სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აფთიაქებმა რეცეპტის გარეშე ნარკოტიკულ საშუალებებს მიკუთვნებული 5 396 228 ერთეული პრეპარატი გასცეს
აფთიაქებმა რეცეპტის გარეშე ნარკოტიკულ საშუალებებს მიკუთვნებული 5 396 228 ერთეული პრეპარატი გასცეს

აფ­თი­ა­ქებ­მა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი 5 396 228 ერ­თე­უ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი რე­ცეპ­ტის გა­რე­შე გას­ცეს. 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სსიპ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, დღეს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

2014 წლის 1 იან­ვრი­დან 15 აპ­რი­ლამ­დე პე­რი­ოდ­ში ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის შე­დე­გად შედ­გე­ნი­ლია 63 ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი (მათ შო­რის 2 დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­და ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის სის­ტე­მის და­მონ­ტა­ჟე­ბა-ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის). "წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 4412 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, სახ­დე­ლის ოდე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 325 600 ლარი.

22 სა­აფ­თი­ა­ქო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან რე­ცეპ­ტის გა­რე­შე სულ გა­ცე­მუ­ლია 5 396 228 ერ­თე­უ­ლი პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის­თვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი (მათ შო­რის 1 იან­ვრი­დან 15 მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში - 1 973 378 ერ­თე­უ­ლი კო­დე­ი­ნის შემ­ცვე­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტი, რომ­ლე­ბიც 2014 წლის 15 მარ­ტი­დან "ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის, პრე­კურ­სო­რე­ბი­სა და ნარ­კო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნუს­ხა­ში შე­ვი­და. რე­ჟი­მის გამ­კაც­რე­ბის შემ­დეგ (2014 წლის 15 მარ­ტი­დან), აფ­თი­ა­ქებ­ში "კო­დე­ი­ნის" შემ­ცვე­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­მოქ­ცე­ვის ფაქ­ტე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა). სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა დე­ზო­მორ­ფი­ნის - "კრო­კო­დი­ლის" გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი.

2014 წლის 14 იან­ვარს, მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ტროლს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა 6 გე­ნე­რი­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი (ბაკ­ლო­ფე­ნი, გა­ბა­პენ­ტი­ნი, ზო­პიკ­ლო­ნი, ზა­ლეპ­ლო­ნი, ტრო­პი­კა­მი­დი, დექ­სტრო­მე­ტორ­ფა­ნის შემ­ცვე­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი). კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 2014 წლის 14 იან­ვრი­დან 15 აპ­რი­ლამ­დე პე­რი­ოდ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ცეპ­ტის (ფორ­მა #2) გა­რე­შე აფ­თი­ა­ქე­ბი­დან გა­ცე­მუ­ლია 723 815 ერ­თე­უ­ლი ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი 6 ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა.

კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ჩა­მორ­თმე­უ­ლი იქნა 28 895 ერ­თე­უ­ლი (ტაბ­ლე­ტი, კაფ­სუ­ლა, ამ­პუ­ლა) აღ­რი­ცხვის დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით არ­სე­ბუ­ლი, 495 ერ­თე­უ­ლი ვა­და­გა­სუ­ლი, 94 ერ­თე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბის არმ­ქო­ნე I ჯგუ­ფის­თვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი; ასე­ვე 323 ერ­თე­უ­ლი ვა­და­გა­სუ­ლი, 2887 ერ­თე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბის არმ­ქო­ნე, 2384 ერ­თე­უ­ლი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით არ­სე­ბუ­ლი II და III ჯგუ­ფის­თვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი.

ერთი კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე (დარ­ღვე­ვა და­ფიქ­სირ­და 3-ჯერ) რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის 2014 წლის 1 აპ­რი­ლის #02-413/ო ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი აფ­თი­ა­ქის ნე­ბარ­თვა გა­უ­უქ­მდა 1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

აფთიაქებმა რეცეპტის გარეშე ნარკოტიკულ საშუალებებს მიკუთვნებული 5 396 228 ერთეული პრეპარატი გასცეს

აფთიაქებმა რეცეპტის გარეშე ნარკოტიკულ საშუალებებს მიკუთვნებული 5 396 228 ერთეული პრეპარატი გასცეს

აფთიაქებმა ნარკოტიკულ საშუალებებს მიკუთვნებული 5 396 228 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი რეცეპტის გარეშე გასცეს. 2014 წლის განმავლობაში სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შესახებ, დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.

2014 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად შედგენილია 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (მათ შორის 2 დარღვევა გამოვლინდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესების დარღვევისთვის). "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4412 მუხლის შესაბამისად, სახდელის ოდენობამ შეადგინა 325 600 ლარი.

22 სააფთიაქო დაწესებულებიდან რეცეპტის გარეშე სულ გაცემულია 5 396 228 ერთეული პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი (მათ შორის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში - 1 973 378 ერთეული კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი, რომლებიც 2014 წლის 15 მარტიდან "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში შევიდა. რეჟიმის გამკაცრების შემდეგ (2014 წლის 15 მარტიდან), აფთიაქებში "კოდეინის" შემცველი კომბინირებული პრეპარატების მიმოქცევის ფაქტები არ დაფიქსირებულა). სამართალდამცავი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციით, მინიმუმამდე შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის - "კროკოდილის" გამოყენების ფაქტები.

2014 წლის 14 იანვარს, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, კონტროლს დაექვემდებარა 6 გენერიული დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი (ბაკლოფენი, გაბაპენტინი, ზოპიკლონი, ზალეპლონი, ტროპიკამიდი, დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები). კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წლის 14 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდში, სპეციალური რეცეპტის (ფორმა #2) გარეშე აფთიაქებიდან გაცემულია 723 815 ერთეული ზემოთ მითითებული 6 ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალება.

კონტროლის ღონისძიებების შედეგად ჩამორთმეული იქნა 28 895 ერთეული (ტაბლეტი, კაფსულა, ამპულა) აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით არსებული, 495 ერთეული ვადაგასული, 94 ერთეული საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი; ასევე 323 ერთეული ვადაგასული, 2887 ერთეული საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, 2384 ერთეული შენახვის პირობების დარღვევით არსებული II და III ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.

ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე (დარღვევა დაფიქსირდა 3-ჯერ) რეგულირების სააგენტოს უფროსის 2014 წლის 1 აპრილის #02-413/ო ბრძანების საფუძველზე, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა გაუუქმდა 1 დაწესებულებას.

"ინტერპრესნიუსი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ