ქერა გოგონა ბიწიერი მზერითა და მშვენიერი ფეხებით - ასე აფასებს ბერძნული პრესა ახლად ამობრწყინებულ ვარსკვლავ თამთა მასტორაკისს, რომელიც ხშირად ამშვენებს მამაკაცების ჟურნალების გარეკანებს და მათ შორის - ''პლეიბოისაც''.
როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, ქართული სახელი ქართველი დედის დამსახურებაა. 20 წლის წინ არის დაბადებული. ექვს წლამდე საქართველოში ცხოვრობდა, მერე კი დედასთან ერთად კრეტაზე გადაბარგდა. მამამისი სწორედ კრეტიდან ყოფილა.
15 წლიდან მოდელობით არის დაკავებული. მომავალში სამოდელო სფეროში სურს საქმიანობის გაგრძელება და ამიტომაც ათენში ტანსაცმლის დიზაინს შეისწავლის.
ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ცნობილი დიზაინერი გახდება. ასევე სურს კარგი კარიერის აწყობა პოდიუმებსა და მოდური ჟურნალების გარეკანებზე. ჯერჯერობით, გულახდილობისა და უკომპლექსობის წყალობით, ეს შესანიშნავად გამოსდის.
იხილეთ სტატიის გაგრძელება