რატომ არ წაიყვანა ლელა წურწუმიამ "ორი ვარსკვლავის" მეხუთე ტური

რატომ არ წაიყვანა ლელა წურწუმიამ "ორი ვარსკვლავის" მეხუთე ტური

ცნობილია, რომ პროექტი "ორი ვარსკვლავი" დუტა სხირტლაძესთან ერთად მომღერალ ლელა წურწუმიას მიჰყავს. შოუს მეხუთე ტურს კი მხოლოდ დუტა სხირტლაძე წარუძღვა ისე, რომ სცენიდან ლელას შესახებ არაფერი უთქვამს - უცნობი დარჩა, რა მიზეზით არ იმყოფებოდა კონცერტზე მისი მეწყვილე. ბუნებრივია, ამან კითხვები გააჩინა. ჩვენი პორტალის მკითხველებმა კითხვებით ჩვენც მოგვმართეს.

"ამბები.გე" პროექტის გენერალურ პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვაზე - სად არის ლელა წურწუმია და რატომ გამოტოვა მეხუთე ტური? - ასე გვიპასუხა:

- ლელამ საპატიო მიზეზით ვერ შეძლო კონცერტზე მოსვლა. თუმცა ის შემდეგ ტურზე აუცილებლად იქნება და პროექტს დუტა სხირტლაძესთან ერთად ბოლომდე წაიყვანს.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება