სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ილიას მკვლელობით დაიწყებოდა და გალაკტიონის თვითმკვლელობით დასრულდებოდა..." - ფილმი, რომლის გადაღებაც თენგიზ აბულაძემ ვერ მოასწრო
"ილიას მკვლელობით დაიწყებოდა და გალაკტიონის თვითმკვლელობით დასრულდებოდა..." - ფილმი, რომლის გადაღებაც თენგიზ აბულაძემ ვერ მოასწრო

მა­სა­ლა "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე ისევ ისე დევს რვე­უ­ლი, რო­გორც მა­შინ, წლე­ბის წინ. რვე­ულ­ზე კი ლურ­ჯი ფლო­მას­ტე­რით წე­რია - "გე­მუ­და­რე­ბით!!! ხელი არა­ფერს ახ­ლოთ!!! თენ­გი­ზი". არა­ფე­რი იც­ვლე­ბა - წიგ­ნე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, პრი­ზე­ბი... პრი­ზე­ბი... ახლა სწო­რედ ამ ოთახ­ში ზის ქეთი და იხ­სე­ნებს მა­მას - უდი­დეს რე­ჟი­სორს, თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს...

- ამ­ბო­ბენ, რომ "მო­ნა­ნი­ე­ბის" გა­და­ღე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სცე­ნა­რი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ წა­ი­კი­თხაო...

- მარ­თა­ლია. მის მიერ გა­მო­ტა­ნილ­მა ვერ­დიქტმა, გა­და­წყვი­ტა "მო­ნა­ნი­ე­ბა­ზე" თა­ვი­სუფ­ლად მუ­შა­ო­ბის ბედი. მა­მას თით­ქმის არ ეძი­ნა. დღე და ღამე მუ­შა­ობ­და... "მო­ნა­ნი­ე­ბის" ნახ­ვის შემ­დეგ გვე­ფე­რე­ბოდ­ნენ, გვი­რე­კავ­დნენ, გვი­ლო­ცავ­დნენ. არ­ქივ­ში უამ­რა­ვი მად­ლო­ბის წე­რი­ლი ინა­ხე­ბა.

- ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ფილმში რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი არ შე­ვი­და. მა­ინც შე­ე­ხო ცენ­ზუ­რა "მო­ნა­ნი­ე­ბას"?

- არა, ცენ­ზუ­რას არც ერთი კად­რი არ ამო­უ­ღია ფილ­მი­დან. თვი­თონ მა­მამ ამოჭ­რა ისი­ნი. მახ­სენ­დე­ბა ასე­თი ეპი­ზო­დი - სა­სა­მარ­თლოს სცე­ნა­ზე უცებ ჩნდე­ბა ადა­მი და ევა - დე­დი­შო­ბი­ლე­ბი, ფოთ­ლე­ბა­ფა­რე­ბუ­ლე­ბი. იქვე ბა­ტონ ავ­თოს "სე­ი­კოს" სა­ა­თი უკე­თია. არე­უ­ლი ხა­ნაა. ადა­მის და ევას გა­მო­ჩე­ნა ნიშ­ნავ­და იმას, რომ სი­კე­თეს და ბო­რო­ტე­ბას შო­რის ბრძო­ლა და­სა­ბა­მი­დან მო­დის... მე­ო­რე ამოჭ­რილ ეპი­ზოდ­ში უკვე შეშ­ლილ ნინო ბა­რა­თელს ტყე­ში პო­უ­ლო­ბენ... მამა რა­ტომ­ღაც თვი­თონ­ვე შე­ე­ლია ამ ეპი­ზო­დებს...

- ფილმმა უდი­დე­სი შე­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ტა­ნა, მაგ­რამ ეს თან­ხა თქვე­ნამ­დე არ მო­სუ­ლა... რა­ტომ მოხ­და ასე?

- ახ­ლაც მო­აქვს მო­გე­ბა, მაგ­რამ ახ­ლაც არ მო­დის ჩვე­ნამ­დე. კო­ლო­სა­ლურ თან­ხებ­ზეა ლა­პა­რა­კი. დო­კუ­მენ­ტებ­ში წე­რია, რო­მე­ლი ფილ­მი სად რა ფა­სად გა­ი­ყი­და. ჯერ კი­დევ მა­შინ "ვედ­რე­ბამ" სან-რე­მო­ში რომ აიღო გრან-პრი, მა­მას უთხრეს - შენი კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რი შენ და შენს შვი­ლებს კი არა, შენს შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც ეყო­ფა­თო. რაც შე­ე­ხე­ბა "მო­ნა­ნი­ე­ბას", 113 ქვე­ყა­ნა­შია გა­ყი­დუ­ლი, ჩვე­ნამ­დე კი 113 თეთ­რიც არ მო­სუ­ლა. ახ­ლაც გრძელ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი... რუ­სებ­მა ამე­რი­კას ეს ფილ­მი 2007 წლამ­დე მიჰ­ყი­დეს. (ანუ თვრა­მე­ტი წლით) 1997 წლი­დან ამ კონ­ტრაქ­ტი­სათ­ვის ქარ­თულ მხა­რეს უნდა მი­ე­ხე­და. უამ­რავ წე­რილს ვაგ­ზავ­ნი ამე­რი­კა­ში, მაგ­რამ პა­სუხ­საც კი არ მცე­მენ. არა­და, ვიცი, რომ უკვე ამე­რი­კი­დან იყი­დე­ბა. ეს არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა - ანუ ილა­ხე­ბა ავ­ტო­რის მემ­კვიდ­რის უფ­ლე­ბე­ბი, გამ­კი­თხა­ვი კი არა­ვი­ნაა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ილიას მკვლელობით დაიწყებოდა და გალაკტიონის თვითმკვლელობით დასრულდებოდა..." - ფილმი, რომლის გადაღებაც თენგიზ აბულაძემ ვერ მოასწრო

"ილიას მკვლელობით დაიწყებოდა და გალაკტიონის თვითმკვლელობით დასრულდებოდა..." - ფილმი, რომლის გადაღებაც თენგიზ აბულაძემ ვერ მოასწრო

მასალა "კვირის პალიტრის" არქივიდან:

ბატონი თენგიზის სამუშაო მაგიდაზე ისევ ისე დევს რვეული, როგორც მაშინ, წლების წინ. რვეულზე კი ლურჯი ფლომასტერით წერია - "გემუდარებით!!! ხელი არაფერს ახლოთ!!! თენგიზი". არაფერი იცვლება - წიგნები, ფოტოები, პრიზები... პრიზები... ახლა სწორედ ამ ოთახში ზის ქეთი და იხსენებს მამას - უდიდეს რეჟისორს, თენგიზ აბულაძეს...

- ამბობენ, რომ "მონანიების" გადაღება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სცენარი ედუარდ შევარდნაძემ წაიკითხაო...

- მართალია. მის მიერ გამოტანილმა ვერდიქტმა, გადაწყვიტა "მონანიებაზე" თავისუფლად მუშაობის ბედი. მამას თითქმის არ ეძინა. დღე და ღამე მუშაობდა... "მონანიების" ნახვის შემდეგ გვეფერებოდნენ, გვირეკავდნენ, გვილოცავდნენ. არქივში უამრავი მადლობის წერილი ინახება.

- ჩემთვის ცნობილია, რომ ფილმში რამდენიმე ეპიზოდი არ შევიდა. მაინც შეეხო ცენზურა "მონანიებას"?

- არა, ცენზურას არც ერთი კადრი არ ამოუღია ფილმიდან. თვითონ მამამ ამოჭრა ისინი. მახსენდება ასეთი ეპიზოდი - სასამართლოს სცენაზე უცებ ჩნდება ადამი და ევა - დედიშობილები, ფოთლებაფარებულები. იქვე ბატონ ავთოს "სეიკოს" საათი უკეთია. არეული ხანაა. ადამის და ევას გამოჩენა ნიშნავდა იმას, რომ სიკეთეს და ბოროტებას შორის ბრძოლა დასაბამიდან მოდის... მეორე ამოჭრილ ეპიზოდში უკვე შეშლილ ნინო ბარათელს ტყეში პოულობენ... მამა რატომღაც თვითონვე შეელია ამ ეპიზოდებს...

- ფილმმა უდიდესი შემოსავალი მოიტანა, მაგრამ ეს თანხა თქვენამდე არ მოსულა... რატომ მოხდა ასე?

- ახლაც მოაქვს მოგება, მაგრამ ახლაც არ მოდის ჩვენამდე. კოლოსალურ თანხებზეა ლაპარაკი. დოკუმენტებში წერია, რომელი ფილმი სად რა ფასად გაიყიდა. ჯერ კიდევ მაშინ "ვედრებამ" სან-რემოში რომ აიღო გრან-პრი, მამას უთხრეს - შენი კუთვნილი ჰონორარი შენ და შენს შვილებს კი არა, შენს შვილიშვილებსაც ეყოფათო. რაც შეეხება "მონანიებას", 113 ქვეყანაშია გაყიდული, ჩვენამდე კი 113 თეთრიც არ მოსულა. ახლაც გრძელდება ეს პროცესი... რუსებმა ამერიკას ეს ფილმი 2007 წლამდე მიჰყიდეს. (ანუ თვრამეტი წლით) 1997 წლიდან ამ კონტრაქტისათვის ქართულ მხარეს უნდა მიეხედა. უამრავ წერილს ვაგზავნი ამერიკაში, მაგრამ პასუხსაც კი არ მცემენ. არადა, ვიცი, რომ უკვე ამერიკიდან იყიდება. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა - ანუ ილახება ავტორის მემკვიდრის უფლებები, გამკითხავი კი არავინაა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია