სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
2 აპრილს მსოფლიო აუტიზმით დაავადებულთა დღეს აღნიშნავს
2 აპრილს მსოფლიო აუტიზმით დაავადებულთა დღეს აღნიშნავს

2 აპ­რილს მსოფ­ლიო აუ­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულ­თა დღეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დღეს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ და ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მშობ­ლე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რა­ტომ იქ­ცე­ვა მათი შვი­ლი უც­ნა­უ­რად.

ქალ­ბა­ტო­ნი ბაია და­ვი­თა­ია რვა წე­ლია შვილ­თან ერ­თად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. რო­დე­საც მე­ო­რე შვილს, ლუ­კას, აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია იყო შოკი, შემ­დეგ კი ეძებ­და ქვე­ყა­ნას, სა­დაც მისი შვი­ლი უკეთ იგ­რძნობ­და თავს და ასე­თი ამე­რი­კა აღ­მოჩ­ნდა.

- რო­დე­საც ჩემს მე­ო­რე შვილს აუ­ტიზ­მი და­უდ­გი­ნეს, სამ­კურ­ნა­ლოდ პირ­ვე­ლად ლონ­დონ­ში წა­ვე­დით, შემ­დეგ - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ვე­ძებ­დი ქვე­ყა­ნას, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბას შევ­ძლებ­დით. მა­ნამ­დე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ არ­სე­ბობ­და აუ­ტიზ­მის ფორ­მა, რო­მე­ლიც გვი­ან ვლინ­დე­ბა და არა და­ბა­დე­ბი­დან. არც ერთი დედა არ არის და­ცუ­ლი იმის­გან, რომ აუ­ტიზ­მის სიმპტო­მე­ბი ბავ­შვის უც­ნა­ურ ქცე­ვად არ მო­ეჩ­ვე­ნოს. სამი წლი­სა შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვი ვე­ღარ ლა­პა­რა­კობ­დეს, ნორ­მა­ლუ­რად არ მოძ­რა­ობ­დეს, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში და­ა­ვა­დე­ბა მკვეთ­რად ვლინ­დე­ბა. ორი წლის ასაკ­ში ყვე­ლა დე­დამ უნდა წა­იყ­ვა­ნოს შვი­ლი ბავ­შვთა ფსი­ქო­ლოგ­თან, თუკი რა­ი­მე უც­ნა­უ­რო­ბას შე­ამ­ჩნევს.

- თქვენ რომ გა­ი­გეთ, ლუკა რამ­დე­ნი წლის იყო?

- ორი წლი­სამ ლა­პა­რა­კი შე­წყვი­ტა, მაგ­რამ იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ზეზს ვერ მიხ­ვდნენ. და­ა­ვა­დე­ბას კარ­გად არ იც­ნობ­დნენ. ახლა უკეთ არი­ან გარ­კვე­უ­ლე­ბი. და­მამ­შვი­დეს და მი­თხრეს, რომ პრობ­ლე­მა არ იყო. ამიხ­სნეს, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ბავ­შვს რა­ი­მე სტრე­სის ფონ­ზე შე­ე­წყვი­ტა ლა­პა­რა­კი. ამ ლო­დინ­ში კი და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. შემ­დეგ ბერ­ლინ­ში წა­ვე­დით. ბავ­შვი ხე­ლებს ამოძ­რა­ვებ­და, ყვი­რო­და, აღარ ლა­პა­რა­კობ­და, ვერ ჩერ­დე­ბო­და, არ თა­მა­შობ­და სა­თა­მა­შო­ე­ბით, თი­თით არ გვაჩ­ვე­ნებ­და, რაც უნ­დო­და, ცუ­დად ეძი­ნა, ერ­თსა და იმა­ვე რეკ­ლა­მებს უყუ­რებ­და. რო­გორც კი ექიმ­თან შე­ვე­დით, მიხ­ვდა, რომ აუ­ტიზ­მი სჭირ­და. ჩვენ­თვის ეს იყო შო­კის მომ­გვრე­ლი, მა­ნამ­დეც მქონ­და ეჭვი, რომ რა­ღაც რიგ­ზე არ იყო. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს მსოფ­ლი­ო­ში სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კაა, 54 ბი­ჭი­დან ერთი აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზით იბა­დე­ბა ან შემ­დეგ იძენს. ბიჭი ოთხჯერ უფრო მე­ტია ამ დი­აგ­ნო­ზით, ვიდ­რე გო­გო­ნა. ადრე ოცი ათა­სი­დან ერთი ბავ­შვი იყო აუ­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმით დაავადებულთა დღეს აღნიშნავს

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმით დაავადებულთა დღეს აღნიშნავს

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმით დაავადებულთა დღეს აღნიშნავს. საქართველოში ამ დღეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. სამწუხაროდ, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები ვერ ხვდებიან, რატომ იქცევა მათი შვილი უცნაურად.

ქალბატონი ბაია დავითაია რვა წელია შვილთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. როდესაც მეორე შვილს, ლუკას, აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, პირველი რეაქცია იყო შოკი, შემდეგ კი ეძებდა ქვეყანას, სადაც მისი შვილი უკეთ იგრძნობდა თავს და ასეთი ამერიკა აღმოჩნდა.

- როდესაც ჩემს მეორე შვილს აუტიზმი დაუდგინეს, სამკურნალოდ პირველად ლონდონში წავედით, შემდეგ - ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვეძებდი ქვეყანას, სადაც მკურნალობას შევძლებდით. მანამდე ინფორმირებული არ ვიყავი, რომ არსებობდა აუტიზმის ფორმა, რომელიც გვიან ვლინდება და არა დაბადებიდან. არც ერთი დედა არ არის დაცული იმისგან, რომ აუტიზმის სიმპტომები ბავშვის უცნაურ ქცევად არ მოეჩვენოს. სამი წლისა შეიძლება, ბავშვი ვეღარ ლაპარაკობდეს, ნორმალურად არ მოძრაობდეს, რადგან ამ პერიოდში დაავადება მკვეთრად ვლინდება. ორი წლის ასაკში ყველა დედამ უნდა წაიყვანოს შვილი ბავშვთა ფსიქოლოგთან, თუკი რაიმე უცნაურობას შეამჩნევს.

- თქვენ რომ გაიგეთ, ლუკა რამდენი წლის იყო?

- ორი წლისამ ლაპარაკი შეწყვიტა, მაგრამ იმ დროს საქართველოში მიზეზს ვერ მიხვდნენ. დაავადებას კარგად არ იცნობდნენ. ახლა უკეთ არიან გარკვეულები. დამამშვიდეს და მითხრეს, რომ პრობლემა არ იყო. ამიხსნეს, რომ შეიძლებოდა, ბავშვს რაიმე სტრესის ფონზე შეეწყვიტა ლაპარაკი. ამ ლოდინში კი დავაგვიანეთ. შემდეგ ბერლინში წავედით. ბავშვი ხელებს ამოძრავებდა, ყვიროდა, აღარ ლაპარაკობდა, ვერ ჩერდებოდა, არ თამაშობდა სათამაშოებით, თითით არ გვაჩვენებდა, რაც უნდოდა, ცუდად ეძინა, ერთსა და იმავე რეკლამებს უყურებდა. როგორც კი ექიმთან შევედით, მიხვდა, რომ აუტიზმი სჭირდა. ჩვენთვის ეს იყო შოკის მომგვრელი, მანამდეც მქონდა ეჭვი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში საგანგაშო სტატისტიკაა, 54 ბიჭიდან ერთი აუტიზმის დიაგნოზით იბადება ან შემდეგ იძენს. ბიჭი ოთხჯერ უფრო მეტია ამ დიაგნოზით, ვიდრე გოგონა. ადრე ოცი ათასიდან ერთი ბავშვი იყო აუტიზმით დაავადებული.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება