"აუცილებლად ნუგზარ წიკლაური უნდა ეცემათ, ამას რომ მიმხვდარიყავით?!" - მერაბ მეტრეველი გია ნოდიას პასუხობს

"აუცილებლად ნუგზარ წიკლაური უნდა ეცემათ, ამას რომ მიმხვდარიყავით?!" - მერაბ მეტრეველი გია ნოდიას პასუხობს

ტელე-რადიო წამყვანი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ექს-მინისტრ გია ნოდიას განცხადებას ეხმაურება.

"ვა, მართლა?! აუცილებლად ნუგზარ წიკლაური უნდა ეცემათ, ამას რომ მიმხვდარიყავით?! და კობა დავითაშვილის ცემა? ზურაბ აბაშიძის ცემა?.. თუმცა ეს ფაქტები, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს ახალ ხელისუფლებას, თუ წიკლაურის ცემას არ გამოიძიებს!", - წერს მეტრეველი.

განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ამ წუთისთვის ცალსახად ვერ ვიტყვით, ვინ სცემა ნუგზარ წიკლაური. სანამ ხელისუფლება ამ საქმეს გახსნის, ის არის მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში. თუ მან ეს საქმე საკმაოდ სწრაფად ვერ გახსნა (თანაც ისე, რომ მისი ვერსია საზოგადოების რაციონალურად მოაზროვნე ნაწილისთვის დამაჯერებელი იყოს), ლეგიტიმურად ჩავთლით, რომ ეს ცემა მისი ორგანიზებული იყო. ისტორიული პარალელი: ვალერი გელაშვილის ცემა ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ლაქაა "ნაციონალური მოძრაობის" რეპუტაციაზე. მაგრამ ჩვენ მას ასეთად ვთვლით იმიტომ, რომ ეს საქმე გაუხსნელი დარჩა, თორემ ცემის მეორე დღეს ფორმალურად არავითარი უფლება არ გვქონდა, ეს საზიზღრობა მათთვის დაგვებრალებინა", - დაწერა ნოდიამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს