კატრინ დენევი - ჟერარ დეპარდიეს საქციელი ცუდი მაგალითია

კატრინ დენევი - ჟერარ დეპარდიეს საქციელი ცუდი მაგალითია

მსახიობი კატრინ დენევი ჰონგ-კონგში თავისი ფილმის On My Way-ს წარსადგენად იმყოფებოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა თავისი თანამემამულე ჟერარ დეპარდიეც ახსენა და აღნიშნა, რომ მისი საქციელი სხვებისთვის ცუდი მაგალითია.

როგორც ცნობილია, ჟერარ დეპარდიე რუსეთში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ მდიდრებისთვის მაღალი გადასახადები დააწესა. დენევმა აღნიშნა, რომ ის ვერასდროს დატოვებდა საფრანგეთს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ვერასდროს მიიღებდა, როგორც ეს დეპარდიემ 2013 წლის იანვარში გააკეთა.

რაც შეეხება თავად ფილმს - On My Way, ეს არის მელოდრამა, რომელიც მოგვითხრობს ქალზე, რომელიც მიატოვებს სარესტორნო ბიზნესს და წავა საფრანგეთში სამოგზაუროდ.

მომზადებულია tele.ru-ს მიხედვით.

"გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? თუ მოვანანიებინებთ, კარგი არ იქნება?" - კოკოჩაშვილის ფილმის პროდიუსერი მათ მიმართ კრიტიკასა და სცენარზე

"ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი" - რას ჰყვებიან მიშა ანდღულაძის დედა და ძმა იუმორისტის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

"მორჩა...შუაღამისას მაფინების ჭამა დასრულდა“ - შიშველი უილ სმიტი უჩვეულო ფორმაში და გაკვირვებული გულშემატკივრები