რა აჩუქა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯონ კერის

რა აჩუქა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯონ კერის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისგან წერილი მიიღო. წერილი "ფეისბუქში" პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო თქვენთან შეხვედრა ვაშინგტონში. მადლობელი ვარ, რომ მოგვეცა საზიარო ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობა. იმედის თვალით შევყურებ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის განმტკიცებას მომდევნო თვეებსა და წლებში.

მადლობას მოგახსენებთ საჩუქრისთვის, უმშვენიერესი სკულპტურისთვის. თქვენი საჩუქრის სიმბოლური მნიშვნელობა გულისამაჩუყებელია. ის ყოველთვის მომაგონებს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე კავშირებს", - ნათქვამია ჯონ ქერის წერილში.

სკულპტურა,რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საჩუქრად გადასცა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა