ჩხუბი რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე: პუშკინის სკვერში გამართულ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები

ჩხუბი რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე: პუშკინის სკვერში გამართულ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები

რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც პუშკინის სკვერში არასამთავრობო ორგანიზაცია "დედამიწა ჩვენი სახლია" მართავს, ინციდენტი მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როცა მასთან კონტრაქციის წარმომადგენელი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

რუსეთის მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილე ცოტნე მამულაშვილი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს და ტერიტორიიდან საპატრულო მანქანით გაიყვანეს.

პუშკინის სკვერში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველები სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. ამ მიზნით მათ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია