"ათსულიანი ოჯახი ყოველღამით ველოდებით, როდის ჩაგვიტანს მეწყერი" - საგანგაშო მდგომარეობა სამტრედიაში

"ათსულიანი ოჯახი ყოველღამით ველოდებით, როდის ჩაგვიტანს მეწყერი" - საგანგაშო მდგომარეობა სამტრედიაში

სამტრედიის რაიონის სოფელ დაბლა გომში მცხოვრები 10 სულიანი ოჯახი სოფლიდან გასახლებას ითხოვს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისათვის სახიფათოა. ოჯახის უფროსის მურად ჩხეიძის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ სახლის კარ-მიდამო, ხეხილი, ბეღელი და პირუტყვის სადგომი მეწყერმა წაიღო.

"ათსულიანი ოჯახი ყოველღამით ველოდებით, როდის ჩაგვიტანს მეწყერი. ღამით, რომ ვიძინებ დილით ცოცხლები გავიღვიძებთ თუ არა არ ვიცით. ჩვენი სახლი მთლიანად მეწყერსაშიშ ზონაშია. ერთი მაგარი წვიმაც რომ მოვიდეს, მე და ოჯახის 9 წევრს მიწა ჩაყლაპავს. უკიდურესად გაჭირვებულები ვართ. სამჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. დარწმუნებულები ვართ, ეს ინფორმაცია კახა კალაძის ყურამდე, რომ მივიდეს დაგვეხმარება,"- აცხადებს მურად ჩხაიძე.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ შუბლაძე topnews.com.ge-სთან აცხადებს, რომ დამეწყრილი ოჯახების გასახლება მათ კომპენტენციაში არ შედის.

"მუნიციპალიტეტის დონეზე მათი დახმარება ვერ მოხდება. ეს პრობლემა ცენტრალური ხელისუფლების დონეზეა მოსაგვარებელი. ჩვენი მხრიდან მოხდა ის, რომ მსგავსი პრობლემები, რომელ ოჯახებსაც აქვთ მათი სია რეგიონული განვითარების სამინისტროში გადავგზავნეთ,"- აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ შუბლაძე.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა