10 წლის ნათლულის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

10 წლის ნათლულის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 55 წლის მამაკაცს, რომელსაც პროკურატურა 10 წლის გოგონას ცემასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის პროკურორმა ოსებ გულოშვილმა განუცხადა. დამნაშავე დაზარალებული ბავშვის ნათლიაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება 5 ივლისს გამოაქვეყნა. შსს იტყობინებოდა, რომ დაკავებულმა რამდენიმე დღის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სქესობრივი კავშირი დაამყარა ამავე ქალაქში მცხოვრებ 2003 წელს დაბადებულ გოგონასთან.

მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურა მას 14 წლის ასაკს მიუღწეველი მოზარდის ცემაში და გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს დახურული წესით განიხილავდა.

შეგახსენებთ, 2013 წელს, კახეთში, არასრულწლოვნების გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ბრალდებით რამდენიმე მამაკაცი დააკავეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ