სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისის ირგვლივ ტყეები ავიაციის გამოყენებით შეიწამლება
თბილისის ირგვლივ ტყეები ავიაციის გამოყენებით შეიწამლება

თბი­ლი­სის ირ­გვლივ არ­სე­ბულ ტყით და­ფა­რულ ფარ­თობ­ზე, ავი­ა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, მავ­ნებ­ლებ­თან ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრმა ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძემ სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის სამი თვის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ტყის მოვ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ათე­უ­ლო­ბით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ჯერ კი­დევ შარ­შან, უწყე­ბამ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ტყის მოვ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა და­ი­წყო. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენს, წელს მა­ი­სის თვე­ში იგეგ­მე­ბა შე­წამ­ვლა, რად­გან მი­ნის­ტრის თქმით, და­ა­ვა­დე­ბა მზო­მე­ლა საკ­მა­ოდ დიდ რისკს უქ­მნის თბი­ლი­სის გარ­შე­მო არ­სე­ბულ ტყე­ებს.

ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძის თქმით, მა­ის­ში ავი­ა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით შე­სა­წამ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა მოხ­დე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც მო­სახ­ლე­ო­ბა გაფრ­თხილ­დე­ბა და წი­ნას­წარ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძემ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა, რომ პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ი­ყე­ნებს, ბი­ო­ლო­გი­უ­რია და სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისის ირგვლივ ტყეები ავიაციის გამოყენებით შეიწამლება

თბილისის ირგვლივ ტყეები ავიაციის გამოყენებით შეიწამლება

თბილისის ირგვლივ არსებულ ტყით დაფარულ ფართობზე, ავიაციის დახმარებით, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები გატარდება. ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ სამინისტროს საქმიანობის სამი თვის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტყის მოვლის ღონისძიებები საქართველოში ათეულობით წლების განმავლობაში არ ჩატარებულა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერ კიდევ შარშან, უწყებამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტყის მოვლის ღონისძიებების გატარება დაიწყო. რაც შეეხება თბილისის შემოგარენს, წელს მაისის თვეში იგეგმება შეწამვლა, რადგან მინისტრის თქმით, დაავადება მზომელა საკმაოდ დიდ რისკს უქმნის თბილისის გარშემო არსებულ ტყეებს.

ხათუნა გოგალაძის თქმით, მაისში ავიაციის საშუალებით ბიოლოგიური პრეპარატებით შესაწამლი ღონისძიებების გატარება მოხდება, რის შესახებაც მოსახლეობა გაფრთხილდება და წინასწარ ინფორმირებული იქნება.

ხათუნა გოგალაძემ ყურადღება გაამახვილა, რომ პრეპარატი, რომელსაც სამინისტრო გამოიყენებს, ბიოლოგიურია და საშიშროებას არ წარმოადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია