სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სად იქნება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელი
სად იქნება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელი

მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მეფე მი­რი­ა­ნი­სა და დე­დო­ფალ ნა­ნას საფ­ლა­ვის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ გუ­შინ, სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში სა­ჩხე­რი­სა და ჭი­ა­თუ­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ნი­ელ­მა (და­თუ­აშ­ვი­ლი) გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დე­და­თა მო­ნას­ტე­რი ის ად­გი­ლია, სა­დაც მამა გაბ­რი­ე­ლი მოღ­ვა­წე­ობ­და ბოლო წლებ­ში და სა­დაც აღეს­რუ­ლე­ბო­და მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი მის საფ­ლავ­ზე, რო­გორც სი­ცო­ცხლე­ში, ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

მიტ­რო­პო­ლი­ტის თქმით, ერთი კვი­რა მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი მო­ნას­ტერ­ში იქ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი გა­და­წყდე­ბა, რო­გორ მოხ­დე­ბა მისი გა­დას­ვე­ნე­ბა.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, მეფე მი­რი­ა­ნი­სა და დე­დო­ფალ ნა­ნას საფ­ლა­ვე­ბის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, ტაძ­რის მე­ო­რე კუ­თხე­ში იქ­ნე­ბა მისი წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავთ ხალ­ხს მამა გაბ­რი­ე­ლის ასეთ დიდ ძა­ლას, მის სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც ყო­ველ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა. მე მინ­და დავ­ლო­ცო ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­და და პა­ტი­ვი მი­ა­გო მამა გა­ბი­ელს", - აღ­ნიშ­ნა მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ნი­ელ­მა.

მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი მცხე­თა­ში მდე­ბა­რე სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში გუ­შინ და­ას­ვე­ნეს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სად იქნება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელი

სად იქნება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელი

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავის მოპირდაპირე მხარეს იქნება. ამის შესახებ გუშინ, სამთავროს დედათა მონასტერში საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) განაცხადა.

მისი თქმით, დედათა მონასტერი ის ადგილია, სადაც მამა გაბრიელი მოღვაწეობდა ბოლო წლებში და სადაც აღესრულებოდა მრავალი სასწაული მის საფლავზე, როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგ.

მიტროპოლიტის თქმით, ერთი კვირა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მონასტერში იქნება დასვენებული, შემდეგ კი გადაწყდება, როგორ მოხდება მისი გადასვენება.

"სავარაუდოდ, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავების მოპირდაპირე მხარეს, ტაძრის მეორე კუთხეში იქნება მისი წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელი. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ხალხს მამა გაბრიელის ასეთ დიდ ძალას, მის სიყვარულს, რომელიც ყოველ ადამიანს ეხმარება. მე მინდა დავლოცო ქართველი ხალხი. შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო მოვიდა და პატივი მიაგო მამა გაბიელს", - აღნიშნა მიტროპოლიტმა დანიელმა.

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მცხეთაში მდებარე სამთავროს დედათა მონასტერში გუშინ დაასვენეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია