უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლები მიმდინარეობს: რუსმა სეპარატისტებმა უკრაინის თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლები მიმდინარეობს: რუსმა სეპარატისტებმა უკრაინის თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, სამხედრო აეროდრომზე შეჭრილმა რუსმა სეპარატისტებმა უკრაინის თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ლიგა.ნეტ-ის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ რუსი სეპარატისტები კრამატორსკის სამხედრო აეროდრომის დაკავებას შეეცადნენ და ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ თვითმფრინავს, რომელიც აეროდრომში დაჯდომას ახორციელებდა.

ამასთან, აეროდრომთან ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილში რუსი სეპარატისტები ადმინისტრაციული შენობის შტურმს ახორციელებენ.

არსებული ინფორმაციით, დღეს დილით რუსმა სეპარატისტებმა კრამატორსკის მილიციის დაკავებული შენობა გაათავისუფლეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა