სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ თბილისის ექვსი რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა მთაწმინდის, ჩუღურეთის, საბურთალოს, სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონის რამდენიმე ქუჩას შეეხება.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:20 საათამდე, შეზღუდვა რუსთაველის გამზირის, გუდიაშვილის, ასათიანის, ვაჩნაძის, ფურცელაძის, გალაქტიონ ტაბიძის, პუშკინის, ათონელის, ბარათაშვილის, მტკვრის, ორბელიანის, ბოტანიკის, ამაღლების, პაოლო იაშვილის, ქიქოძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს შეეხებათ.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ტაშკენტის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის და იოსებიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის XI მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.