პენსილვანიის სკოლაში ოცი მოზარდი დაჭრეს

პენსილვანიის სკოლაში ოცი მოზარდი დაჭრეს

აშშ-ის შტატ პენსილვანიაში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 20 მოსწავლეა დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი პიტსბურგში, სასწავლო დაწესებულება Franklin Regional High School-ში მოხდა. პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავა. წინასწარი მონაცემებით, ის ამავე სკოლის მოსწავლეა.

არსებული ინფორმაციით, დანით სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს აქვს მიყენებული. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სკოლა დროებით დაიხურა. შენობას სამართალდამცველები ამოწმებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა