საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ფიფა-ს რეიტინგის ასეულიდან გავარდა. ფიფას ახალი რეიტინგ-ლისტი დღეს გამოქვეყნდა. თემურ ქეცბაიას ნაკრებმა ერთი თვის განმავლობაში (უთამაშებლად) ოთხი ადგილი დაკარგა და მოწინავე ასეულიდან გავარდა. საქართველოს ნაკრები 303 ქულით მსოფლიოში 103-ე პოზიციაზეა.
საქართველოს ნაკრებს ისეთი გუნდები უსწრებენ რეიტინგში, როგორიც ნიგერია, ეთიოპია, ბენინი, ბოტსვანა და სხვაა.
მოწინავე სამეულში კი ცვლილებაა - პორტუგალიის ნაკრები 1245 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო აქამდე მესამეზე მყოფი არგენტინა მე-6 ადგილამდე ჩამოქვეითდა.
აზერბაიჯანმა რეიტინგში თავის ისტორიაში ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავა. ბერტი ფოგთსის მწვრთნელობით, აზერბაიჯანის ნაკრები 85-ე პოზიციაზეა.