­ბელს. ამ "სუ­პერ­მან­ქა­ნე­ბის" ფასი მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ დო­ლარ­ზე მე­ტია. სა­ა­გენ­ტო Homeclub-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცნო­ბით, "შე­დევ­რე­ბის" მფლო­ბე­ლი ბა­თუ­მის პორ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ტალ­გატ ბა­ი­ტა­ზი­ე­ვის ვაჟი მი­ხე­ილ ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი აღ­მოჩ­ნდა. მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში კი­დევ ერთი მი­ლი­ონ­ნა­ხევ­რი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლია - Lamborghini Aventador Oakley Design, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში არა­ბუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით მოძ­რა­ობს.

რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი პრე­სა იუ­წყე­ბა, თა­ვად ნავ­თობ­მაგ­ნა­ტიც იმ­ყო­ფე­ბო­და კი­ევ­ში და არა­ნაკ­ლე­ბი სიძ­ვი­რის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კორ­ტე­ჟით.

მი­ხე­ილ ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი 26 წლი­საა და ჰყავს ძმა - რუს­ტა­მი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათი მი­მო­წე­რი­დან ჩანს, რომ ძმებს ალ­მა­ა­ტა­სა და ატი­რა­უს­თან ერ­თად მშობ­ლი­ურ ქა­ლა­ქე­ბად მი­აჩ­ნი­ათ ჟე­ნე­ვა, მო­ნა­კო და კი­ე­ვი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მო­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ მი­ხე­ილ ბა­ი­ტა­ზი­ე­ვი ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ში­გა­და­შიგ მე­გობ­რებ­საც ჩუქ­ნის - ცოტა ხნის წინ მი­შამ მე­გო­ბარს "ლამ­ბორ­ჯი­ნი" უსახ­სოვ­რა. ყა­ზა­ხი მი­ლი­ო­ნე­რის ვაჟი იქვე აა­ნონ­სებს, რომ მალე კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი Bugatti Veyron Mansory-ი გა­მოჩ­ნდე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბათუმის პორტი საფრთხის წინაშეა - ტალგატ ბაიტაზიევის საქმეს პროკურატურა იძიებს

ბათუმის პორტი საფრთხის წინაშეა - ტალგატ ბაიტაზიევის საქმეს პროკურატურა იძიებს

"ბიზნესმენი", რომელიც ნავთობის სკანდალშია გახვეული და სეპარატისტულ რეჟიმებთან თანამშრომლობს

2012 წლის დეკემბრის თვიდან ბათუმის პორტს ახალი მმართველი ჰყავს - ტალგატ ბაიტაზიევი. მიუხედავად იმისა, რომ ბაიტაზიევი თავის ქვეყანაში არაერთ სკანდალში იყო გახვეული, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ისეთი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი ჩაებარებინათ, როგორიც პორტია. მისი დანიშვნიდან სულ მალე ბათუმის პორტში, როგორც მოსალოდნელი იყო, პრობლემები დაიწყო. ბაიტაზიევმა თავისი აპრობირებული მეთოდები გამოიყენა და პორტიდან ყველაზე ძლიერი გადამზიდავი კომპანიების განდევნას შეუდგა. სამაგიეროდ, შექმნა ახალი კომპანიები, რომელთა უკანაც, სარწმუნო წყაროს ცნობით, თავისი შვილის მეგობრები დგანან.

რუსულ და მოლდოვურ ინტერნეტ საიტებზე ადვილად მოძებნით ინფორმაციას ბაიტაზიევის ბიზნესსაქმიანობაზე დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში. მისი და შვჩუკის მეგობრობაზე ბევრი იწერება და არც თავად მალავენ სიმპატიებს ერთმანეთის მიმართ. როგორც ინტერნეტგამოცემა "Новости приднестровья" იუწყება, შარშან ბაიტაზიევმა დნესტრისპირეთში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია დააბანდა და შევჩუკს დაპირდა, რომ კიდევ 8 მილიონს დახარჯავდა. ყაზახი ბიზნესმენი სლობოძეისკში დიდი წისქვილკომბინატის მფლობელია. მოლდოვური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბაიტაზიევი დნესტრისპირეთში საბანკო სექტორშიც საქმიანობს და საინვესტიციო ბანკს ფლობს.

ბათუმის პორტის მმართველი ყაზახეთის სანავთობო სკანდალში ერთ-ერთი მთავარ პერსონად ფიგურირებს, რის შესახებაც ყაზახურ პრესაში არაერთი სტატია დაიწერა.

Taszhargan.info -ს ცნობით, სკანდალი 2013 წლის თებერვალში დაიწყო. ძებნა გამოცხადდა ერთ-ერთი დიდი რეგიონის ხელმძღვანელზე, რომელსაც ბრალად ედებოდა 35 ადამიანისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფების შექმნა. დამნაშავეთა ჯგუფმა სახელმწიფოს 71 მილიარდი ტენგეს (100 ტენგე - 1 ლარი) ზარალი მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ბათუმის პორტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ტალგატ ბაიტაზიევია, რომელიც ბათუმის პორტის დირექტორად პორტის მმართველმა კომპანიამ "ყაზტრანსოილმა" 2012 წლის დეკემბერში დანიშნა.

ბაიტაზიევი ატირაუს რეგიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. სწორედ ამ რეგიონში მოქმედებდა ზემოთ ხსენებული დაჯგუფება. ბანდის წევრები ქმნიდნენ კომპანიებს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის. მსგავსი კომპანიების შექმნასა და შავი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი ბათუმის პორტის გენერალური დირექტორი.

ყაზახურ პრესაში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ატირაუს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტოპ მენეჯერები არაკეთილსინდისიერ კომპანიებს ლობირებდნენ. სტატია Forbes.Kazakhstan-მა გამოაქვეყნა. საუბარია დიდი რაოდენობით თანხის გათეთრების სქემაზე. ეს სწორედ ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელსაც ტალგატ ბაიტაზიევი ბათუმის პორტის გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა.

საინფორმაციო სააგენტო Thenews-ის ცნობით, სქემა რომლითაც კრიმინალი ბიზნესმენები მოქმედებდნენ ზედმიწევნით მარტივი იყო: დაზარალებული მეწარმეების თქმით, აღნიშნულ სქემაში მთავარი მოქმედი პირი იყო ქარხნის ყოფილი კომერციული დირექტორი, შემდგომ კი ატირაუს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე რუფატ ხურჟალაკოვი. ბაიტაზიევის მაშინდელი მოადგილე ითანხმებდა მცირე ტრეიდერებს, რომლებსაც არ ჰქონდა სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა და დიდი კაპიტალი, რომ ეთანამშრომლათ ახლადშექმნილ კომპანიებთან და არა პირდაპირ ქარხანასთან. მკაცრი პირობების გამო, ბიზნესმენები იძულებულები იყვნენ თანამშრომლობა დაეწყოთ შემოთავაზებულ კომპანიებთან. არაკეთილსინდისიერი ტრეიდერები პარტნიორებისგან იღებდნენ ავანსს, ვალდებულებებს კი უკეთეს შემთხვევაში სანახევროდ ასრულებდნენ.

კომპანიების ზარალი თვიდან თვემდე იზრდებოდა, მათი ფული კი ქარხნის ხელმძღვანელების ჯიბეში ინაცვლებდა. დაზარალებული კომპანიები იძულებულები გახდნენ სასამართლოსთვის მიემართათ. აქ კი გაირკვა, რომ მოპასუხე მხარის ანგარიშები ცარიელი იყო და თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდებოდა.

ამ კრიმინალური სქემის გამოაშკარავების შემდეგ, ქარხნის ექს გენერალური დირექტორი ტალგატ ბაიტაზიევი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ჩვენთან, საქართველოში - ბათუმის პორტის გენერალური დირექტორის პოსტზე მოავლინეს. ბაიტაზიევის "თანამოაზრე" კომერციული დირექტორი კი დააწინაურეს და გენერალურ დირექტორად დანიშნეს. როგორც ირკვევა, მათი შემუშავებული სქემა დღესაც მუშაობს და დაზარალებულების რიცხვი იზრდება... ყაზახეთის პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო.

Forbes.Kazakhstan-ი იუწყება, რომ ყაზახეთის პროკურატურის ცნობით, ატირაუს რეგიონში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება ნავთობით უკანონო ვაჭრობას ეწეოდა და ეს საქმიანობაც იმ საწარმოსთან არის დაკავშირებული, რომელსაც ბაიტაზიევი ხელმძღვანელობდა. საქმე აღძრულია 200 000 ტონა ნავთობის უკანონო რეალიზაციაზე. აქედან 33 000 ტონა ქვეყნის შიგნით გაიყიდა, ხოლო 168 ათასი ტონა ნავთობი, ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე, ექსპორტირებული ყაზახეთიდან.

პროკურატურის განცხადებაში მითითებულია, რომ კრიმინალური საქმიანობა არ ეხება ბაიტაზიევის ბათუმის პორტის დირექტორად მუშაობის პერიოდს. დანაშაული ჩადენილია იმ დროს, როდესაც პორტის ამჟამინდელი დირექტორი ატირაუში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

თუმცა, ბაიტაზიევმა ბათუმის პორტის ხელმძღვანელად ერთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მოახერხა პრობლემები შეექმნა საწარმოსთვის. მის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე სარჩელია შეტანილი.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა BICT-მა, უკვე შეიტანა სარჩელი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. ანალოგიური სარჩელი შევიდა ქართულ სასამართლოში პორტის ერთ-ერთი წამყვანი გადამზიდი კომპანია "ტრანსისტემისგანაც". ორივე კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბაიტაზიევი უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს და მასთან კონსტრუქციული დიალოგი ყოვლად წარმოუდგენელია.

სამაგიეროდ, ბაიტაზიევი ქმნის ახალ კომპანიებს, რომლითაც ცდილობს დიდი გამოცდილების მქონე გადამზიდავები ჩაანაცვლოს, რითაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბათუმის პორტს. სარწმუნო წყაროს ცნობით, ახალ დაფუძნებული კომპანიების უკან ბაიტაზიევის შვილების მეგობრები დგანან. მისი შვილები თავიანთ მეგობრებზე განსაკუთრებულად რომ ზრუნავენ, ეს უკრაინულ პრესაში გამოქვეყნებული მასალებიდანაც ჩანს...

ძვირადღირებული ავტომობილები - ბაიტაზიევების ოჯახის სისუსტე

Taszhargan.info-ს ჟურნალისტის დენის ყარამანოვის ინფორმაციით, ბაიტაზიევი გამოძიებას კვიპროსში ემალება. მისი მოსაზრებით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ის იშვიათად ჩადის ბათუმში და საერთოდ არ ჩნდება სამშობლოში. ბათუმის პორტის თანამშრომლებიც ადასტურებენ, რომ მათ დირექტორი არ უნახავთ. ზოგი ამბობს, რომ ნანახი აქვთ ძვირადღირებული ავტომობილების კორტეჟი, რომელიც ბაიტაზიევს ეკუთვნის.

რამდენიმე თვის წინ კიევის ქუჩებში ორი უძვირფასესი ავტომობილი გამოჩნდა. უკრაინელი ჟურნალისტები დიდხანს ეძებდნენ Ferrari F12 Berlinetta Mansory-ს და Mercedes-Benz G Mansory Gronos-ს მფლობელს. ამ "სუპერმანქანების" ფასი მილიონნახევარ დოლარზე მეტია. სააგენტო Homeclub-ის ჟურნალისტების ცნობით, "შედევრების" მფლობელი ბათუმის პორტის გენერალური დირექტორის ტალგატ ბაიტაზიევის ვაჟი მიხეილ ბაიტაზიევი აღმოჩნდა. მის მფლობელობაში კიდევ ერთი მილიონნახევრიანი ავტომობილია - Lamborghini Aventador Oakley Design, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში არაბული სანომრე ნიშნებით მოძრაობს.

როგორც უკრაინული პრესა იუწყება, თავად ნავთობმაგნატიც იმყოფებოდა კიევში და არანაკლები სიძვირის ავტომობილების კორტეჟით.

მიხეილ ბაიტაზიევი 26 წლისაა და ჰყავს ძმა - რუსტამი. სოციალურ ქსელში მათი მიმოწერიდან ჩანს, რომ ძმებს ალმაატასა და ატირაუსთან ერთად მშობლიურ ქალაქებად მიაჩნიათ ჟენევა, მონაკო და კიევი. სოციალურ ქსელში მიმოწერებიდან ირკვევა, რომ მიხეილ ბაიტაზიევი ძვირადღირებულ ავტომობილებს შიგადაშიგ მეგობრებსაც ჩუქნის - ცოტა ხნის წინ მიშამ მეგობარს "ლამბორჯინი" უსახსოვრა. ყაზახი მილიონერის ვაჟი იქვე აანონსებს, რომ მალე კიევის ქუჩებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი Bugatti Veyron Mansory-ი გამოჩნდება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი