ნინო ბურჯანაძე - მოსალოდნელია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ობამა პუტინის აგენტად გამოაცხადოს

ნინო ბურჯანაძე - მოსალოდნელია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ობამა პუტინის აგენტად გამოაცხადოს

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსალოდნელია "ნაციონალურმა მოძრაობამ" აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პუტინის აგენტად გამოაცხადოს, - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"თუ გავითვალისწინებთ წინა ხელისუფლების მიერ საქართველოში გატარებულ მრავალწლიან პროპაგანდას, უნდა ვთქვათ და ლოგიკურად ვაღიაროთ ის, რომ ამ პროპაგანდის მიხედვით, ალბათ სწორი იქნება, ველოდოთ იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრორუსულ პოლიტიკოსად, პუტინის აგენტად და პუტინის დაკვეთების შემსრულებლად გამოაცხადებს. "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდიდან გამომდინარე, ობამას მიერ გაკეთებული ბოლო განცხადების შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული ეს დასკვნა იქნება "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან ლოგიკური", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ეს ისევეა მოსალოდნელი როგორც, თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა პრეზიდენტმა რუსეთის აგენტებად გამოაცხადა ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი. "თუ გავიხსენებთ იმას, რომ მეც ამ იარლიყს მაწებებდა "ნაციონალური მოძრაობა" წარმატებულად, შემიძლია ვიამაყო, რომ ისეთ კამპანიაში ვართ, როგორიც არის ბატონი ობამას, ბატონი სარკოზისა და ქალბატონი მერკელის კამპანია", - დასძინა ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა დასძინა, რომ მის მიერ გაკეთებული ეს განცხადება სულაც არ ნიშნავს, რომ იგი აღფრთოვანებით აკეთებს კომენტარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გუშინდელ განცხადებაზე.

ბარაკ ობამამ გუშინ გააკეთა განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა ამჟამად ნატოს გაწევრიანების გზაზე არ დგანან და რომ ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა არ ყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა