გამდიდრების იმედით კაცმა აფთარს საკუთარი სასქესო ორგანო დააგლეჯინა

გამდიდრების იმედით კაცმა აფთარს საკუთარი სასქესო ორგანო დააგლეჯინა

აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფო მალავიში მცხოვრებმა ჩამანგენი ზულუმ გამდიდრების იმედით, აფთარს საკუთარი სასქესო ორგანოსა და ფეხის თითების შეჭმის უფლება მისცა.

ახალგაზრდა მამაკაცი ამ გადაწყვეტილებამდე ადგილობრივმა ექიმბაშმა მიიყვანა, რომელმაც მას უთხრა, რომ თუ სიღარიბის დაძლევა სურდა, ასე უნდა მოქცეულიყო. პენისისა და ფეხის თითების გარეშე დარჩენილი ზულუ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ გადაწყვიტა მან, სასქესო ორგანო აფთრისთვის "გაენაწილებინა" - ზულუმ განაცხადა, რომ ექიმბაშის თქმით, სხეულის ნაწილების მსხვერპლად შეწირვის შემდეგ გამდიდრდებოდა.

"რამდენიმე ადამიანს შევხვდი, რომლებსაც ბიზნესი აქვთ და მდიდრები არიან და მათ მითხრეს, რომ გამდიდრებისთვის საუკეთესო გზა სხეულის ნაწილების მსხვერპლად შეწირვაა. შიშველი მივედი და აფთარიც მოვიდა", - ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილები დაკარგა, ზულუ მაინც ბედნიერი და გამდიდრების მოლოდინშია. საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომზადებულია Times of Zambia-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს