სად ინა­ხე­ბა მო­ხუ­ცე­ბუ­ლი თა­მარ მე­ფის ხა­ტი?

სად ინა­ხე­ბა მო­ხუ­ცე­ბუ­ლი თა­მარ მე­ფის ხა­ტი?

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ციფ­რულ არ­ქივ­ში და­ცულ ძველ პრე­სა­ში ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­და­ვაწყ­დით: XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის, უფ­რო ზუს­ტად კი, 1896 წლის გა­ზეთ "ცნო­ბის ფურ­ც­ლის" 66-ე ნო­მერ­ში ქარ­თ­ვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, ენათ­მეც­ნი­ე­რი, ეთ­ნოგ­რა­ფი, პუბ­ლი­ცის­ტი, პე­და­გო­გი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე მო­სე ჯა­ნაშ­ვი­ლი სა­თა­უ­რით - "მხატ­ვარ­თა სა­ყუ­რადღე­ბოდ" მოგ­ვითხ­რობს "ერ­თის ჩი­ნე­ბუ­ლის და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიძ­ვე­ლე­თა მოყ­ვა­რის" სახ­ლ­ში ნა­ნახ მო­ხუ­ცე­ბუ­ლი თა­მარ დე­დოფ­ლის ხატ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტო­ნი მო­სე ჯა­ნაშ­ვი­ლი სიძ­ვე­ლე­თა მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნის სა­ხელ­სა და გვარს არ გვიმ­ხელს, მაგ­რამ დაწ­ვ­რი­ლე­ბით აღ­წერს აღ­ნიშ­ნულ ხატს.

ინ­ტერ­ნეტ­ში საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვე­ძებ­დით ხა­ტის ფო­ტოს, მაგ­რამ ვერ­სად მი­ვაკ­ვ­ლი­ეთ. თუ ვინ­მეს გსმე­ნი­ათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხა­ტის შე­სა­ხებ ან ფო­ტო მა­ინც გე­გუ­ლე­ბათ სად­მე, იქ­ნებ ჩვენ და ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ვე­ლებ­საც გაგ­ვი­ზი­ა­როთ, - ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი დაგ­რ­ჩე­ბით. დღეს კი იმ პუბ­ლი­კა­ცი­ას გა­გაც­ნობთ, რო­მელ­მაც, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, იმხა­ნა­დაც დი­დი ინ­ტე­რე­სი აღუძ­რა ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და დღე­საც არ და­ტო­ვებს გულ­გ­რილს. აი, რა­ო­დენ დაწ­ვ­რი­ლე­ბით აღ­წერს ბა­ტო­ნი ჯა­ნაშ­ვი­ლი მო­ხუ­ცი თა­მარ მე­ფის ხატს:

"...ეს არის ხა­ტი თა­მარ დე­დოფ­ლის დი­დე­ბი­სა... ალა­ბის (სიგ­რ­ძის სა­ზო­მი ერ­თე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, უდ­რის 68,8 სმ-ს. - ავტ.) სიგ­რ­ძე ტი­ლო გაკ­რუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე. ტი­ლო ქარ­თუ­ლი ძვე­ლე­ბუ­რი სკლა­ტია (სვა­ნუ­რად ახ­ლაც სგა­ლატ-ს ეძა­ხი­ან), თეთ­რი ფე­რი­სა. ნა­ხა­ტი გა­მოყ­ვა­ნი­ლია სხვა-და-სხვა ფერ წამ­ლე­ბით.

ნა­ხა­ტის ზე­და­პირ­ზე, მარ­ცხ­ნივ მხა­რეს, წარ­მოდ­გე­ნი­ლია თა­მარ დე­დო­ფა­ლი, რო­მე­ლიც ფეხ­ზე დგას და იყუ­რე­ბა მარ­ცხე­ნის­კენ. ჩაც­მუ­ლო­ბა დე­დოფ­ლი­სა მთლათ ქარ­თუ­ლია: თავ­ზედ და­ხუ­რუ­ლი აქვს ქარ­თუ­ლი მრგვა­ლი ქუ­დი, შა­ვი ფე­რი­სა, ტან­ზედ წა­მოს­ხ­მუ­ლი აქვს სა­იმ­პე­რა­ტო­რო პორ­ფი­რი, ძვირ­ფა­სად შე­კე­რი­ლი; პორ­ფი­რის ქვეშ გა­მოს­ჩანს მომ­წ­ვა­ნო კა­ბა ატ­ლა­სი­სა, ყო­შე­ბი­ა­ნი; კა­ბის გუ­ლის­პი­რი და­მაგ­რე­ბუ­ლია ძვირ­ფას თვა­ლით, რომ­ლის ზე­ვით გა­მოს­ჩანს თა­მარ დე­დოფ­ლის ცნო­ბი­ლი გულ­სა­კი­დი ჯვა­რი; კე­ფის მხრით, ქუდ­ზედ ხე­ლოვ­ნუ­რად და­მაგ­რე­ბუ­ლია ძვირ­ფა­სი ლე­ჩა­ქი, რომ­ლის ერ­თი წვე­რი, მარ­ცხე­ნა მხრი­დან გად­მოშ­ვე­ბუ­ლი, ეხ­ვე­ვა მე­ფის ყელს და გა­და­დის მარ­ჯ­ვე­ნის­კენ; კა­ბის ქვე­შეთ­გან ოდ­ნავ ჩანს დე­დოფ­ლის ფეხ­საც­მე­ლი - უქუს­ლო წუ­ღე­ბი. სა­ზო­გა­დო გა­მოყ­ვა­ნი­ლო­ბა და სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა წარ­მოგ­ვიდ­გენს თა­მარ მე­ფეს მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბა­ში: თვა­ლე­ბი აქვს დიდ­რო­ნი, შუბ­ლი მა­ღა­ლი, ცხვი­რი ზო­მი­ე­რი, წარ­ბე­ბი შა­ვი, - "ყორ­ნის ბო­ლო", თმა გი­შე­რი, პი­რი­სა­ხე ხან­ში შე­სულ დე­და­კა­ცი­სა, ბა­გე­ნი წვრი­ლი და ზო­მი­ე­რი; მარ­ცხე­ნა ხელ­ში უჭე­რია რგვლად დახ­ვე­უ­ლი ეტ­რა­ტი, ხო­ლო მარ­ცხე­ნა - გაწ­ვ­დი­ლი აქვს იქით­კენ, სა­ი­თაც თვი­თონ იყუ­რე­ბა. მო­ხუ­ცი დე­დო­ფა­ლი დგას მე­ტად ახო­ვა­ნად და დიდ­სუ­ლო­ვა­ნად და სრუ­ლის კმა­ყო­ფი­ლე­ბით უჭ­ვ­რეტს და უმ­ზერს ნა­ყოფს თვი­სის მე­ფო­ბი­სას:

ა. თა­მა­რის წინ არ­ჭ­ვია მრგვა­ლი ხე, რომ­ლის მაღ­ლა-მაღ­ლა აწ­ვ­დე­ნილ წვერ­ზე ფრი­ა­ლებს ქარ­თ­ველ­თა დრო­შა, ძვირ­ფა­სად ქსო­ვი­ლი. დრო­შის კუთხე­ებ­ში ფო­ჩე­ბი­ა­ნი ბურ­თე­ბია, ხო­ლო შუ­ა­გულ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლია ღვთის-მშო­ბე­ლი მი­სი ყრმი­თურთ. დრო­შის ხის ზე­მო წვე­რი წარ­მო­ად­გენს გაშ­ლილ ხელს (ხე­ლის მტე­ვანს); დრო­შა-ალა­მი წი­თე­ლია.

ბ. დრო­შის იქით, შორს გა­მოს­ჩანს: დაბ­ლა, ორი ტომ­რებ კი­დე­ბუ­ლი თა­თა­რი, რო­მელ­თაც ხარ­კი მო­აქვთ და მაღ­ლა - ზღვა, რო­მელ­ზე­დაც მო­ცუ­რავს გე­მი და მო­დის თა­მა­რის­კენ; გე­მი პი­რის-პი­რამ­დე სავ­სეა დრო­შა-ალა­მე­ბით, საყ­ვი­რე­ე­ბით, ფი­ლა­კა­ვა­ნე­ბით (ფი­ლა­კა­ვა­ნი ცი­ხე­ე­ბის სამ­ტ­ვ­რევ-სა­ლე­წი მან­ქა­ნა­ა) და სხვ.

გ. გე­მის თავ­ზედ, მაღ­ლა, ფრი­ა­ლებს დრო­შა, რო­მელ­ზე­დაც გა­მოყ­ვა­ნი­ლია მძვინ­ვა­რე ლო­მი; ეს დრო­შა ორ წვე­რად იყო­ფე­ბა ბო­ლო­ში. ზე­მო­რე ხსე­ნე­ბუ­ლი თათ­რე­ბი მძი­მე ტვირ­თის ქვეშ წაზ­ნე­ქი­ლან, თვა­ლე­ბი სა­ცო­და­ვად და­უჭყე­ტი­ათ.

დ. თა­მა­რის აქეთ-იქით და წინ მო­ჩანს ყვა­ვი­ლე­ბი.

ე. თა­მარ­სა და მთელს ხატს მზის შუ­ქი ანა­თებს შო­რით­გან...

და­სას­რულ, უნ­და შევ­ნიშ­ნოთ ისიც, რომ ნა­ხატ­ზედ, გემ­სა და თათ­რებს შო­რის, აწე­რია შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბი: "თა­მარ, მე­ფე ქარ­თ­ვე­ლი­სა"...

მო­სე ჯა­ნაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მარ­თა­ლია, ტი­ლო ძა­ლი­ან დაჭ­მუჭ­ნი­ლია, ამის გა­მო კი, "მხატ­ვ­რო­ბის წამ­ლე­ბიც დამ­ს­კ­და­რა, და­წეკ­ვი­ლა", ის მა­ინც უდი­დეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს მნახ­ველ­ზე. გა­მომ­დი­ნა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხატ­ვ­რო­ბის ის­ტო­რი­ი­დან, ის ვა­რა­უ­დობს, რომ ნა­ხა­ტი - ეს "ძვირ­ფა­სი სა­უნ­ჯე-ნაშ­თი" თა­მარ მე­ფის ცხოვ­რე­ბა­ში­ვე და­ი­ხა­ტა, თუმ­ცა სა­ბო­ლოო სიტყ­ვას მა­ინც ძვე­ლი სამ­ხატ­ვ­რო ხე­ლოვ­ნე­ბის მკვლევ­რებს ან­დობს. ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ნა­ხა­ტის იდე­ით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავს და პა­რა­ლელს თა­მარ მე­ფი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ერთ ლექ­ს­თან ავ­ლებს:

"უ­ბისს ავა­გე საყ­და­რი,

უწყ­ლო­სა წყა­ლი ვა­დი­ნე;

ის­პა­ანს დავ­ს­დევ ბე­გა­რა,

სტამ­ბოლს ხა­რა­ჯა ავი­ღე;

თეთრს ზღვა­ში რკი­ნა ჩა­ვაგ­დე,

ხმე­ლე­თი ჩემ­ს­კენ მო­ვიგ­დე"...

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია