პარტნიორები:

    გასულ წელს ცუკერბერგის ხელფასი 1 დოლარი იყო

    გასულ წელს ცუკერბერგის ხელფასი 1 დოლარი იყო

    მსოფლოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის შემქმნელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა 2013 წელს ხელფასის სახით ოფიციალურად მხოლოდ და მხოლოდ 1 დოლარი მიიღო.

    ამგვარად, ახლა ცუკერბერგი კომპანიის ყველაზე "დაბალანაზღაურებადი" თანამშრომელია - მან თავად მოითხოვა მისთვის ხელფასის სახით 1 დოლარი დაენიშნათ, რითაც შეუერთდა სილიკონ ველის სხვა მდიდარ აღმასრულებელ დირექტორებს, რომლებიც ხელფასს სიმბოლურად იღებენ.

    მათ შორის Google-ის ბიჭებს, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს, რომელთა ქონება თითოეულის შემთხვევაში 30 მილიარდ აშშ დოლარამდეა და რომლებიც აგერ უკვე ათი წელი იქნება 1 დოლარიანი ხელფასით "ცხოვრობენ". სხვათა შორის, Apple-ის სტივ ჯობსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სიმბოლურ ხელფასზე გადავიდა.

    თუმცა, პატენტი ერთდოლარიან ხელფასზე სილიკონ ველის მაინც არ ეკუთვნის. რიჩარდ ჰეინი, Urban Outfitters-ის აღმასრულებელი იყო პირველი მილიარდერი 1 დოლარიანი ხელფასის მქონე მილიარდერთა კლუბში.

    “ერთდოლარიანი ხელფასი მათთვის საშუალებაა, რომ გამოკვეთონ, თუ რა რაოდენობის წილები აქვთ საკუთარ კომპანიებში. თანხა, რომელსაც მიიღებენ და კომპენსაცია, რომელსაც გამოიმუშავებენ - უბრალოდ მათ აქციებზეა დამოკიდებული," ამბობს Equilar-ის (კომპანია, რომელიც აღმასრულებელი შტოს კომპენსაციების სისტემას იკვლევს) დირექტორი, აარონ ბოიდი.

    “აზრადაც არავის მოუვა იკითხოს, თუ რამდენად არის ან არ არის დაინტერესებული ლარი პეიჯი კომპანიის აქციების ფასის გაზრდაში, როგორც მეწილე. როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილის მფლობელი, ის ყველაზე მეტად დაინტერესებულია ამით," - დასძენს მკვლევარი.

    თუმცა, ცუკერბერგის შემთხვევა იმითაა საინტერესო, რომ შარშანდლამდე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდური იყო - 2012 წელს, მან 503 ათასი დოლარის ხელფასი მიიღო. საერთო ჯამში, ბონუსებიანად, Facebook-ის სულისჩამდგმელმა გასულ წელს 653,165 აშშ დოლარი იშოვა, მაშინ როცა მისმა შემოსავალმა 2012 წელს თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ამ თანხის დიდი ნაწილი ძირითადად კერძო თვითმფრინავებისა და დაცვის პროგრამას მოხმარდა.

    იხილეთ გაგრძელება

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა