სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტომასალას ავრცელებს (+18)
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტომასალას ავრცელებს (+18)

ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი შალ­ვა თა­თუ­ხაშ­ვი­ლის ფო­ტო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს. ად­ვო­კა­ტი თა­თუ­ხაშ­ვი­ლის წა­მე­ბა­ში ბრალს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს დებს. მისი გან­ცხა­დე­ბით, თით­ქმის არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა, ვინ და რა­ტომ გა­ი­მე­ტა სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი, მრა­ვალ­გზის ბრძო­ლა­გა­მოვ­ლი­ლი გუ­ლა­დი ბიჭი. ამას­თან, ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ინ­ტე­რეს­დე­ბა, თუ რა­ტომ დუ­მან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, საია-ს თავ­მჯდო­მა­რე კახა კო­ჟო­რი­ძე, ვე­ტე­რან­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი.

"ნუთუ შალ­ვა თა­თუ­ხაშ­ვი­ლი გირ­გვლი­ან­ზე ნაკ­ლე­ბი ვაჟ­კა­ცი იყო?! ცხო­ნე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ტუჩ­ზე მცი­რე­დი და­ზი­ა­ნე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ლა­მი­საა, დე­და­მი­წა შეძ­რან. ყვე­ლა იმის გარ­ჩე­ვა­შია - რამ მოკ­ლა ბა­ტო­ნი ზუ­რაბ ჟვა­ნია და პირი რამ და­უ­ზი­ა­ნა, თა­თუ­ხაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ტრა­გე­დია კი თით­ქმის არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. თით­ქმის არა­ვინ სვამს შე­კი­თხვას - სა­ი­დან გაჩ­ნდა შალ­ვა თა­თუ­ხაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ია­რე­ბი, რო­მელ­თა ლო­კა­ლი­ზა­ცია უტყუ­ა­რად მი­უ­თი­თებს უსას­ტი­კე­სი წა­მე­ბის ფაქ­ტზე. მა­ინ­ტე­რე­სებს, რა არის სა­ყო­ველ­თაო დუ­მი­ლის მი­ზე­ზი?! ნუთუ მხო­ლოდ პი­ა­რი, თვით­რეკ­ლა­მა და გა­მორ­ჩე­ნაა მთა­ვა­რი, ხოლო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით - შერ­ჩე­ვი­თია?! ჩვენს მიერ სი­ტყვი­ე­რად აღ­წე­რი­ლი და დო­კუ­მენ­ტი­დან ცი­ტი­რე­ბუ­ლი შალ­ვა თა­თუ­ხაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თქვენს გა­მო­სა­ფხიზ­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა?! აგერ ბა­ტო­ნე­ბო, ფო­ტო­მა­სა­ლაც იხი­ლეთ, ეგებ ახლა მა­ინც აღიქ­ვათ მომ­ხდა­რის არსი და მნიშ­ვნე­ლო­ბა", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ად­ვო­კატ­მა, რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­ავ­რცე­ლა, თუმ­ცა ფო­ტო­ე­ბის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "ამ­ბე­ბი.გე" მხო­ლოდ სამ ფო­ტოს ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტომასალას ავრცელებს (+18)

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტომასალას ავრცელებს (+18)

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტომასალას ავრცელებს. ადვოკატი თათუხაშვილის წამებაში ბრალს სამართალდამცველებს დებს. მისი განცხადებით, თითქმის არავინ ინტერესდება, ვინ და რატომ გაიმეტა სამშობლოსათვის თავდადებული, მრავალგზის ბრძოლაგამოვლილი გულადი ბიჭი. ამასთან, ირაკლი ზაქარეიშვილი ინტერესდება, თუ რატომ დუმან სახალხო დამცველი, საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, ვეტერანთა დეპარტამენტი და პოლიტიკური პარტიები.

"ნუთუ შალვა თათუხაშვილი გირგვლიანზე ნაკლები ვაჟკაცი იყო?! ცხონებული პრემიერ-მინისტრის ტუჩზე მცირედი დაზიანება აღმოაჩინეს და ლამისაა, დედამიწა შეძრან. ყველა იმის გარჩევაშია - რამ მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია და პირი რამ დაუზიანა, თათუხაშვილების ოჯახის ტრაგედია კი თითქმის არავის აინტერესებს. თითქმის არავინ სვამს შეკითხვას - საიდან გაჩნდა შალვა თათუხაშვილის სხეულზე მრავლობითი იარები, რომელთა ლოკალიზაცია უტყუარად მიუთითებს უსასტიკესი წამების ფაქტზე. მაინტერესებს, რა არის საყოველთაო დუმილის მიზეზი?! ნუთუ მხოლოდ პიარი, თვითრეკლამა და გამორჩენაა მთავარი, ხოლო სამართლიანობა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით - შერჩევითია?! ჩვენს მიერ სიტყვიერად აღწერილი და დოკუმენტიდან ციტირებული შალვა თათუხაშვილის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები თქვენს გამოსაფხიზლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა?! აგერ ბატონებო, ფოტომასალაც იხილეთ, ეგებ ახლა მაინც აღიქვათ მომხდარის არსი და მნიშვნელობა", - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატმა, რამდენიმე ფოტო გაავრცელა, თუმცა ფოტოების სიმძიმიდან გამომდინარე, "ამბები.გე" მხოლოდ სამ ფოტოს ავრცელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ