სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქეთევან ციხელაშვილი - ჟურნალისტების დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ
ქეთევან ციხელაშვილი - ჟურნალისტების დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ

სო­ფელ აძვში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ3"-ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ესა­უბ­რა.

"რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე უკვე გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. რო­გორც მაც­ნო­ბეს, მი­სია "ცხე­ლი ხა­ზის" სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­და ოსურ მხა­რეს და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­კა­ვე­ბა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და სა­ვა­ლა­ლო ფაქ­ტია, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა სო­ფელ აძვში ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ტე­ლე­კომ­პა­ნია "TV 3"-ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი - ჟურ­ნა­ლის­ტი ბელა ზა­ქა­ი­ძე, ოპე­რა­ტო­რი ვახო ლე­კი­აშ­ვი­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ხე­ილ მი­ხო­ე­ვი.

და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ტე­ლე­კომ­პა­ნია ავ­რცე­ლებს. მისი ცნო­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სო­ფელ აძვში სა­ზღვრის გად­მო­წე­ვის ფაქ­ტის გა­სა­შუ­ქებ­ლად იყო ჩა­სუ­ლი, რო­დე­საც რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა და­ა­კა­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქეთევან ციხელაშვილი - ჟურნალისტების დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ

ქეთევან ციხელაშვილი - ჟურნალისტების დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ

სოფელ აძვში რუსი სამხედროების მიერ ტელეკომპანია "ტვ3"-ის გადამღები ჯგუფის დაკავების თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას ესაუბრა.

"რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ჟურნალისტების თაობაზე უკვე გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასთან. როგორც მაცნობეს, მისია "ცხელი ხაზის" საშუალებით დაუკავშირდა ოსურ მხარეს და ჟურნალისტების გათავისუფლებაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჟურნალისტების დაკავება ძალიან სამწუხარო და სავალალო ფაქტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

დაკავების შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. მისი ცნობით, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა