დღეს პროექტის "ორი ვარსკვლავი" მორიგი, მესამე ტური გაიმართება. მონაწილეები კინოპერსონაჟებს განასახიერებენ და დუეტების შესრულება ცნობილი ფილმებიდან მოუწევთ. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი წყვილის ჩანაფიქრი ვიცით, რომელზეც უკვე გიამბეთ კიდეც: ნინა წკრიალაშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი მუსიკალურ ნომერს ფილიდან "9 1/2 კვირა" შემოგვთავაზებენ.
ჟურის შემადგენლობას მეოთხე წევრი დაემატება და ის ამჟამად ჟურნალისტი და პროდუსერი შალვა რამიშვილი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ინგა გრიგოლიას (გასულ ტურზე ჟიურის შემადგენლობაში აქტიური როლი ითამაშა) შალვა რამიშვილი ჩაანაცვლებს.
- მოკლედ, ჟიურის მეოთხე წევრი დაამატეთ და აქვე დაამკვიდრეთ კიდეც ტრადიცია, რომ მეოთხე წევრი ყოველ ტურზე იცვლება. წინა ჯერზე ინგა გრიგოლიამ გაამართლა.
ნოე სულაბერიძე, "ორი ვარსკვლავის" გენერალური პროდუსერი:
- დიახ, ასეა და დღეს ამ პრინციპის თანახმად, ჟიურის შემადგენლობას შალვა რამიშვილი დაემატება.
- შალვა რამიშვილისგან რას ელოდები?
- შალვასგანაც ძალიან საინტერესო და ორიგინალურ შეფასებებს ველოდები.
- რეიტინგებთან დაკავშირებით რა სიტუაციაა. როგორ ხვდებით, გადაცემას რამდენი ადამინი უყურებს?
- ფანტასტიკური შედეგი გვაქვს. ყველაფერს მშვენივრად ვითვლით.
- ოპონენტებს რას ეტყვი, ვინც თქვენი შოუს მისამართით კრიტიკას გამოთქვამს?
- ვინ არიან ოპონენტები?
- ადამიანები, რომლებიც თუნდაც ინტერნეტსივრცეში აქტიურობენ და საკუთარ უარყოფით შეფასებას ავრცელებენ...
- კარგია, ტონუსში იყვნენ და ნუ მოეშვებიან... დიახ, მათ ტონუსში ყოფნას ვუსურებ.…
ლალი ფაცია